საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან მატჩამდე "დინამო არენაზე" ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი მონაწილეობდა. nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა:
"მინდა გუშინდელ ინციდენტს გამოვეხმაურო. ძალიან ცუდი რამ მოხდა და იმედი მაქვს, დაშავებული ფეხბურთელი მალე დაუბრუნდება მოედანს. გუნდის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებ ბულგარეთს.
ძალიან მაგარი შეკრება გვაქვს. კარგი ხარისხის ფეხბურთს ვთამაშობთ და ვიცით, რომ ბოლო მატჩი ურთულესი იქნება. რაც მთავარია, ძალებს ვიღდგენთ კიდევ. იმედია, გამარჯვებით და 12 ქულით დავამთავრებთ ამ შეკრებას. სასიამოვნოა ფაქტია, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. გულშემეატკივარი დამატებით მუხტს გაძლევს მოედანზე.
ყველა ფეხბურთელის ოცნებაა საკუთარი ქვეყნის მაისურით სავსე ტრიბუნების წინ ითამაშოს. ამიტომ, ფეხბურთელები დიდ სიამოვნებას მივიღებთ".