ქართველები სიმბოლურში, ხვიჩა ერთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი ოთხი მატჩი დაასრულა. "ჯვაროსნებმა" 10 ქულა მოიპოვეს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

ამ შეხვედრების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნაკრების სპეციალისტმა ვილი სანიოლმა იდეალურ სათამაშო სქემას მიაგნო. როგორც ყოველთვის, გუნდის ლიდერად ხვიჩა კვარაცხელია მოგვევლინა.

გთავაზობთ ორი სპორტული გვერდის სტატისტიკებსა და სიმბოლურ შემადგენლობებს, რომლებშიც ქართველები მოხვდნენ.

Sofascore

პირველი თამაშის შემდეგ სიმბოლურ ნაკრებში საბა ლობჟანიძე (8.8) და ხვიჩა კვარაცხელია (8.5) მოხვდნენ. აღსანიშნავია, ამ სიმბოლურში შევიდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან, მემფის დეპაი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, მერიჰ დემირალი, დელი ბლინდი და
ა.შ. შეგახსენებთ, პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" გიბრალტარი 4:0 დაამარცხა.

მეორე კვირის სიმბოლურში ამჯერად მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა (8.5). ხვიჩას გვერდით იყვნენ ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლები ჰოიბერგი ("ტოტენჰემი") და ჯონი ევანსი ("ლესტერი").

მესამე კვირის გათამაშებაში კი "კვარა" მოულოდნელად საუკეთესო თერთმეტეულში ვერ შევიდა, რადგან მისი შეფასება 7.6 იყო (ჩრდ. მაკედონიასთან).

Sportall.Ge

სამაგიეროდ, ამავე Sofascore-მა თითოეულ მატჩში ფეხბურთელის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიას დამაჯერებლად ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს. ამჟამად  ბათუმის "დინამოსა" და მომავალში "ნაპოლის" ფეხბურთელს საშუალოდ 8.20 ჰქონდა შეფასება. "კვარამ" გადაასწრო ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან მემფის დეპაი (8.05. ნიდერლანდები, "ბარსელონა"), ჰაკან ჩალჰანოღლუ (7.80. თურქეთი, "ინტერი"), პიერ-ემილ ჰოიბერგი (7.73. დანია, "ტოტენჰემი"), ნუნო მენდეში (7.65. პორტუგალია, პსჟ), კევინ დე ბრუინი (7.60, ბელგია, "მანჩესტერ სიტი"), ერლინ ჰოლანი და მარტინ ოდეგორი (7.45. ნორვეგია, ერლინი "სიტი", მარტინი "არსენალი").

კვარაცხელიას გარდა, საუკეთესო 50-ეულში 22-ე ადგილი დაიკავა თბილისის "დინამოს" 21 წლის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა. ქართველ ფეხბურთელს განვლილ მატჩებში საშუალო შეფასება 7.55 ჰქონდა.

2-2 ასისტით "კვარა"და საბა ლობჟანიძე მე-4 და მე-8 ადგილებს იკავებენ. აღსანიშნავია, რომ პირველადგილოსნებს, დუშან ტადიჩს (სერბეთი და "აიაქსი"), ბერნარდო სილვასა (პორტუგალია და "მანჩესტერ  სიტი") და პეტროს მანტალოსს (საბერძნეთი და "აეკი") 3-3 ასისტი აქვთ.

სახიფათო მომენტების შექმნაში (chance created) საბა ლობჟანიძე 3 მომენტით მე-4 ადგილს იკავებს. ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ორჯერ გაამწვავა და მეშვიდე ადგილზე იმყოფება. 

გიორგი ლორიამ საქართველოს ნაკრების კარი სამჯერ დაიცვა და კარი მშრალად ორჯერ შეინახა, რითაც მე-10 ადგილს იკავებს (მეორეადგილოსანსაც იგივენაირი რეზულტატი აქვს). აღსანიშნავია საბერძნეთის ნაკრებისა და ლისაბონის "ბენფიკას" მეკარის, ოდისეას ვლახოდიმოსის ბრწყინვალე შედეგი, ბერძენმა მეკარემ ოთხივე შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. 

სახიფათო მომენტების განმუხტვაში (cleareances per game), ჩვენდა სასიხარულოდ, პირველ ადგილს სოლომონ კვირკველია (8.50) იკავებს. 

ხვიჩა კვარაცხელია გოლს+ასისტ სისტემაში მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ერლინ ჰოლანს (ნორვეგია და "მანჩესტერ სიტი") ჩამორჩება. 33-ე და მე-40 ადგილზე წარმოდგენილნი არიან ბუდუ ზივზივაძე და ვაკო ყაზაიშვილი.

Sportall.Ge

Whoscored-ის ვერსიით, სიმბოლურ გუნდში 6 ქართველი მოთამაშე მოხვდა. ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება 8.42 აქვს. ხუთეულში შედიან საბა ლობჟანიძე (7.38), ანზორ მექვაბიშვილი (7.31), ენეს ბარდი (7.3, ჩრდ.მაკედონია და "ლევანტე") და მე-5 პოზიციას ინაწილებენ ბუდუ ზივზივაძე და გიორგი წიტაიშვილი (ორივე 7.2).

Sportall.Ge

საბოლოო ჯამში, C დივიზონის მე-4 ქვეჯგუფის ოთხი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა სიმბოლური ნაკრები, სადაც 6 ქართველი მოხვდა. ზემოხსენებული ფეხბურთელების გარდა, რჩეულების სიაში შევიდნენ ნაკრების ცენტრალური მცველები გურამ კაშია და დავით ხოჭოლავა (ორივე 7.1).

altვინ იყო საქართველოს ნაკრებში საუკეთესო და ვის აქვს ყველაზე დაბალი შეფასება?

altouest-france: სანიოლს წვლილი შეაქვს ქართული ფეხბურთის ამ შესანიშნავ დროებაში


მკითხველის კომენტარები / 5 /
სოლომონ კვირკველიას გამორჩეულ თამაშს და ნაკრებზე გავლენას ვერ ამჩნევენ ქართველი გულშემატკივრები და ჟურნალისტები, სამაგიეროდ უცხოელები ამჩნევენ. ამ ბიჭს შეუცვლელი მნიშვნელობა აქვს ნაკრებისთვის, როცა ის თამაშობს მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძე და ლობჟანიძე უფრო თამამად მიდიან წინ, რადგან საუკეთესოდ აზღვევს ფლანგს სისწრაფის გამო. დანაშაულია მისი გაგრაში ვარჯიში, თავისუფლად შეუძლია ევროპული კლუბში თამაში.
semi
16:04 14-06-2022
2
ხვიჩას ქებას არ დავიწყებ, აქ მარტო მაშინ ვაკომენტარებდი, როცა ლანძღავდნენ და დაცვა სჭირდებოდა. უსამართლობას ვერ ვიტან და იმიტომ. ის ხალხი ლანძღავდა თან, ვინც დღეს აქებს.
ახლა ყველას ცაში აჰყავს და აღარაა საჭირო კიდევ ერთი საქებარი კომენტარი ჩემგან. მოსაბეზრებელია.
კარგი იქნებოდა ადეკვატური შეფასება გვესწავლა ფეხბურთელების.
ასევე კარგი იქნებოდა, რთულ დროს გვერდით დადგომოდა ერი და სამშობლოს მოღალატე არ ეძახებინათ ბიჭისთვის. მე უბრალო გულშეატკივარი ვერ ვივიწყებ იმ დღეებს და თვითონ როგორ უნდა დაივიწყოს არვიცი.
თუმცა ძალიან მიხარია, რომ არავის უპასუხა იმ აგრესიაზე. აუცილებლად ექნება გულში ის ფიქრები, რომ რაც უფრო მეტს გააკეთებს, მით უფრო მეტად "მოხვდება" ე.წ გულშეატკივრისგან.
აქ არ არის საქმე კრიტიკაში. შეიძლება კარგად რომ ითამაშებს შეაქო, ცუდად ითამაშებს და გააკრიტიკო, ეგ გულშემატკივრის მოვალეობაა. მაგრამ არმესმის იმდენადად ფარისეველი როგორ უნდა იყო, რომ ერთ დღეს სამშობლოს მოღალატე ეძახო კაცს და მეორე დღეს ტაში დაუკრა?! დაუწერო, რომ სახეში შეაფურთხებ, მაისურს შემოახევ (და კიდე უარესი) ნაკრებში ჩამოსულს თუ დაინახავ და მერე დადგე სტადიონზე და მისი სახელი იძახო?!
სამშობლოს მოღალატედ თუ მიმაჩნია ვინმე იმისი საერთოდ არაფერი მჭირდება. ახლა საქებარ სტატიებს წერენ და "კვარადონათი" მოიხსენიებენ ის სპორტ მედიის წამომადგენლები, რომლებიც თინა კანდელაკს ადარებდნენ, ამცირებდნენ ხვიჩას და გადაცემაში ამტკიცებდნენ როგორ მიუძღვის წვლილი უკრაინელი ბავშვების მკვლელობაში.
ტელევიზიები, რომლებსაც ერთხელაც არ გაუკეთებიათ სიუჟეტი მასზე, დღეში ათ პოსტს მაინც დებდნენ ხალხის გასაბრაზებლად და რაც შეიძლება მეტი ცუდი კომენტარის მოსაზიდად.
ასეთი რამე ჩემთვის რომ დააბრალებიათ შეიძლება თვითმკვლელობამდე მივსულიყავი სტრესისგან.
უბრალოდ ახალგაზრდა ადამიანის ფსიქიკა ფეხებზე დაიკიდეს.
მოდი ვინმემ არ მითხრას აქ, რომ ერთი მუჭა ხალხი იყო ისინი, ძალიან ძალიან ბევრი იყვნენ, მათ შორის ჩემი თანამოაზრეებიც და ძალიან ბევრთანაც მომივიდა კამათი.
დასკვნა: არ არსებობს საქართველოში მხარე, იდეოლოგია, ქოცი,ნაცი, ყველა გადაუვლის სხვას, საქმეზე რომ მიდგეს. ერთადერთი შეგნება და ადამიანობა გვრჩება იმედად, რომელიც შეიძლება ყველა იდეოლოგიის მატარებელს გააჩნდეს. თუმცა თითზე ჩამოსათვლელები აღმოჩდნენ ასეთებიც.

პ.ს გუშინ ასეთი კომენტარი აღმოვაჩინე: ბოლოსდაბოლოს წამოვიდა ეგ ბიჭი რუსეთის ნაკრებიდანო? ნაკრებიდანო ხალხო!!
რეალურად ასეთი პუბლიკისთვის იყო გათვლილი ის "ნიუსები" და მიაღწიეს კიდეც.
Sommer
15:04 14-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული