ფრე ტირანაში არაოპტიმალური შემადგენლობით - საქართველოს ნაკრები ზედიზედ 5 მატჩში დაუმარცხებელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტირანაში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ალბანეთს დაუზავდა - 0:0.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-5-2 ტაქტიკური სქემა აირჩია, გასულ შეხვედრასთან შედარებით 6 ცვლილება განახორციელა. მცირე ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაში კვარაცხელიამ, აგრეთვე - კაკაბაძემ. უპირატესობას დებიუტიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, ორი ნახევარმომენტი შექმნეს. ჩვენს გუნდს შეტევების ორგანიზება უჭირდა, მეტოქე გუნდის მეკარე სტრაკოშას სამუშაო არ ჰქონდა, თამაში კი თვალსასეირო არ იყო. 38-ე წუთზე ჩეკიჩმა კაშია ჩამოიშორა, დაარტყა კიდეც, მაგრამ არაზუსტად. ასევე არაზუსტი გახლდათ 42-ე წუთზე შეტევის ბოლო ფაზაში დავითაშვილი.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად გაგრძელდა,
ალბანეთს მამარდაშვილის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდა, რომელთაც ძალიან სახიფათოს ვერ უწოდებდი. 56-ე წუთზე ყაზაიშვილმა თავად შექმნა კარგი მომენტი, თუმცა მიზანს ვერ უწია. შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით შემოგვიტიეს. შეცვლაზე აქტიურად შესული ჩიკალეში კვაკვესკირს გასცდა და ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. მერე ასევე შეცვლაზე შესულმა ვრიონმა გაუშვა შანსი. ამას საქართველოს ნაკრების შეტევა მოჰყვა - კვეკვესკირის ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო საჯარიმოში ჩაბრაძე წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა. 78-ე წუთზე ასლანს გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება და 0:0.

რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს არაოპტიმალური შემადგენლობით საუკეთესო ფეხბურთი, მეტადრე შეტევაში, არ უჩვენებია, თუმცა საკმაოდ ძლიერ ალბანეთთან სტუმრად გოლი არ გაუშვა, ფრეს მიაღწია და ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებელია. თანაც, სანიოლმა თითქმის ყველა კანდიდატი გამოსცადა და დაინახა, ვინაა სანაკრებოდ მზად და ვინ - არა.

ტირანა. „ეარ ალბანია“
ალბანეთი - საქართველო 0:0

ალბანეთი: სტრაკოშა, ისმაილი, კუმბულა, ჯიმშიტი, როში (ლენიანი 77), ჰისაი, ასლანი, რამადანი (ჯასულა 66), ჩეკიჩი (ლაჩი 66), ბროია (ჩიკალეში 46), მანაი (ვრიონი 66)

საქართველო: მამარდაშვილი, დვალი, კაშია, კვირკველია (კობახიძე 66), ჩაბრაძე (მამუჩაშვილი 84), კვეკვესკირი (გვილია 76), აბურჯანია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 76), წიტაიშვილი, ვოლკოვი (ლობჟანიძე 66), ყაზაიშვილი (ზივზივაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 21 /
ალბანეთი 65-ე ადგილზეა, საქართველო 86-ეზე. სხვის მოედანზე მეტი რა გინდათ ?
ქიტესა
30 მარტი 2022 10:31
1
Ძალიანაც კარგი, დავიღელთ მარგად ვითამაშეთ და წავაგეთი, შედეგები გვინდა, გამარჯვება გვახარებს და არა წაგებული კარგი თამაში! Ვულოცავ ნაკრებს ამ პოზიტიურ შედეგებს!
Irakli
30 მარტი 2022 10:03
0
ეშინიათ ფეხბურთის თამაშის. ბურთის ეშინიათ. 2-3 კაცი უდგას ბურთიან კაცს გარშემო ხშირად და მეკარეს აძლევს მაინც უკან. ამ 2-3 კაციდან არც ერთი არ ითხოვს ბურთს. კვირკველიას და დვალის ტიპის მცველი საერთოდ არ უნდა გყავდეს გუნდში. მაგათ ისევ კანკავს სჯობია. ერთი ეგ არის სიმაღლე აქვს ამ ხალხს, ბურთს ვერ აგორავებს. აბა შეტევაზე წამოსულ მეტოქეს არც მე მოვატყუებინებ თავს. სამხრეთ ამერიკელები ვერ მცდებოდნენ აშუშუში :) რამდენიმე ნორმალურ თამაშს ჩავატარებთ და გვგონია რაღაც შევცვალეთ. თან სულ ვიღაცის იმედზე ვართ, რომ დაგვიბრუნდება. ვერც ერთი და ვერც სამი კვარაცხელია გუნდს ვერ უშველის, როცა 9 'მებრძოლი' მოთამაშე გყავს. მებრძოლი რა ჭიდაობაა?? ფეხბურთელს ბურთის კონტროლი უნდა შეეძლოს და სწრაფი ფიქრი და მოქმედება. კვარაცხელიაც აი ნახავთ, საშუალო დონის ჩემპიონატში თუ დამკვიდრდა მიღწევა იქნება. ჯერ რუბინს და ბათუმს ვერ გასცდა. ჩაკვეტაძეზე აღარ ვლაპარაკობ. არა გვყავს ფეხბურთელებიო იძახდა ქეცბა და არ სჯეროდათ.
odala
30 მარტი 2022 09:52
16
დაცვა რამდენჯერმე ჩავარდა, ბურთი რომ გაეტანათ, საპასუხოდ ჩვენგან ვის უნდა გაეთანაბრებინა ანგარიში, წარმოუდგენელია. სანიოლს რაც შეუძლია ამ შემადგენლობით, მაქსიმუმს აკეთებს. ვინც აკლდა ნაკრებს, შესაძლოა უკეთეს შედეგს დადებენ.
მერაბი
30 მარტი 2022 09:30
0
რაც მთავარია ბიჭები იბრძვიან. შედეგი ავად, თუ კარგად ჩანს. კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის გარეშე, ძნელია სანახაობა დადგა. მადლობა გუნდს!
100%
30 მარტი 2022 09:00
0
საშინელი დაცვა ამ შეცდომებზე სხვა გუნდი უკეთესი შემსრულებლებით 5 ბურთს გაგვიტანდა
ალიბეგ
30 მარტი 2022 04:26
20
რომ იძახით ლამაზ ფეხბურთს არ თამაშობს გუნდი ჯერ ესერთი სადაც საქართველომ ლამაზი და ლაღი ფეხბურთი ითამაშა ხომ რას ამბობთ ყველა შეხვედრა მოიგო რა ასე რომ ლამაზი ფეხბურთის თამაში მოგებას არ ნიშნავს აი მაგალითად:ხორვატია,თურქეთი,სერბეთი,უკრაინა,საბერძნეთი,რუმინეთი,მაკედონია,ავსტრია,შვეიცარია,ბულგარეთი,სლოვაკეთი,ფინეთი ესენი ლამაზ ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობენ მაგრამ კი დადეს მაგარი შედეგები ზოგმა წარსულში ზოგმა კიდე ახლა
გელმეზა
30 მარტი 2022 03:02
9
დავითაშვილი და ვოლკოვი რატომ ყავთ ნსკრებში? რას აკეთებენ ღირებულს? ან სად თამაშობს ვოლკოვი საერთოდ?
vaso
30 მარტი 2022 02:57
23
ვეთანხმები წინა კომენტარებს, საკმაოდ დაალაგა გუნდი სანიოლმა იმ რესურსით რაც გვაქვს, ისე ყველა შემოქმედებითი ფეხბურთელის არყოფნაში რას ითხოვთ სხვას? არ ვადარებ კონკრეტულ ფეხბურთელებს და მათ დენეს, მაგრამ ვისაც გახსოვთ თბილისის დინამო საბჭოთა კავშირი იყო საქართველოს ნაკრები რეალურად, და წარმოიდგინეთ რომ ერთ მატჩში ერთდროულად რო არ ყოფილიყო, ყიფიანი, გუცაევი, შენგელია, და ჩივაძე, რა ფეხბურთის თამაშს აირჩევდა, ფარსადანოვიჩი?:) პოტენციურად კვარას, ჩაკვეს, კიტეს, და აწ წასულ კანკავას თუ ჩავთვლით იგივე სიტუაციაა, რატომ ითხოვთ შემოქმედებით, ლამაზ ფეხბურთს, რა რესურსით
დათო
30 მარტი 2022 02:45
4
ჩვენს ნაკრებს ძალიან უჭირს შეტევაში თამაში მაღალი კლასის ფორვარდი სამწუხაროთ არ გყავს მიქაუტაძის განვითარების იმედი მქონდა მაგრამ რასაც ვუყურებ ოქტომრის მერე გოლი აღარ გაუტანია კაგად დაიწყოს ბელგის უმაღლესში მაგრამ ვეღარ გაგრძელა გატანა.
ნახევარდაცვაშიც არის პრობლემა ერთადერთი ფეხბურთელია ჩემი აზრით კიტეიშვილი ვისაც შეუძლია შეტევის მაღალ დონეზე დაწყება ჩვენს ნაკრებში და გუნდის დირიჟორობა სამწუხაროდ კიტეიშვილი ძალიან ტრამვიანი ფეხბურთელია და ხშირად ტოვებს ნაკრების თამაშებს კიტეს გარეშე რთულია თან პლიუს ახლა რაც ჯაბა წავიდა რთული იქნება ჯაბას სრულფასოვანი შემცვლელის პოვნა.
ჩაკვეტაძეს რაც შეეხება დიდი ხანია დაბრუნდა მაგრამ ფორმა მაინც ვერ აღიდგინა.
ჩემი სუბიექტური აზრით სანამ ჩვენს ნაკრებს არ ეყოლება მინიმუმ 3-4 მაღალი დონის შემტევი და ნახევარმცველი მოედნის ცენტრში იქამდე რთული იქნება შემტევი კომბინაციური ფეხბურთის თამაში კვარაცხელიას დონის 3-4 ფეხბურთელი მაინც გვინდა კიდე რომ რამეზე ვიფიქროთ.
სამწუხაროდ ყველა ქართველი ვინც კი იყო ბოლო წლებში ნიჭიერი და პოტენციური ყველა არის ტრამვებისკენ მიდრეკილი ვისაც შეეძლო დიდი ფეხბურთი ეთამაშა ყველა ტრამვიანი გამოდგა ყენია,ჭანტრურია ოქრიაშვილი,ანანიძე,მჭედლიძე,ჩაკვეტაძე,კიტიეშვილი.
ჩვენი ნაკრების პრობელმა ის რომ ფეხბურთელბი არ გყავს მაღალი კლასის და ვინც გყავს ისინიც ტრამვებისკენ მიდრეკილები არიან სამწუხაროთ.
გიორგი
30 მარტი 2022 01:22
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული