ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
ნიონში გამართულ წილისყრაზე ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა - ჩვენი გუნდი C ლიგის მე-4 ჯგუფში ბულგარეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტართან მოხვდა.

გუნდები ლიგებსა და ჯგუფებში ასე განაწილდნენ:

A ლიგა

I ჯგუფი:
საფრანგეთი, დანია, ხორვატია, ავსტრია

II ჯგუფი: ესპანეთი, პორტუგალია, შვეიცარია, ჩეხეთი

III ჯგუფი: იტალია, გერმანია, ინგლისი, უნგრეთი

IV ჯგუფი: ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი, უელსი

B ლიგა


I ჯგუფი: უკრაინა, შოტლანდია, ირლანდია, სომხეთი

II ჯგუფი: ისლანდია, რუსეთი, ისრაელი, ალბანეთი

III ჯგუფი: ბოსნია, ფინეთი, რუმინეთი, მონტენეგრო

IV ჯგუფი: შვედეთი, ნორვეგია, სერბეთი, სლოვენია

C ლიგა


I ჯგუფი: თურქეთი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ფარერები

II ჯგუფი: ჩრდ. ირლანდია, საბერძნეთი, კოსოვო, კვიპროსი/ესტონეთი

III ჯგუფი: სლოვაკეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი/მოლდოვა

IV ჯგუფი: ბულგარეთი, ჩრდ. მაკედონია, საქართველო, გიბრალტარი

D ლიგა


I ჯგუფი: ლიხტენშტაინი, ყაზახეთი/მოლდოვა, ანდორა, ლატვია

II ჯგუფი: მალტა, კვიპროსი/ესტონეთი, სან-მარინო

ტურნირზე ჯგუფური ეტაპის 4 ტური მომავალი წლის ივნისში ჩატარდება, ხოლო 2 - სექტემბერში. ჯგუფში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის გამსვლელ ნახევარფინალს 2023 წლის 14 ან 15 ივნისს, მასში წარმატების შემთხვევაში კი ფინალს 18 ივნისს ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ