"საქართველოსთან ეს არ უნდა განმეორდეს" - ბულგარელთა მწვრთნელი უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ბულგარეთი საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა (1:1). მასპინძელთა გუნდის მწვრთნელი იასინ პეტროვი თავისი გუნდის თამაშითა და ქულების დაკარგვით უკმაყოფილო დარჩა:

"დიდ გუნდს შევხვდით. ინიციატივის დაუფლება ვერ მოვახერხეთ, განსაკუთრებით, მოედნის ცენტრში, უფრო მეორე ტაიმის დასაწყისში. ბევრი ელემენტარული შეცდომა დავუშვით. ვიცი, მეტი შეგვიძლია. ძალიან დიდი იყო მოგების სურვილი. ამან ფეხბურთელთა ნერვიულობა გამოიწვია.
არა, შესვენების შემდეგ ჭკვიანურად ვერ ვთამაშობდით. შეცდომის შედეგად გოლი გავუშვით, უაზრო გოლი. ერთიმეორის მიყოლებით ელემენტარული შეცდომები დავუშვით. ეს ფეხბურთია. ეს უნდა
დავივიწყოთ და წინ ვიაროთ. ჩვენს ზოგიერთ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია და საუკეთესო ფორმაში არაა. ვერ ვიტყვი, რომ არ მოინდომეს.

მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც ძლიერ გუნდებში ასპარეზობენ. კარგი გუნდია, კარგად მუშაობენ. სწრაფად ვერ ვუტევდით, ნერვიულობა დაგვეტყო. ამან ხელი შეგვიშალა. თავდამსხმელთა უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. სრულიად სხვაა, როდესაც თამაშობ და როდესაც არ თამაშობ. თუმცა ისინი ჩვენი ფეხბურთელები არიან და მათზე იმედებს ვამყარებთ.

იმედია, საქართველოსთან ამ შეცდომებს ადგილი არ ექნება. მადლობა გულშემატკივრებს! შესანიშნავი ატმოსფერო იყო, პოზიტიური. დღეს ისინი საუკეთესონი იყვნენ".

ბულგარეთი საქართველოს ნაკრებს 5 ივნისს უმასპინძლებს.

altბულგარეთმა სახლში ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხება ვერ შეძლო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
მართალს ამბობ საქართველოსთან ეგ 1-1 არ გამეორდება წააგეებთ PP
zura222
02:03 03-06-2022
2
სანერვიულოს 5 ში დაგიმატებთ არ იდარდო მაგაზე შენ
რაბუ
01:35 03-06-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული