საქართველოს ნაკრები სარაევოშია - წლის პირველი მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სარაევოში იმყოფება. ვილი სანიოლის გუნდი პირველ ვარჯიშს 22 მარტს გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩისთვის საფეხბურთო კლუბ "სარაევოს" საწვრთნელ ბაზაზე მოემზადება.

ამ ეტაპზე ბოსნია-ჰერცეგოვინაში ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 22 ფეხბურთელი უკვე ჩავიდა. სამხრეთკორეული "ულსან ჰიუნდაის" ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი საწვრთნელ პროცესში 23 მარტიდან ჩაერთვება.

2022 წლის მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში ერთი დებიუტანტია გამოძახებული. "დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ეროვნულ ნაკრებთან ერთად პირველი ვარჯიშისთვის ემზადება.

ანზორ მექვაბიშვილი (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი): "ახალ
გარემოში ყოველთვის არის მღელვარების ფონი. ყოველთვის ვფიქრობდი და მინდოდა, რომ ნაკრებთან ერთად ვყოფილიყავი. ახლა მივიღე შანსი და უკვე სავარჯიშო პროცესს ვიწყებთ.

ნაკრებში გამოძახება ნაწილობრივ მოულოდნელობა იყო. ეს მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებააა და მადლობა მას ნდობის გამოცხადებისთვის.

ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები მშობლები არიან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მათ შევატყობინე ნაკრებში გამოძახება.

ბავშვობიდან ხვიჩა კვარაცხელიასთან და ზურიკო დავითაშვილთან ერთად ვთამაშობდი და ყოველთვის სასიამოვნო იყო მათი წარმატება. მიხარია, რომ ახლა უკვე სანაკრებო გარემოში შევხვდით ერთმანეთს.

ნებისმიერ თამაშს თავისი დატვირთვა აქვს. რა თქმა უნდა, გუნდი ივნისის მატჩებისთვის ემზადება. ამიტომ მარტის თამაშები ყველასთვის მნიშვნელოვანია. ზოგადად, როდესაც სანაკრებო მატჩია, ვფიქრობ, არ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ამხანაგური და ოფიციალური შეხვედრები.

ნაკრებში მეგობრული გარემოა, ფეხბურთელების უმრავლესობას ვიცნობდი და მიხარია, რომ ახლა აქ ვარ".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო),

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:
საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

25 მარტი - 23:45 ბოსნია/ჰერცეგოვინა - საქართველო

29 მარტი - 20:00 ალბანეთი - საქართველო

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნაკრებში ადამიანი ძირითად შემადგენლობაში დამსახურების გამო უნდა ხვდებოდეს თუ უკეთესი ფორმის? მგონი ბევრი მიხვდება რასაც ვგულისხმობ.

ძალიან დიდი პატივს ვცემ გიორგი ლორიას მთელი თავისი კარიერის გამო და დღესაც ძალიან მაგარ ფორმაშია ამ ასაკში. მაგრამ წამოვიდა ბიჭი რომელიც ბევრად მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშობს და თან ძირითადში. იმას მაგივრად ნაკრებიც უკვე შეეცადოს მასთან ადაპტირებას, მწვრთნელები ჯიუტად გაიძახიან ნომერ პირველი ლორიააო. არ მესმის ასეთი დაჟინება.
ერთი შემითხვა მაქვს?
13:57 22-03-2022
7
მიდით ბიჭებო, ნურავის ნეგატიურ კომენტარებს ნუ აყვებით, გაამხნევეთ ერთმანეთი, თქვენ ხართ საქართველოს იმედი. აეწყვეთ, შეთამაშდით და კუდით ქვა უნდა ვასროლინოთ ბულგარეთ-მაკედონიას.

ანრის წარმატებები, იმედის თვალით გიყურებს მთელი საქართველო, უზარმაზარი პროგრესი გაქვს და აბა შენ იცი გაგვახარე მაგარო ბიჭო!

ასევე სრული სოლიდარობა და გამხნევება ხვიჩას, ჩვენ სუპერვარსკვლავს! სხვა მგლებს: კვეკვე, ლობჟანიძე, კაშო და ყველამ, ყველამ ვინცაა სიაში უკლებლივ თქვენი სიტყვა უნდა თქვათ, მალე ჩაკვე, ოქრი და სხვებიც დაგვემატებიან და ეგაა.

პ.ს. ქართველობის და ქართველების ვისაც რცხვენია ეგენი მოაშორეთ, არავის ჭირდება მორცხვი ხალხი ნაკრებში
ჩეტო
13:26 22-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული