ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

სანიოლი: მეოთხე მატჩია გოლი არ გაგვიშვია - ჯანმრთელი და კარგ სპორტულ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დამჭირდება

AutoSharing Option
სტუმრად ალბანეთთან ფრედ დასრულებული ამხანაგური მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"ესპანეთთან თამაშმა აჩვენა, რომ ალბანეთის ნაკრები საკმაოდ ხარისხიანი გუნდია. კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. მათ შეინარჩუნეს ძლიერი დისციპლინა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ დადებითი დინამიკით გვამოძრავებს. ოთხი გამარჯვების შემდეგ, დღეს ფრედ ვითამაშეთ. მეოთხე მატჩია გოლი არ გაგვიშვია. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, თუმცა ეს იყო უკანასკნელი თამაში ერთა ლიგის დაწყებამდე. იმედი მაქვს, ჩემი ფეხბურთელები ჯანმრთელები და კარგ ფორმაში იქნებიან ამ ტურნირის დაწყებამდე.

როდესაც გარკვეული მოთამაშეების გარეშე კარგ შედეგს აღწევ,
ეს ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელებს აქვთ რწმენა, რომ რამდენიმე ლიდერის არყოფნის შემთხვევაშიც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ჩვენთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის, მნიშვნელოვანი იყო იმის ხილვა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა გუნდს ასეთ ვითარებაზე.

ერთა ლიგაზე 10 დღეში ოთხ მატჩს გავმართავთ, რაც სიახლეა. ასე რომ, ჯანმრთელი და კარგ სპორტულ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დამჭირდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

ასევე დაგაინტერესებთ