საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშების მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ივნისში ოთხ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის 24 მაისიდან თბილისში შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს; 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს; ივნისის ბოლო შეხვედრა 12 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თბილისში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია | 20:00

26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45

GFF
მკითხველის კომენტარები / 39 /
ბერიძე მაგარ ფორმაშია და რატო არაა ნაკრებში? ისევ გრძელდება უსამართლობა?
ლევან მაღლაკელიძე
16:44 20-05-2022
0
ბექა მიქელთაძე ნაციაო ვიღაცამ დაწერა, ყველაფერში თქვენს ბინძურ პოლიტიკას რატომ რევთ, რადგან მთავარ არხზე ჩაერთო ესე იგი ნაცია? ხვიჩას ტვინი წაუღეთ რუსეთუმეს ძახილით და კანდელაკთან შედარებებით. მაგ დღეებში რაც ხვიჩას აკადრეთ იმას ვერ ჩამოირეცხავთ ვერასდროს, რაც არუნდა სიყვარულები უგზავნოთ ახლა!! ნუთუ ჩვენი საზოგადეობის დონე მეტს ვერ ქაჩავს?
ხვიჩა და ბექა საუკეთესო მეგობრები არიან ცნობისთვის.
დაანებეთ ადამიანებზე პოლიტიკური იარლიყების მიწეპებას თავი და ბიჭებს ფეხბურთის თამაში აცადეთ!
ყაზაიშვილთან რაგინდათ? ერთი დაწერს და აყვება ყველა, საკუთარი აზრი არავის გააჩნია ამ ქვეყანაში.
მართლა გგონიათ რომ ფრანგი მწვრთნელი თქვენსავით ვიწროდ აზროვნებს და ნაც-ქოცობის მიხედვით იძახებს ნაკრებში ხალხს?
Winter
13:49 20-05-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული