საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
მთავრობა არა გვყავს და გუნდი რომ არ გვყავდეს რა გასაკვირია. სხვაგვარად მოეხმარეთ უკრაინას და კალათბურთში მარცხს აიტანენ როგორმე
bijos
03 ივლისი 2022 17:03
3
უთავმოყვარეო წაგება და უთავმოყვარეო თავის დახრა დამამცირებელ ჟესტზე! ამ დღეს თქვენით ერი ვერ იამაყებდა!
იაგო
02 ივლისი 2022 22:29
3
უკრაინელები საბრძოლო განწყობით იყვნენ.ქართთველების უმეტესობა არა.ეს იქიდანაც გამოჩნდა,როცა მოწინააღმდეგის მხრიდან სოლიდური უპირატესობის დროს,ქულების მოპოვების სურვილი გაიკვირვეს.
ილია
02 ივლისი 2022 22:11
0
საქართველოს ნაკრებმა რაც გააკეთა ეს გულშემატკივრების და მთელი ქვეყნის შეურაწყოფაა, რადგან უბრძოლველად დაუთმეთ თამაში უკრაინელებს და "შარვალ ჩახდილები" გახვედით პარკეტზე, ბარემ ლგპტ დროშებიც გაგეტანათ, ხმარებით კი ახმარიეთ თავი და... ასეა რწყილს ფეხზე რომ დაისვამ!!!! იმედია განმეორებით-საპასუხო მატჩში მაინც ითამაშებთ ისე როგორ საჭიროა!!!
გიორგი
02 ივლისი 2022 18:12
7
მე ვიცი რომ შეიძლება კაცს ჰქონდეს უსარგებლო დღე, ანუ იმ დღეს არაფერი, რომ არ გამოსდის (მეც თვითონ მქონია ასეთი დღეები), მაგრამ არ გამიგია ასეთი რამ რომ 11 კაცს ერთდროულად ჰქონდეს 'ნეუდაჩნი" დღე. ამდენი სამქულიანის და ჯარიმის გაფუჭება ალბათ არ ახსოვს კალათბურთის ისტორიას.
ჟორა გაბრიჭიძე
02 ივლისი 2022 16:37
0
ასეთი ჩიტი რატომ უნდა იყოს ადამიანი ბაგაცკისი რომ აღმოჩნდა. და ვინმეს რომ წაეთაქებინა არ იქნებოდა სწორი საქციელი? ფუ მაგის ...
???
02 ივლისი 2022 16:30
0
თამაში მივეცით მოძმეებს?
ქართველი
02 ივლისი 2022 14:16
5
ბიჭო ბარე 50 კაცი მაინც იყავთ მოედანზე, ასეთი შეურაცხოფა მოგაყენეს და ამდენ კაცში ერთი როგორ ვერ გამოდგა ისეთი ტრაკიანი რომ იმ სირისთვის მაგრა მოეცხო ცხვირში
gogia
02 ივლისი 2022 14:04
8
ეს რომ ვინმეს ექნა ნაცები გამოვარდებოდნენ და ეტყოდნენ პრორუსი არისო )))
გიო
02 ივლისი 2022 18:26
1
ბერძენმა და ლატვიელმა ერთმანეთს აჯ---ს რა შუაში ვართ ქართველები და უკრაინელები?
გფფ
02 ივლისი 2022 15:39
6
ყველა გამოხმაურება
ჩვენებურად, ჩვეულად, უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი. ხალხს რისთვისღა უხეთქავთ გულებს?
დინამოელი
02 ივლისი 2022 13:37
2
საქართველოს ნაკრები სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ამ თამაშს, რაც ზუროსის და ფედერაციის პასუხისმგებლობაა. მოსამზადებელ პერიოდში ერთი ამხანაგური შეხვედრა მაინც უნდა ჩატარებულიყო!
დო მაჟორი
02 ივლისი 2022 13:20
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული