წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო - მაკედონიელები აცხადებენ, რომ თბილისში 4:0 უნდა მოიგონ

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა სახლში აუტსაიდერ გიბრალტარს 4:0 სძლია, საქართველოს ეროვნულ გუნდს 3 ქულით ჩამორჩება და რაღაც შანსის შესახებ ალაპარაკდნენ.

"სკოპიეში მტკივნეული მარცხის შემდეგ ჯავრი ჯგუფში ყველაზე სუსტ გუნდზე ვიყარეთ. სასიამოვნო იყო იმის ნახვა, როგორ გავუტანეთ გოლები და როგორ მოვუგეთ გიბრალტარს, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება ჩვენი მაშველი გახდეს. თეორიული შანსი მას შემდეგ დაგვიბრუნდა, რაც საქართველომ ბულგარეთი ვერ დაამარცხა. ორი თეორია გვაქვს.

თბილისში 4:0 უნდა გავიმარჯვოთ ან უბრალოდ გავიმარჯვოთ და გიბრალტარმა საქართველოს ქულები დააკარგინოს. გიბრალტარი ჩვენი ბედნიერი იმედია, რომელმაც ერთხელ ევროპის ჩემპიონატისკენ
გზა გაგვიხსნა და სექტემბერში აქვს ჩვენთვის ახალი საჩუქრის გაკეთების შესაძლებლობა. 4 გოლი გავუტანეთ და გავჩერდით, რომ არ მოგვეკლა და მოტივაცია მივეცით, რათა ჩვენთვის ისევ ითამაშოს. თუ ეს მოახერხეს, პრემია უნდა მივცეთ!", - წერს "სპორტმედია".

"გოლი" აღნიშნავს, რომ შანსი კიდევ აქვთ და ყველაფერი მათ ხელშია, რამეთუ თბილისში "ბუნკერში" ჩაკეტილმა ბულგარეთმა "ჯვაროსნებს" ფრე გაუგორა, ახლა მაკედონიელებს მიზნის მისაღწევად გმირობის ჩადენა მართებთ და საქართველო გასვლაზე მინიმუმ სამი გოლის სხვაობით უნდა დაამარცხონ.

უიმედოდ არც გამოცემა mkd-ია - მიიჩნევს, რომ თბილისში დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდებათ, მათემატიკურ გათვლებს მიმართავენ და ამტკიცებენ, რომ "ჯვაროსნების" 4:0 ძლევა მოუწევთ.

მკითხველის კომენტარები / 34 /
მაგათ მეკარეს უთქვამს ეგ, როგორც გავიგე )))
დინამოელი
18:50 13-06-2022
0
ერთი მანდ მოგვიგეთ ისე რო გოლი არ გაგვატანინეთ,და მეორე თბილისში მოგვიგებთ 4:0 ს.ეეჰ რა მაგრად აჟრიალებთ თქვე გლახაკებო თქვენა.
გულშემატკივარი
18:24 13-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული