ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მიერ ბულგარეთში მიღწეულ შთამბეჭდავ (5:2) გამარჯვებას "ჯვაროსნების" ყოფილი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი სოციალურ ქსელში ხუმრობით გამოეხმაურა:

Sportall.Ge

"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია".

35 წლის ფეხბურთელი ამჟამად უკლუბოდაა, ბოლოს კი პოლონურ "პოდბესკიძიეში" გამოდიოდა. მერებაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 32 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით კი არცერთ მატჩში არ მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები, რომელსაც 6 ქულა აქვს, 9 ივნისს ჩრდ. მაკედონიას ესტუმრება, სამი დღის შემდეგ კი ბულგარეთს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

altსაუკეთესო სანიოლი - საქართველოს ნაკრების შეფასება

 

alt"ასეთი რამე

ჩვენი ნაკრების ისტორიაში არ მომხდარა..." - მერაბ მეტრეველი ნაკრებს "ფეისბუქპოსტს" უძღვნის

ასევე დაგაინტერესებთ