ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ალბანეთი-საქართველო - 0:0 პირველი ტაიმის შემდეგ

AutoSharing Option
ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-5-2 ტაქტიკური სქემა აირჩია, გასულ შეხვედრასთან შედარებით 6 ცვლილება განახორციელა. მცირე ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაში კვარაცხელიამ, აგრეთვე - კაკაბაძემ. უპირატესობას დებიუტიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, ორი ნახევარმომენტი შექმნეს. ჩვენს გუნდს შეტევების ორგანიზება უჭირდა, მეტოქე გუნდის მეკარე სტრაკოშას სამუშაო არ ჰქონდა, თამაში კი თვალსასეირო არ იყო. 38-ე წუთზე ჩეკიჩმა კაშია ჩამოიშორა, დაარტყა კიდეც, მაგრამ არაზუსტად. ასევე არაზუსტი გახლდათ 42-ე წუთზე შეტევის ბოლო ფაზაში დავითაშვილი და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

ტირანა. „ეარ ალბანია“

ალბანეთი - საქართველო

ალბანეთი: სტრაკოშა, ისმაილი, კუმბულა, ჯიმშიტი, როში, ჰისაი, ასლანი, რამადანი, ჩეკიჩი, ბროია, მანაი

საქართველო: მამარდაშვილი, დვალი, კაშია, კვირკველია, ჩაბრაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, დავითაშვილი, წიტაიშვილი, ვოლკოვი, ყაზაიშვილი