სანიოლი: დღეს უნდა ვიზეიმოთ - მეტოქემ შეიძლება გარკვეულ ასპექტებში გვაჯობა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღეს მთავარია ის ვიზეიმოთ, რასაც მივაღწიეთ, ის პროგრესი აღვნიშნოთ, რაც უკანასკნელი 6-8 თვის განმავლობაში გვაქვს. ერთა ლიგის პლეი-ოფამდე საკმაოდ დიდი დროა და მასზე ლაპარაკი ცოტა ადრეა.

დაგეგმილი ნამდვილად არ გვქონდა, რომ მეტოქისთვის ბურთი დაგვეთმო. ჩრდ. მაკედონიამ წინა მატჩებისგან განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა და ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდა, მისთვის ალღო აგვეღო. ალბათ, გარკვეული წნეხიც არსებობდა, რადგან ჯგუფში გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. იმის შემდეგ, რაც გოლი გავიტანეთ, უფრო თამამად ავთამაშდით.

ჩრდ. მაკედონია კარგი გუნდია, გარკვეულ ასპექტებში იქნებ გვაჯობეს კიდეც, მაგრამ ეს კარგი გამოცდილებაა, რათა გუნდმა პროგრესი განაგრძოს.

ამ ეტაპზე გიბრალტართან შეხვედრის შემადგენლობასა და შესაძლო როტაციაზე არ ვფიქრობ. დავაკვირდები, როგორ განვითარდება აღდგენის პროცესი. მე ვალდებული ვარ არა მაქსიმალურად ყველას მივცე თამაშის საშუალება, არამედ საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო.

ფეხბურთში ხშირად გარკვეული ტაქტიკით იწყებ, მაგრამ შესაძლოა, გადაწყობა დაგჭირდეს. გატანილი გოლის შემდეგ უფრო თამამად ავთამაშდით. ფეხბურთი ისეთი ლოგიკური თამაში არაა, როგორიც მაგალითად, ჭადრაკი. შესაბამისად, ყოველთვის შეიძლება, გარკვეულ ეპიზოდებში მეტოქემ შენზე უკეთ ითამაშოს და ტაქტიკურადაც გაჯობოს.

გიორგი ჩაკვეტაძეს ტემპერატურა და მუცლის ტკივილი აწუხებდა. თუკი გიბრალტარში გაფრენამდე ვერ მომჯობინდა, მაშინ ის ჩვენთან ერთად არ იქნება. ის ახლა თამაშს ნამდვილად იმსახურებს".

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვაისი ამ თამაშს წააგებდა სანიოლმა მოიგო ბუდუ და მამარდას გამოვარჩევდი კვარა კი კვარაა ტავის გასაკეთებელს აკეთებს გოლს არ ვგულისხმობ ვისაც ესმის ფეხბურთი მიხვდება
ზვიადი
23 სექტემბერი 2022 23:27
3
ᲡაᲦოლ ვილი პრაგმატული ტიპი ხარ და Შედეგს დებ რა. Მობეზრებული მქონდა კარგად ვიᲗამაᲨეᲗ და არ გაგვიმარᲗლას Ძახილი. ᲛᲗავარი Შედეგია
რომა
23 სექტემბერი 2022 23:23
6
ვულოცავ სრულიად საქართველოს ... ვილი გილოცაავ ... ჭაკვეს ტემპერატურამ გატეხა სად გაიცივა თავი :(
bejo
23 სექტემბერი 2022 23:13
3
ორპირ ქარში იჯდა და ნიავმა დაჰკრა ცოტა
გენა
24 სექტემბერი 2022 10:13
2
ყოჩაღ ბუდუ!!!რა იმუშავა და რამდენი!!!ყოჩაღ!!!✊✊✊
გიუშა
23 სექტემბერი 2022 23:08
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული