ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

სანიოლი ეროვნულ ლიგას დაესწრება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოში რომ იმყოფება და სექტემბრის მატჩებისთვის აქტიურად ემზადება, უკვე გაცნობეთ. საქართველოს ნაკრების თავკაცის "ინსტაგრამიდან" ახლა ის გავიგეთ, რომ ფრანგი სპეციალისტი ეროვნული ლიგის უახლოეს მატჩს, ბათუმის "დინამოსა" და "თელავს" შორის, ასისტენტ ზურაბ ხიზანიშვილთან ერთად დაესწრება.

Sportall.Ge

24-ე ტურის შეხვედრა დღეს, 1-ელ სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. ბათუმელები ეროვნულ ლიგას 54 ქულით ლიდერობენ, თელაველები კი 28 ქულით მე-7 პოზიციაზე არიან.

სანიოლი ნაკრების კანდიდატებს დააკვირდება. მატჩში მონაწილე "დინამოელებში" "ჯვაროსნების" ღირსებას იცავენ - გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, სანდრო ალთუნაშვილი, ლადო
მამუჩაშვილი... ფრანგს სურვილის შემთხვევაშიც, ჯოვანი ფლამარიონის გამოძახება არ შეუძლია, რადგან ამის ნებართვა ფიფასგან ჯერ არ აქვს.

შეგახსენებთ, "ერთა ლიგის" დასკვნით ტურებში ჩრდ. მაკედონიას (23 სექტემბერს) ვუმასპინძლებთ და გიბრალტარს (26 სექტემბერს) ვესტუმრებით. საქართველოს ნაკრები ჯგუფს 10 ქულით ლიდერობს.

altსანიოლი მალე დაასახელებს - რა სიახლეებს ველით შემადგენლობაში

ასევე დაგაინტერესებთ