"3+ გოლით მოგება თბილისში" - მაკედონიელები ოცნებას ვერ ეშვებიან

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში გიბრალტარის საკუთარ მოედანზე 4:0 ძლევის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიბრუნა, თეორიული შანსი და ოცნებას მიეცნენ. ნამატჩევს "გოლთან" კომენტარი მათი ეროვნული გუნდის მცველმა ვისარ მუსლიუმ გააკეთა:

"სასურველი ქულები ვერ დავაგროვეთ, მაგრამ ამ თვეში ჩატარებულ შეხვედრებში კარგი გამოცდილება მივიღეთ. მიუხედავად ამისა, სექტემბერში კიდევ ორი თამაში გვაქვს, მერე კი ვნახავთ, შევძლებთ თუ არა მიზნის მიღწევას".

kladenje საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირების წინ პრევიუში წერდა, რომ ქართველებს ნელი მცველები ჰყავთ, რისი გამოყენებაც მართებდათ და ფრითაც კმაყოფილები უნდა დარჩენილიყვნენ.
ახლა ეს გამოცემა აღნიშნავს, რომ თბილისში არა მარტო უნდა გაიმარჯვონ, არამედ დამაჯერებელი ანგარიშით უნდა გაიმარჯვონ, რათა სკოპიეში კატასტროფული მარცხის გამო გულშემატკივრების ნდობა დაიბრუნონ, კვლავ თვითდაჯერებულები გახდნენ; "ჯვაროსნებზე" თავიდანვე ზეწოლას განახორციელებენ, ისევე, როგორც გიბრალტართან; მეორე ტაიმში ძალას არ დაზოგავენ და 3+ გოლით მოგება შეუძლიათ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
მართალი ხარ ჩემო ძმაო ბრღვდნა იქნება აბა რა ტო ისინი იმასაც ამბობდნენ გოლს არ გაუშვებთო მაგრამ სამი გაუკეთეს ახლა კიდე გაუკეთებენ და მერე რას იტყვიან
აკაკი
10:50 17-06-2022
0
Brdgvna ikneba tkveni rogorc makedonia shi brdgvna
Zaza
16:18 15-06-2022
0

სიახლეები პოპულარული