ბრუნდება თუ არა "დინამოში" - ჩაკვეტაძე პირველ კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საშინაო ასპარეზზე გიბრალტარს 4:0 მოუგო. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი ქვეყნის ნაკრების შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა:

"სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიწყებდი. შანსი მომცეს და ვეცადე, რომ მაქსიმუმი გამეკეთებინა. რაც შეეხება მატჩს, მიხარია, რომ მოვიგეთ. ორივე ტაიმი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. მთავარი ისაა, რომ ერთა ლიგა მოგებით დავიწყეთ".

მოგეხსენებათ, ბოლო დღეებია გავრცელდა ცნობა, რომ ჩაკვეტაძე, შესაძლოა, "დინამოში" დაბრუნდეს და მან კომენტარი ამის შესახებაც გააკეთა...

"რაც შეეხება "დინამოში" დაბრუნებას, "დინამო თბილისის" პრეზიდენტს
შევხვდი, მაგრამ ასე ზუსტად არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ შეხვედრა ნამდვილად შედგა", - ამბობს ჩაკვეტაძე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
MEE IMIS MESHINIA DINAMOSHIC RO VER GAQACHOS MERE RAIQNEBAA..
Zvigena
04 ივნისი 2022 00:10
6
დაბრუნდება და ძველ ფორმასაც აღიდგენს
შოკირებული გულშემატკივარი
03 ივნისი 2022 22:30
0
ვეტნამს როდის ვეტამასებიტ
kaka
03 ივნისი 2022 22:03
4
ამ ბიჭს სჭირდება კარგი ფსიქოლოგი და ფიზ-მომზადების მწვრთნელი, თვითონ თუ ვერ ხვდება ამას მშობელმა კი უნდა ხედავდეს რომ შემდგომი წარმატებისთვის ეს აუცილებელია, ერთი წელი დინამოში გატარება კი ნამდვილად ცუდი არ იქნება
მამუკა
03 ივნისი 2022 20:09
1
ამ თამაშშიც აშკარად ეტყობოდა ზედმეტი დაძაბულობა და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა.წნეხის გარეშე თამაში სჭირდება და ორ თვეში,ძველ დონეზე გავა.საამისოდ საუკეთესო ადგილი,მისთვის, საქართველო მგონია.რაც ჰამბურგში იყო,უკვე გუშინ,იმაზე უკეთესი იყო.რაც მეტს ითამაშებს,მით მალე აქაჩავს.მომდევნო თამაშებში,მძიმე თამასებია და ალბათ იმდენ დროს არ მისცემენ,მაგრამ ნახევარი საათი ნაკრებში თამაშიც,დიდი საქმე იქნება.მთავარია ნდობას და ნაკრებისათვის საჭიროებას იგრძნობს.ნდობა და მოვალეობა კი,მთებს გადააბრუნებს.თქვენი არ ვიცი და მისმა გუშინდელმა თამაშმა რწმენა განმიმტკიცა,რომ ძალიან მალე,ისევ ძველი ჩაკვე გვეყოლება.
სოსო
03 ივნისი 2022 16:57
1
გიო, მე შენი მჯერა! სულმოუთქმელად ველოდები, შენს სრულყოფილად ათამაშებას! ბევრ წარმატებულ სეზონს გისურვებ!
ფერნანდო
03 ივნისი 2022 16:07
0
თბილისის "დინამო" მოუხდება ჩაკვეტაძეს... ამ ეტაპზე. ნაკრების კარი კი, ყველასათვის ღიაა!!!
tngh
03 ივნისი 2022 14:25
2
ყოველთვის ვიძახდი და გავიმეორებ რომ რომ ჩაკვე კიდევ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება. ჰეიტერები კი დაეწიონ რუსულ კარაბლს.
მიდი გიო, მოინდომე საქართველოსთვის. ჩვენ შენი გვეიმედება
ვანჩოპე
03 ივნისი 2022 13:14
2
წამოდი წამოდი გადატვირთე კარიერა საქართველო იდეალურია
beqa
03 ივნისი 2022 12:19
2
ჩაკვეს უფრო მაღალ დონეზე შეუძლია ტამაში, ამას ნაკრების უახლოესი თამაშები გვაჩვენებს. ჰამბურგი ისევე ინანებს, როგორც ეს თავის დროზე ლოკომოტივს მოუვიდა კვარასთან დაკავშირებით.
გიზოგ
03 ივნისი 2022 12:25
1
რამდენი სიხარული მოგვანიჭა ამ ბიჭმა!!! იმედია ყველაფერი კარგად იქნება
არდილეს
03 ივნისი 2022 11:12
0
ჩაკვემ, ქართულ ფეხბურთში უკვე თქვა თავის სიტყვა, თითქმის მარტომ მოიგო ერთა ლიგა, აწი უფრო მეტს გააკეთებს, ქართველი ქომაგების სიხარულია.
გიზოგ
03 ივნისი 2022 12:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული