ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კვეკვესკირი: მატჩის მნიშვნელობა გათავისებული გვაქვს

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა გიბრალტართან მატჩის წინა ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართა. "ვიქტორია სთედიუმზე“ ჩვენი გუნდის ვარჯიში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა. ვარჯიშის დაწყებამდე, ვილი სანიოლმა ჩვენს კითხვებს ნაკრების ვიცე-კაპიტან ნიკა კვეკვესკირთან ერთად უპასუხა.

ნიკა კვეკვესკირი: "ყველა ჩვენთაგანს გათავისებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი შეხვედრა. აუცილებლად გვჭირდება სამი ქულა, რათა სხვა ქვეჯგუფების ლიდერებზე უკეთესი მაჩვენებელი გვქონდეს. რაც შეეხება წაუგებელი მატჩების სერიას, დიდი სიამოვნებაა, როცა ხარ იმ გუნდის ნაწილი, რომელიც რეკორდებს ამყარებს. თუ ეს სერია 11 მატჩამდე გაიზრდება, ეს
იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ წარმატებით ვმუშაობთ.

...როდესაც სიტყვა "პროფესიონალს“ ახსენებენ, პირველ რიგში, სწორედ გურამ კაშია მახსენდება. ვამაყობ, რომ მისი თანაგუნდელი და მეგობარი მქვია. თუ ვინმე იმსახურებს, ერქვას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ერთ-ერთი პირველი, სწორედ გურამია. ძალიან მინდა, კიდევ დიდხანს ითამაშოს ჩვენს გვერდით".

რატი შელეგია - სპეციალურად Sportall.ge-სთვის გიბრალტარიდან

altსანიოლი: მამარდაშვილის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ლორია ითამაშებს

ასევე დაგაინტერესებთ