საქართველოს ნაკრები ივნისის თვეში წარმატებული მატჩების შემდეგ ფიფას მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა.
განახლებულ სანაკრებო რეიტინგში ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს 20 ქულა მოემატა და 1296.46 ქულით 3 საფეხურით 82-ე ადგილზე დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრებმა გვინეა (1294.89), კიურასაო (1293.35) და ბაჰრეინი (1289.25) ჩამოიტოვა. 80-ეულამდე კი ბოლივიას (1298.81) და ჰონდურასის (1299.69) გადასწრება მოუწევთ.
რაც შეეხება რეიტინგის პირველ ხუთეულს, მას იკავებენ: ბრაზილია (1837.56), ბელგია (1821.92), არგენტინა (1770.65), საფრანგეთი (1764.85) და ინგლისი (1737.46).
შეგახსენებთ, ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის შემდგომ მატჩს 23 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.
13:30 23-06-2022
ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
კიურასაოსაც გავუსწარით?დიდება შენ უფალო პირველად მესმის ამ ქვეყნის სახელი!
3
0
სამაგიეროდ ჰონდურასთან ვაგებთ რეიტინგს)
1
0
მსოფლიოში,არცერთი რეიტინგი ამაზე სუბიექტური და უაზრობა არ არის,როგორიც ფიფას რეიტინგია. Ფეხბურთი დიდი ხანია მაფიის ხელშია
17
2
გვინეა, ბაჰრეინი, კიურასაო. კედებში თამაშობენ, ამას თუ თამაში ჰქვია.
7
3
კედებით გვინეა და ბაჰრეინი თამაშობს, ის მესამე სულაც ფეხშიშველა თამაშობს...
1
0
გვინეა არ ბრწყინავს, მაგრამ ჩვენზე მეტი ფეხბურთელი მაინც ყავს ტოპ5 ჩემპიონატში
5
0
ვინც არ რეიტინგს ადგენს...ციდან ვარსკვლავებს არ ვწყვიტავთ..მაგრამ რა ბაჰრეინი და ჰონდურასი.ამათ ერთა ადგილას აქვთ...ან ინგლისი 50 წელში ერთხელ ითამაშა ევრიპის ფინალი და 5 ეულშია..ბელგიას საერთოდ არაფერი მოუგია...ნუ ბრაზიალია.არგენტინა და საფრანგეთი კი ბატონო...
5
2
ეს ფიფას რეიტინგი არის მაგარი აბსურდი, სუფთა ....აა!
4
1
რაარის ამდენი თამაში არ წაგვიგია და მხოლოდ 3 საფეხური? მეტის იმედი მქონდა
9
2
ნახეთ რა ნაკრებებთან გვაქვს ჭიდილი!
6
2
სელესაო დაბრუნდა იქ სადაც მისი ადგილია.მსოფლიოს მერე მეექვსე ვარსკვლავი გაჩნდება მაისურზე.
22
31
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (11)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
160.00 k
200.00 k
სიახლეები
პოპულარული