"კვარამანია" ნეაპოლში - ხვიჩას მაისურები ყველაზე მოთხოვნადია

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი თამაშით ნეაპოლელ გულშემატკივარს თავი ძალიან შეაყვარა, ქართველი ბრწყინვალედ გამოიყურება და რამდენიმე დღის წინ სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიპოვა.

Corrieredelmezzogiorno-ს ცნობით, ხვიჩას მაისურები ნეაპოლში ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადია. ზოგიერთი ქომაგი კი ქართველის ტატუდ დახატვის ინიციატივით გამოდის.

"ნეაპოლიტანელებს ქალაქში ახალი კერპი სჭირდებათ, 21 წლის გარემარბმა კი გულშემატკივართა უმეტესობის გული უკვე მოიგო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მის 77 ნომრიან მაისურს დღეს ქომაგები ყველაზე მეტად ითხოვენ, როგორც გუნდის მაღაზიაში, ასევე სპორტული სექციის დახლებზე, ეს უკვე "კვარამანიაა", ამას მოწმობს
ზოგიერთი გულშემატკივრის ინიციატივა, რომ ხვიჩას ტატუ ამოისვირინგონ" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 14 ქულით "მილანთან" ერთად გათამაშების ლიდერია და "ატალანტას" 1 ქულით უსწრებენ, ჯანპიერო გასპერინის გუნდი თავის შეხვედრას დღეს, "კრემონეზეს" წინააღმდეგ გამართავს.

altFichajes: კვარაცხელიას სამსახურით "რეალი" დაინტერესდა

altხვიჩას საუკეთესოს ჯილდო გადასცეს [VIDEO]

alt"ტრენტი გააწამა, "ლივერპული" კი დატანჯა" - ლივერპულური გამოცემა ხვიჩაზე წერს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბათუმის დინამომ უნდა ითავოს მაგ იდეის განხორციელება! ბათუმმა უნდა შეიძინოს მაისურები ხოლო ხვიჩა როცა სანაკრებო თამაშზე ჩამოვა ყველაზე ავტოგრაფს დააწერს დანარჩენი ტექნიკის საქმეა!
კახა
03:21 12-09-2022
1
Sakartvelos ertianobistvis brdzolebshi monacile kvela meomari chemtvis gmiria ymamo bavshvebistvis es ikneba patara nygeshi didi sixarylit gadarchenilebs ki kvelas venacvale gmerti ikos mati mparveli mat shvilebs mamebi mainca hkavt!
Zaza
18:22 11-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული