ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ივნისის თვეში წარმატებული მატჩების შემდეგ ფიფას მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა.

განახლებულ სანაკრებო რეიტინგში ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს 20 ქულა მოემატა და 1296.46 ქულით 3 საფეხურით 82-ე ადგილზე დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრებმა გვინეა (1294.89), კიურასაო (1293.35) და ბაჰრეინი (1289.25) ჩამოიტოვა. 80-ეულამდე კი ბოლივიას (1298.81) და  ჰონდურასის (1299.69) გადასწრება მოუწევთ.

რაც შეეხება რეიტინგის პირველ ხუთეულს, მას იკავებენ: ბრაზილია (1837.56), ბელგია (1821.92), არგენტინა (1770.65), საფრანგეთი (1764.85) და ინგლისი (1737.46). 

შეგახსენებთ, ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის შემდგომ მატჩს 23 სექტემბერს, "დინამო არენაზე"  ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.
ასევე დაგაინტერესებთ