ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

მაკედონიელთა გამოთვლები - სასწაულის იმედი თითქმის არ აქვთ, მაგრამ მე-2 ადგილით გასვლის შანსზე ფიქრობენ...

AutoSharing Option
gol.mk საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ხვალინდელ მატჩს სტატიას უძღვნის, სადაც ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობაზეა საუბარი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, არის მათემატიკური შანსი იმისა, რომ მათმა ეროვნულმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, თუმცა ეს თითქმის შეუძლებელია და ამის იმედი ნაკლებად აქვთ.

როგორც ადგილობრივი ჟურნალისტი წერს, მათი გუნდი ბოლო ორ შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯოს და თავის შანსს დაელოდოს - და რა არის ეს შანსი?

იმ შემთხვევაში, თუ ერთა ლიგის A და B ჯგუფების გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირდაპირი გზით მოიპოვებენ, ამ შემთხვევაში გზა მეორეადგილოსნებსაც გაეხსნებათ,
ეს კი მაკედონიელთა შანსი იქნება...

gol.mk წერს, რომ ხვალ რთული მატჩი ელით, მაგრამ ეს შეხვედრა და შემდეგ კვირაში ბულგარეთთან გასამართი დაპირისპირება ერთგვარად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ ციკლად უნდა განიხილონ...

ასეთივე შეხვედრები ექნებათ ოქტომბერში საუდის არაბეთთან, ნოემბერში კი აზერბაიჯანთან და ფინეთთან...

სტატიაში ნათქვამია, რომ ნაკრებში უმნიშვნელო თამაში არ არსებობს და აუცილებელია, რომ ხვალიდან პოზიტიური სერია დაიწყონ...

altსაქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე მკაცრი მსაჯი მოავლინეს

alt"მთავარი გუნდის წარმატებაა, შემდეგაა ინდივიდუალური" - ხვიჩა კვარაცხელია [VIDEO]