მატჩის დღე! გიბრალტარში გამარჯვების მნიშვნელობა და ცვლილებები შემადგებლობაში

AutoSharing Option
დღეს, 26 სექმტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს. ბოლო დროს ბევრი სიხარულის მომნიჭებელი სანაკრებო ფეხბურთი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისში გადაერთვება, ჩვენ კი საკმაოდ დიდი პაუზა გამოგვივა.

გიბრალტართან დაპირისპირებას იმაზე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წარმოგვედგინა. რეალური შანსია, C დივიზიონის საუკეთესო გუნდი გავხდეთ (D-შიც მსგავსი სტატუსი გვქონდა) და 2024 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს ვუმასპინძლოთ. თუმცა, ჩვენ გვყავს ნაკრები, რომელსაც ამა თუ იმ ტურნირზე გასვლისთვის ბრძოლა შესარჩევი ეტაპიდანაც შეუძლია და ამ ნახევარფინალის ეშხმა უახლოეს მომავალში არ უნდა მოგვადუნოს...

Sportall.Ge

უკვე
ვიცით, რომ გიბრალტარში კარს გიორგი ლორია დაიცავს. თუკი ვამბობთ, რომ სანიოლს გუნდში კარგი გარემო და ურთიერთობები აქვს, მას სწორედ მსგავსი დეტალები განსაზღვრავს. გიორგი მამარდაშვილმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა და მან "ჯვაროსნების" კარი წლების განმავლობაში უნდა დაიცვას, თუმცა ვეტერან ლორიას, რომელიც თავის მხვრივ, კარგ ფორმაშია, თამაშის საშუალება ეძლევა. ჯანსაღი კონკურენციაც ძალიან სასარგებლო პროცესია და ფეხბურთელის მიმართ დამოკიდებულებაც, რომ ის კვლავ საჭიროა.

შედეგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სანიოლის სიაში განსაკუთრებულ როტაციას არ ველით. მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ თავად თქვა. რადგანაც ჯგუფი მოგებულია და მეტოქე სუსტია, ეს არ ნიშნავს, რომ თამაშის შანსი ყველას შეიძლება მიეცეს. ამის მიუხედავად, გარკვეული ცვლილებები მაინც მოსალოდნელია.

Sportall.Ge

ვისაც წინა მატჩში საერთოდ არ უასპარეზია, ასეთებიდან საბა ლობჟანიძეზე გავამახვილებთ ყურადღებას. შესაძლოა, ოთარ კაკაბაძეს დასვენების საშუალება მიეცეს და მარჯვენა ფლანგი "ჰათაისპორის" ნახევარმცველმა ჩაიბაროს. სავსებით შესაძლებელია, მარცხნივ გურამ გიორბელიძე ვიხილოთ. აქ როტაცია ადრეც გვინახავს. ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ პოლონეთში მოთამაშე ქართველსაც არ უასპარეზია.

ვილი სანიოლს ყველაზე მწირი საკადრო რესურსი მინდვრის ცენტრში აქვს  გამომდინარე იქედან, რომ ამ პოზიციაზე პრობლემებიც სხვაზე მეტია, საქართველოს ნაკრების დამრიგებელს გარკვეული ექსპერიმენტების, სხვა ამპლუაზე მოთამაშეების გამოცდის საშუალებაც აქვს. ანზორ მექვაბიშვილის რომ სასტარტოში თამაშის შანსი მიეცეს, ამის ალბათობა კი საკმაოდ დიდია.

Sportall.Ge

ბუდუ ზივზივაძეს დასამახსოვრებელი შეხვედრა ჰქონდა და ახლა მის როტაციაზე ფიქრი იქნებ სამართლიანი არც იყოს, თუმცა ძირითად შემადგებლობაში თავის შანსს გიორგი მიქაუტაძეც ელის. ჩრდ. მაკედონიასთან ვაკო ყაზაიშვილიც არ გამოჩენილა. სანიოლი ზურიკო დავითაშვილის დასვენებას თუ გადაწყვეტს, მისი მთავარი ალტერნატივა "ულსანის" შემტევია.

თუკი უკვე ხსენებულ ფეხბურთელებს თამაშის შანსი მიეცათ, განაცხადში კიდევ ორია ისეთი, ვისაც ჯერ არ უთამაშია - ბათუმის "დინამოს" მცველი გრიგოლ ჩაბრაძე და წყალტუბოს "სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძე. მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძე ვერ მომჯობინდა (ტემპერატურა ჰქონდა) და დღესაც ვერ დაგვეხმარება.

საქართველოს ნაკრებს კარგი შანსი აქვს, დაუმარცხებელი სერია 11 მატჩამდე აიყვანოს, რაც "ჯვაროსნების" ისტორიაში საუკეთესო შედეგი იქნება. აქამდე რეკორდი (10 წაუგებელი შეხევდრა) თემურ ქეცბაიას ეკუთვნოდა. გიბრალტარის ნაკრები, რომელიც D დივიზინში უკვე გავარდნილია, პრესტიჟისთვის იბრძოლებს. მათ ჩვენთან უარყოფითი ბალანსი აქვთ, თუმცა უკანასკნელი სტუმრობის დროს, 2019 წელს, საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს (3:2 გავიმარჯვეთ). გიბრალტარელებმა მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი ქულა ბულგარეთთან საკუთარ მოედანზე (1:1) მოიპოვეს.

ახლა მთავარია, ჩვენი გუნდი შეხვედრას სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს და მეტოქე სათანადოდ დააფასოს. თუკი ვარჯიშის კადრებით ვიმსჯელებთ, ყველაფერი ასეც უნდა იყოს. დღევანდელი დაპირისპირება ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას 34 წლის ირლანდიელი რობერტ ჰარვეი განსჯის, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ნაკლებად გამოცდილია.

altსანიოლი: მამარდაშვილის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ლორია ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 38 /
კვარაცხელია ძაან მაგარი ფეხბურთელია და პუტინისტების მცდელობის მიუხედავად რომ მისი რეიტინგი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად გამოიყენონ უშედეგოა და ასე იქნება ყოველთვის.
არამგონია კვარას აინტერესებდეს თქვენი ბაქიბუქი ან მას სჭირდებოდეს თქვენი დაცვა.
ford
26 სექტემბერი 2022 21:59
0
ლაივში გავა სადმე თამაში?სად შევძლებ ყურებას?
ელენე
26 სექტემბერი 2022 21:14
0
როგორც კი ჯგუფში გამარჯვება გაინაღდეს,ჩვენ ლიგაში გამარჯვებულმა სამივე ნაკრებმა წააგო,მომდევნო თამაში.მოტივაცია დაკარგეს და იმიტომ.გარკვეულწილად,ჩვენ რომ გაგვიჭირდა მაკედონიასთან,ეგეც მაკედონიაში პირველ თამაშში იოლი გამარჯვების ბრალი მგონია.ბოლომდე მაინც ვერ შევძელით მობილიზაცია.ამ თამაშშიც აუცილებლად მოგება გვჭირდება,მაგრამ მაგ განწყობამ,ჩვენც არ გვძლიოს,ძალიან მეშინია.პირველ რიგში ნამდვილად საბრძოლო განწყობას ვუსურვებ ბიჭებს და მაგ შემთხვევაში,აუცილებლად გავიმარჯვებთ.
სოსო
26 სექტემბერი 2022 21:02
0
უნდა ჩამოყალიბდეს ნაკრების ბირვთი: კაკაბაძე, ყაზაიშვილი,ლობჟანიძე
კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე,აბურჯანია,ხოჭოლავა...






rolo
26 სექტემბერი 2022 19:57
8
კარგით რააა!!! რა დროს როტაციებია? ბოლო, უმნიშვნელოვანესი, აუცილებლად მოსაგები თამაში გვაქვს!!! მე არ ვარ მწვრთნელი, სანიოლი უკეთ ხედავს უეჭველად, მაგრამ მამარდაშვილის გამოცვლა ასეთ პრინციპულ მატჩში, მართლა სისულელედ მიმაჩნია!!! ( გიორგი ლორიას მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად)!!! დანარჩენი ვნახოთ...
თეიმურაზ კვიტაიშვილი
26 სექტემბერი 2022 19:46
4
nu bzui-mazgachob
Drago
26 სექტემბერი 2022 21:30
0
ეს მისაღებია და ისე 3-4 კაცი საჭიროა კიდე.
ნუ ჩაკვე და კოტე გვინდა და გოჩოლეიშვილი მომწონს მე პირადად
Levani
26 სექტემბერი 2022 19:17
0
კიტე.კოტეც იყოს მარადიშვილი.
Levani
26 სექტემბერი 2022 20:37
1
ექსპერიმენტების დრო ახლა არაა!იგივე შემადგენლობას დავაყენებდი,მხოლოდ რომელიმე ცენტრდეფის მაგივრად ლობჟანიძეს ვათამაშებდი.არ მესმის რა უნდა ძირითადში ან ვაკოს და ან მექვაბიშვილს.ლორიას ხო საერთოდ -გასაგებია დიდი წვლილი აქ ნაკრების წარმატებაში,მაგრამ მინდორზე უნდა გავიდნენ საუკეთესოები,დღეს კი ასეთი მამარდაშვილია.
BOSS
26 სექტემბერი 2022 18:44
8
კვაამ უნდა ირამსსოს,მესმის რო სატურნირო ცხრილის ან გამომდინარე დაშვება სეიძლება მაგრამ გოლი უნდა სეაგდოს რო ჩვენი ბიჭი ერთა ლიგის ბომბარდირი გახდეს.ესეც ერთგვარ აღიარებას მოუტანს იმედია კვარაც ამ აზრს და სანიოლიც.წარმატებები ჩვენ ოქროს ბიჭებს
ზზზზ
26 სექტემბერი 2022 18:07
0
1. საქართველო ,,თუ" დაამარცხებს გიბრალტარს, ან ფრეს ითამაშებს, ხოლო საბერძნეთი ფრეს ითამაშებს ჩრდ. ირლანდიასთან, ამ შემთხვევაში, თურქები ბერძნებს დახვდებიან სახლში, ჩვენ კი ყაზახებს.

2. საქართველო ,,თუ" დაამარცხებს გიბრალტარს, ან ფრეს ითამაშებს და საბერძნეთი წააგებს, საბერძნეთს დავხვდებით სახლში და თურქები მიიღებენ სახლში ყაზახებს.

3. საქართველო ,,თუ" დაამარცხებს გიბრალტარს, ხოლო საბერძნეთი ჩრდილო ირლანდიას მოუგებს,
ჩვენ დავხვდებით სახლში ყაზახებს, ხოლო ბერძნები თურქებს მიიღებენ საკუთარ კედლებში.

4. საქართველო თუ ფრეს ითამაშებს გიბრალტართან და საბერძნეთი დაამარცხებს ჩრდ. ირლანდიას, ჩვენ დავხვდებით სახლში თურქებს, ხოლო საბერძნეთი ყაზახებს...

5. საქართველო თუ დამარცხდება გიბრალტართან , და საბერძნეთი წააგებს ჩრდ. ირლანდიასთან, ჩვენ დავხვდებით ბერძნებს სახლში, ხოლო თურქები ყაზახებს...

6. საქართველო თუ დამარცხდება გიბრალტართან და საბერძნეთმა დაამარცხა ჩრდ. ირლანდია, ჩვენ ვთამაშობთ გასვლაზე თურქეთთან, ბერძნები კი ყაზახებს მიიღებენ სახლში...

7. საქართველოს თუკი გიბრალტარი 7 ბურთზე ნაკლები სხვაობით დაამარცხებს და საბერძნეთი ფრეს ითამაშებს ჩრდ. ირლანდიასთან, ჩვენ მივიღებთ ბერძნებს სახლში , ხოლო თურქები ყაზახებს

8. საქართველოს თუ გიბრალტარი 6 ბურთზე მეტი გოლით დაამარცხებს (არაუმეტეს, 10 ბურთიანი სხვაობისა) და საბერძნეთი ფრეს ითამაშებს ჩრდილო ირლანდიასთან, ათენში მოგვიწევს ჩასვლა, ხოლო თურქები ყაზახებს მიიღებენ სახლში.

9. საქართველო თუ გიბრალტართან 10.5 გოლზე მეტი სხვაობით დამარცხდება , ხოლო საბერძნეთი ფრეს ითამაშებს ჩრდ. ირლანდიასთან, თამაში თურქეთში მოგვიწევს, ხოლო ბერძნები ყაზახებს მიიღებენ სახლში.

დაგეთანხმებით რომ ბოლო ოთხი ვარიანტი, განსაკუთრებით საყურადღებოა...
ილიავარ...
26 სექტემბერი 2022 16:29
0
წარმატება საქართველოს ნაკრებს!!! წინ ფლე-ოფის ნახევარფინალია!!!
tngh
26 სექტემბერი 2022 16:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული