"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის С4 ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარს 2:1 სძლია.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი წიტაიშვილის ჩინებული დრიბლინგითა და გოლით დაიწყო. თამაშის სურათი
არც ამის მერე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უტევდა, ხოლო გიბრალტარი კონტრიერიშებით გვპასუხობდა და ანესლიმ ანგარიში შეამცირა. ამას მოწინააღმდეგის მორიგი სახიფათო შეტევა მოჰყვა, როდესაც პენალტს ითხოვდნენ (ბურთი ხელზე კაკაბაძეს მოხვდა), თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ სწრაფი შეტევისას ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია და არცთუ დამაჯერებელი თამაშით არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფი პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა და თუ ვის უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის პლეი-ოფში, 27 სექტემბერს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ისტორიაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავისი რეკორდი დაამყარა. გურამ კაშიამ „ჯვაროსნებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“
გიბრალტარი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (49), 1:2 ანესლი (77)

გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერგენტი 73), რონანი (სტიჩი 63), უოკერი, ბრიტო (ჯ. ჩიპოლინა 84), კაშიარო

საქართველო: ლორია (მამარდაშვილი 46), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 89), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)

მკითხველის კომენტარები / 103 /
როგორი ცუდი მატჩიც არუნდა ყოფილიყო,მოგებულებს არ სჯიან და გულშემატკივტებმა შევირგოთ და ეს 11 მატჩიანი წაუგებელი სერია,კრიტიკა 20 წელია ისედაც არ აკლდა ნაკრებს.
qomagi
27 სექტემბერი 2022 10:57
10
მაინც ერთი კაცის გუნდად ვრჩებით.კვარას გასვლის მერე სულ სხვა გუნდი გავხდით.ძველებური,კვარამდელი.რას აწვალებენ ყაზაიშვილს ამხელა გზაზე,აღარაა მისი ადგილი,მორჩა.ზურიკო მაგარია,მაგრამ პასი თუარ ისწავლა ყაზაიშვილის და პაპუნაშვილის დონეს ვერ გასცდება.კაკაბაძე ვერ ქაჩავს და ძალად ვაცოცხლებთ სანაკრებოდ.მექვაბიშვილზე აქცენტის გაკეთებაც არ მგონია სწორი,აშკარაა არააა სანაკრებო დონე და ვერც გახდება,ამას თანაგუნდელი მოისწრაფიშვილიც სჯობს და ალთუნაშვილიც.კვეკვესკირიც კანკავას გარეშე ფრთამოტეხილივითაა.მოკლედ ასეთი გუნდით,ერთი კაცის იმედზე,შესარჩევზე შანსი არ გვაქვს.ღმერთმა დაიფაროს და თუ კვარა გამოგვაკლდა არ გვაქვს რესურსი თუნდაც საბერძნეთს მოვუგოთ.
Master
27 სექტემბერი 2022 10:33
5
ხვიჩამ პასი მისცა ზივზივაძეს და მგონი ზედმეტი იყო., იმ ბურთს ნაღდი გაიტანდა ხვიჩა. ხომ დარწმუნდით რომ კარგი პასი კარგია მაგრამ გატანა უნდა და გამტანი ხვიჩაა. ბურთის გატანა ყოველთვის უჭირდა ჩვენ ნაკრებს. ჯერჯერობით ხვიჩა იგებს თამაშებს. როცა მას სამი კაცი დაზდევს, სხვებმა ეს უნდა გამოიყენონ.
gio
27 სექტემბერი 2022 10:31
1
გინდათ არ გინდათ დღემანდელი საქართველოს ნაკრები, ერთ კაცზე, მხოლოდ კვარაზეა დამოკიდებული, მამარდას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა. სხვა დანარჩენი სულ ერთი დონისანი არიან,რომლებსაც არ შეუძლიათ თამაშის ბედზე გადამწყვეტი გავლენა ქონდეთ, სწორედ ამიტომაა ნაკრები რადიკალურად განსხვავებული გუნდი კვარასთან ერთად და კვარას გარეშე. ჩვენი ბედი რომ ამ ერთა ლიგაზე ერთმანეთს დაემთხვა მისი ფანტასტიკური ფორმა და ტრამვის არ არსებობა, თორემ...... ერთა ლიგის ჯგუფი წინათაც მოვიგეთ და 10 მატჩიანი წაუგებელი სერიაც გქონდა, მაგრამ მაინც იქ ვართ სადაც ვიყავით.....ისე თავისი ჯგუფი ამ გათა მაშებაში კაზხსტანმაც მოიგო......ერთი სიტყვით პლეი ოფისთვს თუ კვარა იქნება მაგარ ფორმაში და ჯამრთელობის პრობლემა არ ექნება შანში გვექნება რა თქმა უნდა.....
ჩელე
27 სექტემბერი 2022 10:25
2
ბოლო ორი თამაშის მიხედვით ნუ იმსჯელებ.ჯგუფში გამარჯვება,თითქმის განაღდებული ჰქონდათ.თურქებმა,ბერძნებმა და ყაზახებმა,სულაც წააგეს ბოლო თამაშები.ზაფხულში კი,მგონი კარგად ვითამაშეთ და ის იყო, ჩვენი ნაკრების რეალური ძალა.რა თქმა უნდა ბევრი ნაკლოვანება გამოჩნდა,მაგრამ მოტივაციის ნაკლებობის ბრალიც იყო,ბევრი რამე.გრძნობდნენ უპირატესობას და ბოლომდე არ იხარჯებოდნენ.ამაზე მართლაც სამუშაოა,თუმცა ასეთი რამე,ზოგჯერ გერმანელებსაც კი ემართებათ.
სოსო
27 სექტემბერი 2022 15:14
1
გიბრალტარმაც გვაჯობა და მაკედონიამაც, ანგარიში გვატყუებს, ძალიან სუსტი ნაკრები გვყავს, ჭ კლასის გუნდებთან 11 წაუგებელი მატჩი სატრაბახო არაა მგონი!!!
ფანიკო
27 სექტემბერი 2022 10:22
6
ჩაკვეტაძე ძირითადში არ დააყენეს და სიცხემ აუწიაო, მორიგი ზღაპრები მოგვიყვნენ, ხვიჩას და მამარდას გარდა არცერთს კლასი არ აქვს, ორ ადამიანზეა ნაკრები დამოკიდებული! რეალობა ესაა..
წაიკითხე ხმამაღლა
27 სექტემბერი 2022 10:12
4
მოკლედ გილოცავთ ყველას. რა მინდა ვთქვა. პირველი ის რო დავაგროვეთ 16 ქულა. გავედით პირველ ადგილზე და გავხდით საუკეთესო პირველადგილოსანი. მაგრამ.მაინც უკმაყოფილოები ვართ. ერთი მხრივ ეს ცუდია. მეორე მხრივ კარგი. არ დავწვრილმანდები რა კარგი და და ცუდი. ჩემი აზრით ძირითადი პრობლემა მაინც ისაა რო ყველა შემტევი დრიბლიორობას და ფანტაზოსტობას ცდილობს. წიბა თამაშებიდან განსხვავებით ეს ორი თამაში ვფიარობ სუფთა ქართჯლი დამართათ. საბოლოო ჯამში ეს ციკლი უდაოდ ყველაზე წარმატებულია ჩვენი ნაკრების არსებობის ისტორიაში და მინდა მივულოცო ბიჭებს, მწვრთნელებს, ფედერაციას და ყველა საღად მოაზროვნე ქართველს. იმედია რომ დავინახეთ სუსტი და ძლიერი მხარეები და შემდეგ შესარჩევზე ყველაფერს გავაკეთებთ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. გილიცავთ.
ანზ
27 სექტემბერი 2022 10:12
0
გილოცავთ! შესანიშნავი შედეგია, თუმცა თავი არ უნდა მოვიტყუოთ - ნაკრები ხვიჩას ერთად და მის გარეშე არის ორი სხვადასხვა გუნდი! საჭიროა სხვებმაც იგრძნონ პასუხისმგებლობა და ჰქონდეთ მზაობა ლიდერობისთვის (ამისთვის მწვრთნელებმა უნდა იმუშაონ განსაკუთრებით), თორემ კრიტიკულ მომენტში შეიძლება ისევ იგივე სამწუხარო რეალობის წინაშე დავდგეთ რაც 2020 წლის ნოემბერში მაკედონიასთან. ასე რომ გილოცავთ და სამუშაო კიდევ ბევრია!
დათო
27 სექტემბერი 2022 09:35
0
მადლობა ბიჭებს! ნახევარი ძალით ვითამაშეთ დღეს. მესმის ბიჭების. ამ არაფრის მომცემ თამაშში, ამ საშინელ მინდორზე(ხელოვნურზე), დაზოგეს ცოტა თავი და ძალიანაც კარგი. მაინც რამხელა უპირატესობა გვქონდა. რამდენი კარში დარტყმა. წინ დიდი გამარჯვებები გველოდება!
მისია შესრულებულია
27 სექტემბერი 2022 09:24
9
Jogi
Aleko
27 სექტემბერი 2022 09:13
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული