ბათუმის "დინამომ" პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ პირველ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" პოლონეთის ექსტრაკლასას ლიდერ "ლეხს" 2:1 სძლია.

მე-14 წუთზე პოლონური გუნდი პენალტით დანი რამირესმა დააწინაურა. 26-ე წუთზე აჭარული გუნდის კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მაგრამ მეკარე მიხეილ ალავიძემ კრისტოფერ ველდეს გოლის გატანა არ დაანება. 48-ე წუთზე პენალტი პოლონელთა კარში დაინიშნა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოიყენა.  შეცვლაზე შესულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა კი 59-ე წუთზე შორიდან უძლიერესი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

მეტოქე გუნდში 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი.

23 იანვარს "დინამო" მეორე საკონტროლო შეხვედრაში
"ლეხიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერის დამარცხება ნამდვილად არაა სახუმარო საქმე, ყოჩაღ ბათუმის დინამო
ქობულეთიდან
10:21 21-01-2022
0
იქნებ ამაზე არ გიფიქიათ და ირაკლი თუ წავა და სავარაუდოდ წავა მაგარია ძაან,ხარაბაძე მოგიხდებათ ბათუმი მარცხნიდან ისე უტევს აზაროვის გამო 50%25%25% თითქმის ამ დონეზე და ხარაბაძე დაცვაში შეიძლება არ იყოს იდეალური მაგრამ წინ ბევრი შეუძლია. ისე პოლონეთში ვინც არიან ყველა ჩამოსაყვანია ხალხო კაკაბაძე გვილია კვეკვე, ვინც იქ მუშაობს აქ თუ სიტყვზე 500 ლარია ხელპასი იქ 500 დოლარი და ფეხბურთშიც ესეა დიდი ალბათობით,რაკოვს ლეხს და რუკოვს არა და ჩვენ ეხლა გვჩირდება ეს ბიჭები რო ერთ შევძვრეთ რომელიმე ლიგაზე რო ამოვისუმთქოთ,მერე სწორი მუშაობით გაადვილდება გასვლა,UEFA საც გაუსწორდება ბათუმი ახალი სტადიონი ქომაგი.
miro
06:24 21-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული