სოლიდური კონკურენტი ლორიასა და მამარდაშვილს - რევიშვილის სასწაული სეივი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნუკრი რევიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში 33 მატჩი აქვს ჩატარებული და კარიერა 4 წლის წინ რომ არ დაესრულებინა, დიდი ალბათობით, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნებოდა. თუმცა საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემადგენლობაში სომხეთის წინააღმდეგ 35 წლის მეკარემ ისეთი ბურთები (განსაკუთრებით, ერთი) მოიგერია, შეიძლება ვიფიქროთ, "ჯვაროსნების" გოლკიპერებს ძველი კონკურენტი დაუბრუნდათ...

მართალია, საქართველოს ვეტერანთა ნაკრები ერევანში 1:4 დამარცხდა, თუმცა მატჩის ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა, რევიშვილმა კი პირველ ნახევარში ითამაშა. 23-ე წუთზე კი მოსკოვის "სპარტაკისა" და "რეალ სალთ ლეიქის" ამერიკელ-სომეხ ექსფორვარდ იურა მოვსისიანს 3
მეტრიდან საოცარი ბურთი აუღო. ტაიმის მიწურულს კი ქუთაისელმა მეკარემ სანპაულოელი მარკოს პიზელის ძალიან რთული დარტყმაც მოიგერია. ჯამში ნუკრის 4 სეივი ჰქონდა და საქართველოს ნაკრების კარი მშრალად შეინახა.

ცხადია, სათაურში კონკურენტი ხუმრობით გვიწერია, რადგან ნუკრი რევიშვილი ფეხბურთში დაბრუნებას არ აპირებს, ეროვნულ გუნდს კი გიორგი ლორიას, გიორგი მამარდაშვილისა და ლაზარე კუპატაძის სახით ძალიან კარგი კიპერები ჰყავს. თუმცა რევიშვილის მოგერიებები გვიჩვენებს, რომ თუ საჭირო გახდა, ნუკრის საქართველოს ნაკრების კარის დაცვა ისევ მაღალ დონეზე შეუძლია...

altეროვნული ლიგა. VII ტური: მეკარე რევიშვილმა 90+5-ე წუთზე "დილას" გოლი გაუტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა [VIDEO]

altნუკრი რევიშვილის ბენეფისი გრძელდება!

altნუკრი რევიშვილი - პენალტების სპეციალისტი [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 10 /
სომხეთში საერთოდ აღარ უნდა ჩავიდნენ არც ჩვენი ვეტერანები და არც სხვები ეგეთი "ამხანაგური" თამაშების ჩასატარებლად @ ასეთი არაკაცობა არსად არ მინაცავს რაც იმათმა იკადრეს @ ლამის ახალგაზრდული ნაკრები დაახვედრეს ჩვენ ბებერ და ღიპიან ვეტერანებს მოედანზე ისე დაქროდნენ მოედანზე და მაყურებლებიც ისე უსტვენდნენ ჩვენებს გეგონება მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვნლელი ფინალი იყო @ მსაჯობა ხომ სართოდ ამაზრზენი და სამარცხბინო იყო @@ მოკლედ სომხებს მოგება უნდოდათ ყველა საშუალებებიტ და კიდევაც "მოიგეს" @@
zura222
24 ივნისი 2022 19:31
2
კომენტარებში საქართველოს ნაკრების თამაშზე რომ წერთ და ამინუსებთ, ნაკრებს კი არა, ერთ ფეხბურთელს ეხება სტატია და ძალიან მაგრად ითამაშა ნუკრიმ, გოლი არ გაუშვია და მაგარი ბურთელი აიღო
ვაი ჩვენს პატრონს
24 ივნისი 2022 14:28
6
4 გოლი გაუშვა!! პირველ ტაიმში არ გაუშვია
დავით 67
24 ივნისი 2022 18:09
0
სამარცხვინო მატჩი იყო. მსაჯებმა და მაყურებელმა ყველაფერი გააკეთეს, ამხანაგურ მატჩში საქართველო მასხარად აეგდოთ.ჩვენებიც მორჩილად უყურებდნენ ამას.
დიმა
24 ივნისი 2022 11:19
0
ვისაც თამაში არ გვინახავს, გოლები რატომ არ გვაჩვენეთ? შეგრცხვათ? )
დავით 67
24 ივნისი 2022 03:28
0
თამაში რა თქმა უნდა ამხანაგური იყო,მაგრამ გულშემატკივრებს ისე უხაროათ გამარჯვება და ისე სკანდირებდნენ,გეგონებოდათ რაღაც ტურნირის ფინალში თამაშობენო.ნუკრი რევიშვილთან ერთად საჩვენებელია,გიორგი დემეტრაძის ეპიზოდებიც.სამი ისეთი მომენტი იყო,რომელიც გვასწავლიდა როგორ უნდა ეთამაშა ჩვენს ცენტრალურ თავდამსხმელს,ბულგარელების დაცვის ცენტრიდან გასარღვევად.ორ შემთხვევაში პენალტი აიკიდა,ერთხელ კი,ბურთი ბრწყინვალედ მიიღო და მაკრატელათი გაიტანა.თუმცა გვერდითმა მსაჯმა ასპროცენტიანი გოლი,თამაშგარეთ ჩათვალა და გააუქმეს.მატჩის ჩანაწერი იუთუბიზე დევს,ვისაც ნახვა უნდა.
სოსო
23 ივნისი 2022 20:37
0
1.გაცილებით ახალგაზრდები იყვნენ სომეხი "ვეტერანები" ერთი-ორის გამოკლებით
2.დემეტრაძეს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს.
3.სომხებმა ორი გოლი აფსაიდიდან გაიტანეს.
4.პენლების დარტყმის დროს მუდმივად გვისტვენდნენ.
ასეთ თამაშში სირცხვილია ასეთი საქციელი!
გიორგი-11
23 ივნისი 2022 20:34
1
ღირსეული კაცი და მაგარი მეკარე
B
23 ივნისი 2022 20:29
1
როცა თამაშობდა, ნუკრი რევიშვილი საქართველოს ნაკრების ყველაზე სტაბილური მეკარე იყო.
გულშემატკივარი
23 ივნისი 2022 20:20
0
შესანიშნავი მეკარე იყო და შესანიშნავ ფორმაშიც იყო,მაგრამ ყველამ ვიცით რატომ გაანება თამაშს თავი.მაინც გამიხარდა,რომ კვლავ გამოჩნდა მინდორზე.ესე იგი იმ საშინელი ტრაგედიის შემდეგ მაინც შესძლო და თავი ხელში აიყვანა.ძალიან მიყვარდა და მიყვარს ნუკრი.ყველგან და ყოველთვის წარმატებას ვუსურვებ.
სოსო
24 ივნისი 2022 12:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული