"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის С4 ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარს 2:1 სძლია.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი წიტაიშვილის ჩინებული დრიბლინგითა და გოლით დაიწყო. თამაშის სურათი
არც ამის მერე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უტევდა, ხოლო გიბრალტარი კონტრიერიშებით გვპასუხობდა და ანესლიმ ანგარიში შეამცირა. ამას მოწინააღმდეგის მორიგი სახიფათო შეტევა მოჰყვა, როდესაც პენალტს ითხოვდნენ (ბურთი ხელზე კაკაბაძეს მოხვდა), თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ სწრაფი შეტევისას ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია და არცთუ დამაჯერებელი თამაშით არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფი პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა და თუ ვის უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის პლეი-ოფში, 27 სექტემბერს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ისტორიაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავისი რეკორდი დაამყარა. გურამ კაშიამ „ჯვაროსნებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“
გიბრალტარი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (49), 1:2 ანესლი (77)

გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერგენტი 73), რონანი (სტიჩი 63), უოკერი, ბრიტო (ჯ. ჩიპოლინა 84), კაშიარო

საქართველო: ლორია (მამარდაშვილი 46), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 89), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)

მკითხველის კომენტარები / 103 /
ეჰჰ კვარას გარეშე ნულია გუნდი..

რიკი
27 სექტემბერი 2022 01:13
2
მე მაქვს კითხვა ამ ჯგუფში რომ არ გვყოლოდა კვარაცხელია რომელ ადგილზე გავიდოდით??? სამწუხაროდ ეს ნაკრები თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია კვარაცხელიაზე გავიდა კვარაა და ნაკრები დაიშალაა იმდენი შეტევა გაგვიკეთეს გოლი გაგვიტანეს და კინაღამ პენალი აიღეს.
სამწუხარო რეალობა.
ზურა
27 სექტემბერი 2022 01:09
0
ამ გათამაშებაში ერთა ლიგაზე ყველაზე მეტი ქულა აიღო ნიდერლანდებმა და საქართველომ 16 ქულა. ბურთების შეფარდება ნიდერლანდები 14:6, საქართველო 16:3. თუმცა ნიდერლანდებს ჯგუფში ყავდა ბელგია, პოლონეთი და უელსი...
სტატისტიკა
27 სექტემბერი 2022 01:09
1
პარალელურად ინგლისი-გერმანიას ვუყურებდი, სულ სხვა სპორტი იყო.
მეგრელი
27 სექტემბერი 2022 01:08
0
დავითაშვილს ვინმემ უთხრას რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია ... მაკედონიასთანაც ღორობდა და აქ საერთოდ ამაზრზენი იყო ... ვილი ყველანაირად ეცადა რომ კარგად გვეთამაშა ... გიორბელიძე მინდოდა მარცხნიდან მაგრამ აზაროვიც კაი იყო ... ვულაცავ მაინც ნაკრებს მოგებას და რეკორდს კაშოს 100 მატჩს ...
bejo
27 სექტემბერი 2022 01:07
2
ეს რა იყო.იგივე მოხდა რაც ვაისის დროს მაშინაც ძლივს მოვიგეთ გიბრალტარში.ხვიჩას გარეშე ყანა გუნდი ვართ.ან საერთოდ რატომ გაიყვანა.მაგის მერე დაგვაჯდა გიბრალტარი...
ლევანი.
27 სექტემბერი 2022 01:06
2
კვარას გარეშე ძველი ნაკრებია
რაბუ
27 სექტემბერი 2022 01:05
1
კვარას გარეშე მუხლები აუკანკალდათ, რაიონის გუნდთან. მსაჯმა 100% პენალტისგან გვიხსნა. ზურიკო და კვეკვე პასის აზრზე არ არიან. ხოჭო ჭკვიანია.
Რაგბის ფანი
27 სექტემბერი 2022 01:04
0
საძაგლად თამაშობენ. ამ გუნდს კვარაცხელია რომ გამოაკლო ლუქსემბურგს გაუტოლდება ძალით. თუმცა ძალიან იღბლიანია და მსაჯებიც ძალიან წყალობენ. ლობჟანიძე და მექვაბიშვილი აუცილებლად უნდა მოაშორონ ნაკრებს. კვეკვესკირს ადრე არა უშავდა, ახლა კი დეგრადირებს. ამ თამაშში კარგი არცერთი ჩვენიანი არ იყო.
ელიასი
27 სექტემბერი 2022 01:02
4
Kazaishvils rato idzaxian 0 ia
Tbilis
27 სექტემბერი 2022 01:01
6
მექვაბიშვილი ვისი ფავორიტია???
Tbilis-ს
27 სექტემბერი 2022 01:03
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული