"ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოსთან 4 ქულის აღება მოგვიწევს" - ჩრდილომაკედონიური მედია

AutoSharing Option
მწარე მარცხისთვის რევანშის დრო დადგა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ ორი დამაჯერებელი გამარჯვება, საერთო ანგარიშით 9:2 მოიპოვა და 9 ივნისს, მესამე ტურში, სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი გამარჯვების შემთხვევაში მეორეადგილოსან ჩრდილომაკედონიელებს უკვე 5 ქულით გაექცევა და ჯგუფის მოსაგებად დიდ ნაბიჯს გადადგამს. ნუ დაგვავიწყდება, რომ შემდეგ დარჩენილი სამი მატჩიდან მხოლოდ ერთის ჩატარება მოგვიწევს სტუმრად - გიბრალტართან.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრესა "ჯვაროსნების" წარმატებას ფართოდ აშუქებს და მომავალ თამაშს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. mkd ბულგარეთთან საქართველოს ეროვნული გუნდის მატჩის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ მათ რაზგრადში
ბულგარელთა ძლევა ვერ მოახერხეს, ქართველებმა კი საკმაოდ ადვილად შეძლეს და მაქსიმალური 6 ქულით გალიდერდნენ.

გამოცემამ დაასკვნა, რა სჭირდებათ ჯგუფიდან გასასვლელად: "რა არის აუცილებელი პირველი ადგილის დასაკავებლად? გათვლა გვაჩვენებს, რომ ჩვენ, სავარაუდოდ, საქართველოსთან 4 ქულის აღება მოგვიწევს და ბულგარეთისა და გიბრალტარის დამარცხება".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა და მეტოქემ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მაშინ შეხვედრა "დინამო არენაზე" მაყურებლების გარეშე ჩატარდა და თან, ჩვენს გუნდს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, ახლა კი სიტუაცია სრულიად სხვაგვარია და რევანშის დრო მოვიდა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ღმერთმა კვარაც და ყველაც კარგად ამყოფოდ, ანუ თუ ერთ თამაშს კვარა არ ითამაშებს ვაი საქართველო ხო? როდემდე უნდა გაგრძელდეს ერთ კაცზე დამოკიდებული თამაში?
გულშემატკივარი
21:14 09-06-2022
0
ჩვენ ბულგარეთს,წესით უნდა მოვუგოთ,ხომ ასეა?ასევე გიბრალტარსაც.შესაბამისად თუ ჯგუფში გამარჯვება სურთ,ჩვენთან 4 ქულა უნდა აიღონ.სხვანაირად ვერ გავიმარჯვებთო ,ამბობს გაზეთი.ჩვენ თუ ვიქნებით თანახმა,ეგ უკვე სხვა საკითხია.ისე,დღევანდელი მაკედონია,გაცილებით თავდაჯერებული და გამოცდილი გუნდია.ასე რომ იოლ გასეირნებას ტყუილად დაველოდებით.იქაც ბოლომდე იბრძოლებენ და თბილისშიც.არც ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში გვარგებს ჩემი აზრით,რადგან ასეთი რამე არც ადრე გამოგვდიოდა და არც გუშინ გამოგვივიდა ბულგარეთთან და სავარაუდოდ,არც მომავალში გამოგვივა,გადასარევად.ვფიქრობ ეს ჩემზე გაცილებით უკეთესად ესმით ნაკრებში და ბოლომდე შეტევას, იქ ბურთის კონტროლს შეეცდებიან.იმედი მაქვს გამოუვათ,თუ არადა მერე ისევ თბილისში მოგვიწევს,ფინალის ფასის თამაში.იმედი მაქვს,ამ ერთ კვირაში ბულგარეთის ნაკრები ვერ მოასწრებს შოკიდან გამოსვლას და თბილისშიც ასეთივე დემორალიზებულ გუნდად ჩამოვლენ.საშემოდგომოდ კი,მაკედონიასთან მოფერიანებულები იქნებიან და არაფერს დაუთმობენ.ჩვენ ბიჭებს,წარმატებულ,კარგ თამაშს ვუსურვებ.დღეს ყველაფერი მათ ხელშია და მათი იმედიც გვაქვს.
სოსო
16:11 07-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული