სანიოლი: შესაძლოა, იღბლიანი მწვრთნელი ვარ - 18 თვის წინ აქ სხვა მდგომარეობა იყო

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა.

"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ფავორიტად ვინ მიიჩნევა. ჯგუფური ეტაპის დაწყების წინ ფავორიტად ჩრდ. მაკედონია დავასახელე, თუმცა ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრები ჩავატარეთ. გამარჯვება და პირველი ადგილის დაკავება გვსურს და თუკი ასე არ მოხდება, ძალიან იმედგაცრუებული ვიქნებით.

შეუძლებელია თამაში ისე დაიწყო, მიზნად ერთი ქულის აღება გქონდეს. ეს შემდეგ ასე არ გამოდის, ამის ბევრი მაგალითი გვაქვს. უნდა გავაგრძელოთ ის, რაც კარგად გამოგვდის. დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ და შეტევაში სწრაფად
გადავიდეთ, პირველ ნომრად თამაში გვსურს. თუკი ისე მივუდგებით ამ დაპირისპირებას, როგორც ივნისის შეხვედრებს, ყველაფერი გამოვა.

სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩავატარეთ. 23 ფეხბურთელი მყავს და ყველას გამოყენება მსურს, თუმცა უპირატესობა იმათ მიენიჭებათ, რომელთაც კლუბში კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვთ და 90 წუთი სათამაშოდ მზად არიან.

რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, სასიამოვნოა, როდესაც ჩემი ფეხბურთელები ბევრსა და მაღალ დონეზე თამაშობენ. 18 თვის წინ, როცა აქ მოვედი, სხვა მდგომარეობა იყო. ეს ფეხბურთელები ქართული კლუბების აღზრდილები არიან და მათი, ისევე, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ მადლობელი უნდა ვიყოთ. შესაძლოა, იღბლიანი მწვრთნელი ვარ, თუმცა ამის უკან ბევრი შრომაა.

დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებში ასეთი გარემო და დადებითი განწყობა არ ყოფილა. ამის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ მოთამაშეებს არ ეგონოთ, თამაშს ბოლომდე დახარჯვის გარეშე მოიგებენ. ჩვენი დავალებაა მათ ავუხსნათ, რომ ყველა მატჩს თავისი ისტორია აქვს".


მკითხველის კომენტარები / 9 /
მაგრა გაგიმარტლა იგბალი გქონია მარტლა სად იყო ეგეტი ფეგბურტელები
kaka
23 სექტემბერი 2022 14:19
1
როცა ნაკრების თამაშზე წერთ სტატიას დროც მიუთითეთ კარგი იქნება
თაზო
23 სექტემბერი 2022 11:33
0
ერთადერთი მწვრთნელი რომელიც შეძლებს მაქსიმალურად აჩვენოს ჩვენი ნაკრების პოტენციალი.
ერთი კვარაცხელია მართლა ვერ დადებს მაღალ შედეგა.
იმედია ახალგაზრდები აუბამენ მხარს.
პატივს ვცემ ყველას თავდადებისთვის მაგრამ კაშიაზე აწყობილი დაცვით და კვეკვესკირზე მორგებული საყრდენი შუახაზით დიდ შედეგებზე რო ვერ გავალთ ეს მგონი ყველასთვის ნათელია.
ორივე კარგი მოთამაშეა მაგრამ არა ის რომ ასეთი შემადგენლობით დიდი გუნდების გვერდით დავდგეთ
Las
22 სექტემბერი 2022 22:22
3
იღბლიანი კი არა, მაგარი მწვრთნელი ხარ - "ბედი მამაცებს სწყალობთ"!
გიორგიპირველი
22 სექტემბერი 2022 20:18
0
Ramdenime dgiswin daiwera makedonias 4 fexburteli travis gamo gamoakldao,mis mere araferi ismis an shemadgenloba daweret vin chamovida da vin ara an tu vinmem icit rame daweret ra...
Givi
22 სექტემბერი 2022 20:17
1
სეორედ პირველ ნომრად ვერ ვთამაშობთ
გია
22 სექტემბერი 2022 19:13
16
ჩვენი ნაკრების "ყველა მატჩის ისტორიის" იღბლიანი და წარმატებული დასასრული ვისურვოთ! წინ,საქართველო!!!
მერაბი
22 სექტემბერი 2022 18:53
1
ავტორიტეტი (საფრანგეთის ნაკრები,ბაიერნი)ახალგაზრდა,მეგობრული. ნაკრებში შეიქმნე ოჯახური,მეგობრული ატმოსფერო,თავში არ აქვთ ავარდნილი წარმატებულ მოთამაშეებს,ძველბიჭები არ არიან,ბლატნოი ტრიპაჩა X6 სასტავიც არაა!
ზურა
22 სექტემბერი 2022 18:43
1
...და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე, რაც აშკარად გადასდო მოთამაშეებს.
გიორგიპირველი
22 სექტემბერი 2022 21:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული