"ხვიჩა მთავარი გმირი იყო" - "ნაპოლი" და იტალიური მედია კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან თავისი საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ პრაგმატულად თამაშით კლასის ხარჯზე გაიმარჯვა და მიზანს მიაღწია. ხვიჩა კვარაცხელიამ შეიძლება ბევრჯერ დაკარგოს ბურთი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს აუცილებლად ისეთ რამეს მოიმოქმედებს, თამაშს რომ "გააკეთებს" და მნიშვნელოვან მომენტში თავის გუნდს დაეხმარება. ასეა კლუბშიც და ასეა ნაკრებშიც. მან ერთა ლიგის 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ნორვეგიელ ერლინ ჰოლანს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 5 გოლია.

ჩვენებურის კარგ ასპარეზობას "ნაპოლის" საიტი გამოეხმაურა: "კვარაცხელია და ელმასი პირისპირ. "კვარა" გოლებში და დიდი
გმირი. მთავარი გმირის მიერ ჩაწოდებული ბურთი ჯერ მიოვსკიმ საკუთარ კარში ჩაჭრა, შემდეგ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კვარაცხელიამ და ელმასმა შეუცვლელად ითამაშეს".

Napoli Today წერს, რომ ნეაპოლელმა ფეხბურთელებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ერთა ლიგაზე მოგებულ შეხვედრებში და მთავარი გმირები გახდნენ - იტალიამ მილანში ინგლისს ჯაკომო რასპადორის გოლით 1:0 სძლია, ხოლო კვარაცხელიასა და ელმასის დერბიში საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა. ქართველმა პირველი ავტოგოლის "პროვოცირება" მოახდინა და თავადაც გაიტანა.

ქართველმა "ნაპოლიში" ადაპტაციაზე კომენტარი Football Italia-სთან გააკეთა:

"როდესაც მივედი, ყველა ფეხბურთელი გუნდში არ იყო. ამიტომ თავიდან მარიო რუისთან ვურთიერთობდი. ყველამ ინგლისური არ იცის, მაგრამ მან ამიხსნა, როგორ უნდა მოვიქცე და რა უნდა ვაკეთო ვარჯიშებზე. პირველი დღე ყოველთვის რთულია. თბილად შემხვდნენ. აქ ყველასგან შეგიძლია ისწავლო, მხოლოდ მოედანზე კი არა, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მაგარი სტადიონი აქვთ და მაგარი გულშემატკივრები ჰყავთ. ეს წარმოუდგენელია. თუ ქალაქში გახვალ და ნებისმიერ ადამიანს დაელაპარაკები, 80 წლის ქალს ან ბავშვს, "ნაპოლიზე" ყველამ ყველაფერი იცის. იტალიურის სწავლას ვცდილობ, თავისუფალ დროს ვიყენებ, რათა გაკვეთილებზე ვიარო.

სპალეტიმ მითხრა, რომ კარგად ვმოქმედებ, როდესაც მეტოქესთან ერთი ერთზე ვრჩები, მაგრამ გუნდზე მუშაობაზე უკეთესი უნდა გავხდე. რასაც მწვრთნელი მეუბნება, ყველაფერს ვაკეთებ.

ყოველთვის მეგონა, რომ ვარჯიშებზე დიდ დროს ვხარჯავდი, თუმცა "ნაპოლიში" მისვლისას მივხვდი, რომ ეს ასე არ არის. აქ დონის ამაღლებაა საჭირო. გუნდისთვის მეტი უნდ გავაკეთო. სერია A მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა. კარგად ვადაპტირდები, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მადლობა კვარაცხელიას, მის მწვრთნელებს და მატჩის კოლორიტს ბუდუს!
1.2.3.4.5.6.
24 სექტემბერი 2022 10:03
0
მᲗავარი გმირი არის ბუდუ
გოᲩა
24 სექტემბერი 2022 11:54
4
მოკლედ კვარა მართლა "ცხელია' მარცხენა ფრთიდანაც მაგარია და მარჯვნიდანაც
ბადრი
24 სექტემბერი 2022 13:58
0
კვარა დაღლილი ჩანდა. სანიოლმა კარგი იზავს თუ გიბრალტალთან დაასვენებს!!!
საქართველო
24 სექტემბერი 2022 11:14
4
არა, არ უნდა დაასვენოს. ხვიჩამ მინიმუმ 2 გოლი უნდა გაიტანოს. ერთა ლიგის გათამაშებას ერლან ჰოლანი ლიდერობს, 5 გოლი აქვს, ჩვენს ხვიჩას 4! ძალიან მინდა ბომბარდითა დავაშიც ხვიჩამ გაიმარჯვოს, გაუსწროს ჰოლანს. ეს ძალიან სიმბოლიური ფაქტი იქნება. მსოფლიო ამაზე ხაზგასმით ილაპარაკებს! ხვიჩას გვარი კვარაცხელიაა! ეს ძალიან მაგარი გვარია!
aburjga
24 სექტემბერი 2022 12:05
2
დაასვენოს თუ პირველ ტაიმში 2 გოლს გაიტანენ. მიუხედავად იმისა რომ გიბრალტარია უპასუხისმგელოდ მოპყრობა არ შეიძლება. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ხომ ხედავ ბულგარეთმა გასვლაზე ვერ მოუგო 1-1
დავით 67
24 სექტემბერი 2022 16:49
0
მჯერა კიდევ უფრო მოუმატებ ხვიჩა და უფრო უკეთესი გახდები, შენი სიტყვებიდან ჩანს... გაიხარე ჩვენი გახარებისთვის
გიო
24 სექტემბერი 2022 08:27
0
ჩაკვეტაძეზე დაწერეს მოიწამლაო, სხვა თუ არ მოიწამლა გუნდში მანდამაინც ეგ როგორ? სულ სხვა ამბავი მგონია მანდ. არვიცი შეიძლება ვცდები. ძალინ მტკივნეული აღმოჩნდა მაგ ბიჭისთვის უცებ გაღმერთება და მერე მიწაზე დანარცხება. დიდად არც არავინ გადარეულა რატომ არააო, კვარა გვყავს და ეგ გიღას აინტერესებს. გული მწყდება ძალიან. ყაზახეთთან და ანდორასთან გატანილი გოლების გამო ცაში აიყვანეს და მერე უცებ ჩაიქნიეს ხელი, როცა ფეხი დაუცდა...
დიდი ძალისხმევა ჭირდება ისევ ფეხზე რომ დადგეს და ყოველი თამაშის წინ ან მოწამვლა ან ყელის ტკივილი არ დაგვიწერონ მიზეზად :)
Spain
24 სექტემბერი 2022 09:22
15
მახსოვს შეყვარებული რომ გაუჩნდა ჩაკვეს და უცებ რომ შეიცვალა რაღაცნაირად. თითქოს გამოაშტერეს, ან რაღაცას ყლაპავდა ან ეწეოდა და ბიჭი თავჩაქინდრული, უძალოდ და უმუღამოდ თამაშობდა. ბელგიაში კაი კომპანიაში რომ მოხვდა მაგის ბრალი მგონია. ტრავმა რომ მოიშუშა მეთქი მერე მაინც იქნებ გაუჩნდეს ჟილკა და ხალისი თამაშის და მერე გონკაობის კადრები ვნახე თბილისში, ტიპი რაღაც საზიზღარ წტეში აღმოჩნდა. ჰამბურგშიც რა შანსი იყო და ისევ ისე თავჩაღუნული და უმუღამოდ დარბოდა. მარტო კიტელს უყურებდა მოედანზე და გეგონება გერმანელებს რამე ვალი ქობდათ მაგისი. გიორგის მინდა ვუთხრა, სასწაული მონაცემების ფეხბურთელია და უდიდესი შესაძლებლობები აქვს ეხლაც. ყველა მოძრაობაში ეტყობა კლასი და პოტენციალი, უბრალოდ თუ ყველაფერი სხვა წვრილმანი და ეს უადგილო ამბიციები არ გადადო გვერდზე არაფერი არ გამოვა. ქინქლაძე გვინახავს ბოლო ბოლო და ჩაკვე დიდი პატოვისცემით მისგან შორსაა ძალიან, ამიტომ იგროკობა, რომელსაც ატ გაუმართლა და ასეთი "რომანტიკაც" აღარაა აქტუალური, იქნება უბრალოდ ძალიან დასანანი მეტი არაფერი. სანამ დროა, ივარჯიშე და ამ ნაკრებში გაბრწყინების დიდი შანსი გექნება გიო, დიდი პასუხისმგებლობით და შრომით. სლოვანში აშკარად გამოჩნდა უკეთესო ის ნიშნები, 90 წუთს თამაშობ და მაგარ პასებსაც აძლევ დრო და დრო, ამიტომ გადადე ყველანაირი ამბიციები, მოლოდინები, შეეცადე სასარგებლო ოყო მოედანზე და მალე იმაზე მაგრად ათამაშდები ვიდრე ადრე. ვიმეორებ ყველაფერი სხვა წვრილმანი და პირადი დაბალი ინტერესები დროებით გადადე. აბა შენ იცი, გელოდებით ნაკრების ცენტრში!
კაპიტან გარდენბურგი
24 სექტემბერი 2022 12:34
1
არავის რა ჩაუქნევია ხელი, პირიქით მხარდაჭერის და გვერდში დგომის მეტი არაფერი დამინახავს გულშემატკივრის მხრიდან მაგ ბიჭის მისამართით
რაბუ
24 სექტემბერი 2022 12:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული