"ჩემი სული ტირის, საუბედუროდ, ჩვენ კვლავ მონობაში ვართ..." - ბულგარეთის ნაკრების გადამდგარი მწვრთნელის ქალიშვილი საქართველოსთან მძიმე მარცხზე წერს

AutoSharing Option
ბულგარეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის, იასენ პეტროვის შვილი ვანესა პეტროვა საქართველოს ნაკრებთან მატჩს სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმაურება:

"გუშინ გვქონდა "პატივი", პირდაპირ ეთერში გვეყურებინა "ვასილ ლევსკის ჩამოხრჩობისთვის". ჩემი სული ნამდვილი ბულგარელივით ტირის!

მჯეროდა, რომ ის სულისკვეთება, რაც მამაჩემმა და მისმა გუნდმა დათესეს, ყველა უბედურებაზე გაიმარჯვებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საუბედუროდ, ჩვენ კვლავ მონობაში ვართ... 

ვიცი, რომ ფეხბურთს, რომელსაც მამაჩემი თავის ასისტენტებთან ერთად ქმნის, არის ნამდვილი სიამოვნება თვალისა და გულისთვის. გუშინდელი სისხლიანი წარმოდგენის შემდეგ თავს ნამდვილად დაზარალებულად (გაძარცვულად) ვგრძნობ.

მთავარ გმირებს და
სცენარისტებს წარმატებებს ვუსურვებ რეჟისურაში, მაგრამ არა ფეხბურთში. რასაც იქ აკეთებენ, უბრალოდ ეს არ შეუძლიათ.

პატივისცემა მამაჩემის და ყველა ღირსეული ბულგარელის ღვაწლის წინაშე, რომლებიც პატიოსნად, დიდი სურვილითა და კეთილგანწყობით შოულობენ საარსებო წყაროს.

კარგი ზრახვები ყოველთვის იმარჯვებს.

ყველაზე დიდი გამარჯვება კი ისაა, რომ მშვიდად იძინო, ამაყად ასწიო თავი და ყველას მშვიდად ჩახედო თვალებში, რადგან იცი, რომ მათთან სავსებით მართალი იყავი!

გული და სული ბულგარეთისთვის! ღმერთმა დაგვიფაროს! “ – დაწერა ვანესამ სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ანუ რა დონეზე აქვს ქართულ ფეხბურთს ავტორიტეტი დაცემული, რომ ჩვენთან წაგება დამამცირებლად და ტრაგედიად მიაჩნიათ.... მეგობრებო, მოდით ამ საკითხს ამ კონტექსტშიც შევხედოთ ...არადა, ჩემს დროს ,, დინამო " ბულგარელებთან არც იკადრებდა თამაშს... ღმერთო, ნეტავ როდის მივაღწევთ იმ დონეს დაახლოებით მაინც...
გიორგი 50
14:07 07-06-2022
1
ოჰ ბიჭებო, რა "დაუნდობლები" ხართ. ეხლა ჩრ. მაკედონიასაც იგივე დღეში ჩააგდებენ და მთელს ევროპას გადაგვკიდებენ ესენი)))
შოთა
11:39 07-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული