კეთილი კაშია და უხეში იბრაჰიმოვიჩი - ზლატანს ბათუმი მწარედ დაამახსოვრდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ბათუმში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, შვედეთი 2:0 დაამარცხა. შვედური gp.se აღნიშნავს, რომ მუნდიალისკენ გზა გაურთულდათ და არც ისაა გამორიცხული, საერთოდ ჯგუფში ჩარჩნენ.

გამოცემამ კომპენსირებულ დროში მომხდარ ინციდენტზე გაამახვილა ყურადღება. როდესაც სტუმრები მიხვდნენ, რომ ვეღარაფერი იხსნიდათ, მათი იერიშები მინავლდა და მოედანზე მოულოდნელად ბიჭი გადახტა. ის ჯერ გურამ კაშიას გადაეხვია, რომელსაც მისდამი ცუდი დამოკიდებულება არ გამოუხატავს. პირიქითაც შეიძლება ითქვას.

Sportall.Ge

შემდეგ ბიჭმა დაინახა, რომ იქვე ზლატან იბრაჰიმოვიჩი იდგა და სცადა გადახვეოდა, მაგრამ ის გაღიზიანებული იყო და ხელი ჰკრა.

ვერ იყო
იბრა ხასიათზე და რა ექნა? ისე, ზლატანს ეროვნულ გუნდში დაბრუნება ვერ გამოუვიდა წარმატებული და მისთვის ბათუმი მთლად კარგად გასახსენებელი ვერ იქნება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ აყლაყუდა იბრას, მაგრად აქვს თავში ავარდნილი, ამ პატარა ბიჭს ხელი, რომ აუკრა დაამტკიცა, რომ არის უზრდელი ვირზილა.
ვერ ვიტან თავში ავარდნილ ფეხბურთელებს.
11:11 12-11-2021
11
ჰრისტო სტოიჩკოვი II
ქართველი
05:49 12-11-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული