"ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოსთან 4 ქულის აღება მოგვიწევს" - ჩრდილომაკედონიური მედია

AutoSharing Option
მწარე მარცხისთვის რევანშის დრო დადგა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ ორი დამაჯერებელი გამარჯვება, საერთო ანგარიშით 9:2 მოიპოვა და 9 ივნისს, მესამე ტურში, სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი გამარჯვების შემთხვევაში მეორეადგილოსან ჩრდილომაკედონიელებს უკვე 5 ქულით გაექცევა და ჯგუფის მოსაგებად დიდ ნაბიჯს გადადგამს. ნუ დაგვავიწყდება, რომ შემდეგ დარჩენილი სამი მატჩიდან მხოლოდ ერთის ჩატარება მოგვიწევს სტუმრად - გიბრალტართან.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრესა "ჯვაროსნების" წარმატებას ფართოდ აშუქებს და მომავალ თამაშს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. mkd ბულგარეთთან საქართველოს ეროვნული გუნდის მატჩის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ მათ რაზგრადში
ბულგარელთა ძლევა ვერ მოახერხეს, ქართველებმა კი საკმაოდ ადვილად შეძლეს და მაქსიმალური 6 ქულით გალიდერდნენ.

გამოცემამ დაასკვნა, რა სჭირდებათ ჯგუფიდან გასასვლელად: "რა არის აუცილებელი პირველი ადგილის დასაკავებლად? გათვლა გვაჩვენებს, რომ ჩვენ, სავარაუდოდ, საქართველოსთან 4 ქულის აღება მოგვიწევს და ბულგარეთისა და გიბრალტარის დამარცხება".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა და მეტოქემ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მაშინ შეხვედრა "დინამო არენაზე" მაყურებლების გარეშე ჩატარდა და თან, ჩვენს გუნდს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, ახლა კი სიტუაცია სრულიად სხვაგვარია და რევანშის დრო მოვიდა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
გაემზადონ და ვაზელინი მოიმარაგონ! სანიოლი ვაისი არ არის, რომ თამაში ჩააბაროს უბძოლველად!
მწრთვნელი
21:11 06-06-2022
0
4 კი არა 1 თუ მოგცეს მადლობა თქვი, გაუმარჯოს საქართველოს ნაკრებს
Akaki
22:56 06-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული