კვარაცხელია: მეტს ვიმსახურებთ და უფრო დიდი მიზნები გვაქვს

AutoSharing Option
შვედეთის ნაკრების 2:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების გარემარბმა, დუბლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.

"ასეთ გუნდთან მოგება ადვილი არაა, ეს ჩვენ დავიმსახურეთ. ორი გოლის გატანით გახარებული ვარ. კარგ ნოტზე დავასრულეთ ტურნირი, უფრო დიდი მიზნები გვაქვს და უფრო მეტს ვიმსახურებთ.

ეს გამარჯვება წინ წაგვწევს და ჩემი აზრით, შემდეგი შეხვედრებისთვის მეტი მოტივაცია გვექნება.

ბათუმში გულშემატკივრების თანდასწრებით პირველად ვითამაშე და უღრმეს მადლობას ვუხდი. 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ქომაგი გყავს. ჩვენ 100%-ით დავიხარჯეთ. იმედია, სულ ასე იქნება და სულ
გულშემატკივრების თანდასწრებით ვითამაშებთ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
აი რეალური ფაქტი რაც ხვიჩამ თქვა ეგ არი ნაკრების ჩავარდნის მიზეზი ,,ცარიელი ტრიბუნები,, ხან დროს ფედერაციას ჭირდება შემოლაწუნება...
ჩორნი
13 ნოემბერი 2021 11:13
0
ეს ხალხი ვინც ახლა ტაშს გიკრავს, ხვალ მიწაზე ჩამოგაგდებს. ქართველ გულშემატკივარს მარტო გოლის გატანის და აჟიტირების დროს უყვარხარ.
ტრავმა რომ მიიღო და ვერ ჩამოვიდა, რეებს უწედრით ამ გვერდზე თუ გახსოვთ ნეტა.
ერთი ორი კაცი ვიცავდით, დანარჩენი ზედ უვლიდა.
ვინც იმას იძახდით ნაკრებში ჩამოსვლა ეზარებაო, ერთი არგუმენტიც თუ გაქვთ იმისი, რატომ უნდა ეზარებოდეს ნაკრებში ჩამოსვლა, როცა ნაკრებში გაბრწყინების შემთხევავში ყველაზე მეტად ჩანს და მთელი ევროპა უყურებს. ნახეთ რა სტატიები დაიწერა გუშინ ესპანურ და იტალიურ პრესაში მასზე.
გუშინ იმდენი ხალხი რომ ყიჟინებდა სიხარულისგან , დარწმუნებული ვარ ნახევარზე მეტი აგვისტოში აგინებდა. იმათ ადგილას ყოფნა ნამდვილად შემრცხვებოდა. თუმცა მომდევნო სანაკრებოზე რომ ვერ ჩამოვიდეს კვარა, დარწმუნებული ვარ უარესებს დაუწერენ.
Winter
12 ნოემბერი 2021 16:19
6
ნამდვილად მოსალოცი ფაქტია. ყველამ თავდაუზოგავად ითამაშა, ყველამ. მაგრამ ლორია? იყო შეუვალი ნამდვილად.გუნდს ეტყობა რეზერვიც სერიოზული აქვს, ჩაკვეტაძის გარდა აღსანიშნავია შეუპოვარი წიტაიშვილი, საბა ლობჟანიძე, დავითაშვილი მიქაუტაძე და ასევე ვოლკოვიც, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მეორე გატანილში. საინტერესო მიგნებაა მისი გამოძახება.
კოკა
12 ნოემბერი 2021 11:08
1
რადარებზე არა!! კლუბში უნდა ითამაშოს სტაბილურად და არა ათასში ერთხელ ყარაულის თოიფით. თუნდაც გუშინ, პიველი გოლის გატანამდე შეცვლის მთავარი კანდიდატი იყო,თითქმის ყველა ბურთი დაკარგა ან მოწინააღმდეგეს ჩააბარა.
me
12 ნოემბერი 2021 09:44
70
აშკარად რადიოში უსმენდი თამაშს!
დავით67
13 ნოემბერი 2021 05:08
0
Ra karaulis topi? Xvicha talantia. Kinkladzes mteli karieris ganmavlobashi sakartvelos nakrebis opicialur tamashebshi mxolod 2 goli akvs gatanili
GIO
12 ნოემბერი 2021 12:51
0
ყველა გამოხმაურება
უკვე წინა შეხვედრაში(მართალია წააგეს)ეტყობოდა ხვი
ჩას რომ ძველ ხვიჩას უბრუნდებოდა,რაც ძალიან მახარებს
კახა ქ.
12 ნოემბერი 2021 09:00
0
ამ დუბლით კვარაცხელია კვავ დაბრუნდა ევროპის კარგი კლუბებიის რადარებზე ახლა მთავარია კლუბშიც მოუმატოს იმედი მაქვს ეს დუბლი მისთვის მოტივაცის მიმცემი იქნება.
გიორგი
12 ნოემბერი 2021 02:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული