პროგრესი სანიოლის პერიოდში - ფიფას წლის უკანასკნელი რეიტინგი

AutoSharing Option
ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურდა და 85-ე ადგილს იკავებს. შესაძლოა, დეკემბერში ცვლილებამ გაგაკვირვოთ, რადგან უკანასკნელად ნოემბერში ვიასპარეზეთ, თუმცა ამის მიზეზი ჩვენზე წინ მდგომი ბაჰრეინის დაქვეითებაა. მიმდინარე თვეში, პორტუგალიელი სოუსას აზიურმა ნაკრებმა ერაყთან ფრედ (0:0) ითამაშა, ომანთან კი დიდი ანგარიშით (0:3) დამარცხდა.

როცა წლის დასაწყისში "ჯვაროსნებს" სათავეში ვილი სანიოლი ჩაუდგა, მაშინ საერთაშორისო რეიტინგში 89-ე ადგილს ვიკავებდით. ასე რომ, პროგრესი გვაქვს - 4 ადგილით დავწინაურდით.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების უახლოეს გეგმებს - მარტში 2 ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ. მოწინააღმდეგეები ჯერ
დადგენილი არაა, ივნისიდან კი "ერთა ლიგაში" ჩავერთვებით. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეებიდან საუკეთესო პოზიცია ჩრდ. მაკედონიას (67-ე) უჭირავს, ბულგარეთი 71-ეა, გიბრალტარი კი - 203-ე.

ფიფას რეიტინგის პირველი ათეული უცვლელია:

1. ბელგია;

2. ბრაზილია;

3. საფრანგეთი;

4. ინგლისი;

5. არგენტინა;

6. იტალია;

7. ესპანეთი;

8. პორტუგალია;

9. დანია;

10. ნიდერლანდები

altსანიოლი: ამ ჯგუფის მოგება შეგვიძლია

altსაქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

altრა შანსი გვაქვს ჯგუფის ლიდერთან? - პესიმისტურად განწყობილი ბულგარელები

altერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა



მკითხველის კომენტარები / 9 /
ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ ბოლოს ბელგიამ როდის რა მოიგო არც ევროპა არც მსოფლიო არც ერთა ლიგა და რატოა პირველზე ბელგია და მესამეზე საფრანგეთი
ტოტტი
16:08 23-12-2021
5
სხვა პროგრეს ვერ ხედავდიტ რა ცოტა გაკმაკოპილებტ ვაი პპპპპპპ
aron
16:46 23-12-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული