ცნობილმა გერმანულმა გამოცემა Bild-მა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ დაინიშნა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად.
"რამდენიმე კლუბთან მქონდა მოლაპარაკება, როდესაც სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა დამირეკა.
ჩვენ სულ რაღაც 5 წუთი ვისაუბრეთ და შემდეგ მას ვუთხარი... "კარგი, მოდი გავაკეთოთ ეს!"
როდესაც ორი ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი ერთმანეთს ელაპარაკება, ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება", - აღნიშნავს სანიოლი.
"რიბერის სტილში თამაშობს, შეიძლება, ახლა "ბაიერნის" დონის არაა, მაგრამ..." - სანიოლმა ცნობილ გერმანულ გამოცემასთან კვარაცხელიაზე ისაუბრა