ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კვარაცხელია: მეტს ვიმსახურებთ და უფრო დიდი მიზნები გვაქვს

AutoSharing Option
შვედეთის ნაკრების 2:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების გარემარბმა, დუბლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.

"ასეთ გუნდთან მოგება ადვილი არაა, ეს ჩვენ დავიმსახურეთ. ორი გოლის გატანით გახარებული ვარ. კარგ ნოტზე დავასრულეთ ტურნირი, უფრო დიდი მიზნები გვაქვს და უფრო მეტს ვიმსახურებთ.

ეს გამარჯვება წინ წაგვწევს და ჩემი აზრით, შემდეგი შეხვედრებისთვის მეტი მოტივაცია გვექნება.

ბათუმში გულშემატკივრების თანდასწრებით პირველად ვითამაშე და უღრმეს მადლობას ვუხდი. 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ქომაგი გყავს. ჩვენ 100%-ით დავიხარჯეთ. იმედია, სულ ასე იქნება და სულ
გულშემატკივრების თანდასწრებით ვითამაშებთ".

ასევე დაგაინტერესებთ