საქართველოსთვის ორივე მატჩის რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოგება აუცილებელია - თურქეთი წაგებას გადაურჩა და პლეი-ოფში გავიდა

AutoSharing Option
ერთა ლიგის С1 ჯგუფში თურქეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფრეს მიაღწია ლუქსემბურგთან (3:3) და ვადამდე მოიპოვა B დივიზიონისა და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის საგზური.

С დივიზიონიდან პლეი-ოფში ყაზახეთი, თურქეთი და საბერძნეთი გავიდნენ, მეოთხე მონაწილე კი, იმედია, საქართველო იქნება, რომელიც დღეს ჩრდილოეთ მაკედონიას მასპინძლობს. ჩვენს გუნდს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად 1 ქულაც ჰყოფნის, მაგრამ დარჩენილ ორ მატჩში ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება, რათა ნახევარფინალის სახლში ჩატარების უფლება მიიღოს.

ამჟამად გუნდებს ასეთი მაჩვენებლები აქვთ:

თურქეთი - 5 ტურის შემდეგ 13
ქულა
(ბურთების შეფარდება 17:3).
ყაზახეთი - 5 ტურის შემდეგ 13 ქულა (8:3).
საბერძნეთი - 4 ტურის შემდეგ 12 ქულა (7:0)
საქართველო - 4 ტურის შემდეგ 10 ქულა (12:2).

სტამბოლი. „ბაშაკშეჰირი“
თურქეთი - ლუქსემბურგი 3:3
გოლები: 0:1 მარტინსი (8), 1:1 უნდერი (16, პენ), 1:2 სინანი (37), 2:2 შანო (39, საკ. კარში), 2:3 როდრიგეში (69), 3:3 იუკსეჩი (87)

მკითხველის კომენტარები / 17 /
4-0 მოვიგოთ მაკედონიასთან და გვეყოფა )))
ბესო
18:11 23-09-2022
0
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!! პირადად მე, დღეს ფრეზეც თანახმა ვარ. გასვლაზე თამაშში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ სწრაფი და კონტრშეტევის გუნდი გვყვავს!!!
tngh
15:38 23-09-2022
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული