სანიოლი: მამარდაშვილის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ლორია ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა გიბრალტართან მატჩის წინა ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართა. "ვიქტორია სთედიუმზე“ ჩვენი გუნდის ვარჯიში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა. ვარჯიშის დაწყებამდე, ვილი სანიოლმა ჩვენს კითხვებს ნაკრების ვიცე-კაპიტან ნიკა კვეკვესკირთან ერთად უპასუხა.

ვილი სანიოლი: "ჩემი გეგმა ის არ არის, ყველა მოთამაშეს თანაბარი სათამაშო დრო მივცე, ჩემი მიზანია, დავაყენო გუნდი, რომელიც კონკრეტულ მატჩში გაიმარჯვებს. "ახალი სისხლი“ ყოველთვის საჭიროა, ბუნებრივია, ცვლილებები ხვალინდელ მატჩშიც იქნება, მაგრამ ნუ ელით, რომ 11 მოთამაშიდან ყველას შევცვლი. რაც შეეხება ხელოვნურსაფარიან მოედანს, ეს
გასათვალისწინებელი საკითხია, თუმცა, ზოგიერთი ფეხბურთელი ხელოვნურ საფარზე უკეთ თამაშობს. მით უმეტეს, არაერთხელ გვინახავს ბუნებრივი საფარიც, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ასე რომ, ხელოვნური საფარი არ უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი.

...მიმაჩნია თუ არა ისტორიულ შედეგად ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა? ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ - ქართველი გულშემატკივარი უკეთ შეაფასებს. ბოლო თვეებია, კარგად ვთამაშობთ და პირველ რიგში, ეს მოთამაშეების დამსახურებაა. ჩემი ფეხბურთელები ყველა შეხვედრაში ბოლომდე იხარჯებიან, ბუნებრივია, ქართველი ქომაგი ჩვენგან ხვალინდელ მატჩშიც 3 ქულას ელის, მაგრამ ფეხბურთში არაფერია გამორიცხული, არავინ იცის, როდის დასრულდება ჩვენი წარმატებული სერია. ამიტომ, საქმეს ძველებურად, პროფესიულად უნდა მივუდგეთ, ყველა შეხვედრაში ვაჩვენოთ რა გვინდა, საით მივდივართ და წინსვლა გავაგრძელოთ.

...ჩემთვისაც, ისევე როგორც გულშემატკივრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა ფეხბურთელებთან, რომლებიც ძლიერ ჩემპიონატებში თამაშობენ. გარდა იმისა, რომ კვარაცხელიას, დავითაშვილის, მამარდაშვილის, სხვა ფეხბურთელების წარმატებული თამაშის წყალობით, საზღვარგარეთ სულ უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ ქართული ფეხბურთის მიმართ, ეს მოთამაშეები ერთგვარი "ლოკომოტივის“ როლს შეასრულებენ, მეტ მოტივაციას მისცემენ სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც!

...რა შეიცვალა გასული წლის წარუმატებელი მატჩების შემდეგ? ალბათ, გახსოვთ, რომ კოსოვოსთან შეხვედრაში ვითამაშეთ განსხვავებული სისტემით და დაგეგმილი გვქონდა ნაკრებში მისი სამომავლოდ დანერგვა. ბოლო რვა თვის განმავლობაში, გვიმართლებდა იმ მხრივაც, რომ არ გვყავდა ტრავმირებული მოთამაშეები, გვქონდა შესაძლებლობა, გამოგვეცადა და დაგვენერგა ახალი სისტემა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სხვადასხვა ფეხბურთელს სხვადასხვა დრო სჭირდება ახალ სისტემასთან, მწვრთნელის ფილოსოფიასთან შესაჩვევად.

... დიახ, თუ ხვალ ითამაშებს, გიბრალტართან შეხვედრა გურამ კაშიასთვის მე-100 სანაკრებო მატჩი იქნება. არაფერთხელ მილაპარაკია მის პროფესიონალიზმზე, საქმისადმი მიდგომაზე. თუ ასე გააგრძელებს, გურამს კიდევ 100 შეხვედრის გამართვა შეუძლია...

... მეკითხებით - შეგვიძლია თუ არა, გიორგი მამარდაშვილი უკვე მივიჩნიოთ ეროვნულ გუნდის პირველ მეკარედ? თქვენ შეგიძლიათ ის თქვათ, რაც გსურთ, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელივანი ის არის, რომ ამ მომენტისთვის, გვყავს ორი მაღალი დონის მეკარე - ლორია და მამარდაშვილი. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მამარდაშვილმა ითამაშა, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ იქამდე, ივნისის ოთხი მატჩიდან, სამ შეხვედრაში ნაკრების კარს ლორია იცავდა! ვიმეორებ, მამარდაშვილის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ხვალ ლორია ითამაშებს!"

რატი შელეგია - სპეციალურად Sportall.ge-სთვის გიბრალტარიდან
მკითხველის კომენტარები / 23 /
უნაწნავო ლორიას კარში დაყენება შეიძლება! ძაღლის ნაკბენივით მახსოვს გიბრალტარში მის მიერ 40 მეტრიდან გაშვებული გოლი - ნაწნავს ისწორებდა და ბურთისთვის არ ეცალა ! იმედია, დღეს წვერის ვარცხნას არ დაიწყებს თამაშის დროს !
დ.დ.
26 სექტემბერი 2022 22:05
0
ლორიას დიდი მადლობა ყველაფრისათვისათვის, მაგრამ გამოუჩნდა ღირსეული შემცვლელი რომელიც სტაბილურად უნდა იდგეს ნაკრების კარშიც. სილესენი გაუშვა კაცმა გუნდიდან და არ ეკუთვნის ნაკრების პირველმეკარეობა? გუნდი ცოცხალი ორგანიზმია ვიღაც მოვა ვიღაც წავა. ლორიაც უნდა იყოს აუციებლად კონკურენცია სჭირდება მამარდას, მაგრამ ვფიქრობ გაისიდან 1 მეკარე მამარდა იქნება.
ქომაგი
26 სექტემბერი 2022 16:48
0
მაგას რა ტქმა უნდა რო ნაკრების პირველი მეკარე მამარდასჰვილი უნდა იყოს.სად კვიპროსი და სად ესპანეთის ჩემპიონატი
beqa
26 სექტემბერი 2022 16:02
0
წაგებისთვის მოვემზადოთ.ასეთი პირი უჩანს
....
26 სექტემბერი 2022 11:59
7
მითუმეტეს 3 რომ ითამაშა სამიც მამარდამ უნდა ითამაშოს.რა გამოდის ანუ მხოლოდ მაკედონიასთან ათამაშებს მამარდას.ასე ყველა თამაშში მეკარე უნდა ცვალოს?
master
26 სექტემბერი 2022 09:55
3
ყაზახეთმა წააგო, საბერძნეთმა წააგო, თურქეთმა წააგო... არ გამიკვირდება თუ ვერ მოვიგებთ...
GURJA
26 სექტემბერი 2022 08:12
1
არ გარისკა და ხელოვნურსაფარიან მოედანზე ლორიას ათამაშებს. ალბათ სხვა ცვლილებებსაც მიმართავს მოედნის საფარის გათვალისწინებით ფეხბურთელები რომ არ დაშავდნენ, თან გიბრალტარის ფეხბურთელები უხეშად თამაშობენ და ჩვენი ფეხბურთელების დაშავების მაღალი რისკია.
გიო
26 სექტემბერი 2022 03:21
0
უბრალოდ, მოვიგოთ ეს დივიზიონი!!! აბა ვნახოთ,რისი შნო აქვს საბერძნეთს, გაიყოფს თავს ყულფში)))
დდ
26 სექტემბერი 2022 00:48
1
თუ თურქეთი შესარჩევიდან გავა პირდაპირ ლუქსემბურგით არ ჩანაცვლდება, არამედ საუკეთესო მეორე ადგილოსნით ჩანაცვლდება და ეს შეიძლება მაკედონიაც იყოს, ან სულაც ბულგარეთი.
რრრ
26 სექტემბერი 2022 00:16
1
საუკეთესო მეორეადგილოსანი ლუქსემბურგია რადგან 11 ქულა აქვს და მასზე მეტს ვერც ჩრდილოეთ მაკედონია (7 ქულა ხუთი ტურის შემდეგ), ვერც კოსოვო (7 ქულა ხუთი ტურის შემდეგ) და ვერც აზერბაიჯანი (10 ქულა საბოლოოდ) ვერ დააგროვებენ.
ირაკლი
26 სექტემბერი 2022 17:18
0
თუ თურქეთი გავა პირდაპირ, თურქეთი კი არ ჩანაცვლდება სხვა გუნდით, არამედ ყველა ერთით წაინაცვლებს, და ახალი გუნდი 4 პოზიციას დაიკვებს.
ანუ გუნდები ლაგდება
1, 2, 3, 4, 5, 6,…
1-4
2-3
თუ ვთქვათ 1 ადგილი პირდაპირ გავიდა
2-4
3-5
თუ ვთქვათ 2 გავიდა პირდაპირ
1-5
3-4
მე სხვა რამ მგონიას
25 სექტემბერი 2022 23:52
7
არ არის ეგრე. იმიტომაა ჯერ საკვალიფიკაციო ევროპის და მერე ერთა ლიგის პლეიოფი,რომ საჭიროებისამებრ ჩანაცვლდნენ. თურქეთი თუ გავიდა საკვალიფიკაციოდან მის ადგილას პლეიოფში ლუქსემბურგი ჩაჯდება
დავითი
26 სექტემბერი 2022 00:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული