"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის С4 ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარს 2:1 სძლია.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი წიტაიშვილის ჩინებული დრიბლინგითა და გოლით დაიწყო. თამაშის სურათი
არც ამის მერე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უტევდა, ხოლო გიბრალტარი კონტრიერიშებით გვპასუხობდა და ანესლიმ ანგარიში შეამცირა. ამას მოწინააღმდეგის მორიგი სახიფათო შეტევა მოჰყვა, როდესაც პენალტს ითხოვდნენ (ბურთი ხელზე კაკაბაძეს მოხვდა), თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ სწრაფი შეტევისას ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია და არცთუ დამაჯერებელი თამაშით არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფი პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა და თუ ვის უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის პლეი-ოფში, 27 სექტემბერს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ისტორიაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავისი რეკორდი დაამყარა. გურამ კაშიამ „ჯვაროსნებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“
გიბრალტარი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (49), 1:2 ანესლი (77)

გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერგენტი 73), რონანი (სტიჩი 63), უოკერი, ბრიტო (ჯ. ჩიპოლინა 84), კაშიარო

საქართველო: ლორია (მამარდაშვილი 46), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 89), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)

მკითხველის კომენტარები / 103 /
საშინელი ორი თამაში და ორი მოგება...! მოედანზე უდისციპლინობა იგრძნობოდა ორივე თამაშში ვინ სად დარბის არიციან. მწვრთნელს ბევრი სამუშაო აქვს ძალიან და ყველა ყურადღებით უნდა იყოს, თორემ ამ ოქროს თაობასაც გავანიავებთ, განიავებას კიდევ ბევრი არაფერი უნდა ერთი ფეხის დაცდენაა (მაკედონია-საქართველო 1:0), შენებაა ძალიან ძნელი.
რუსთავი
27 სექტემბერი 2022 00:57
5
გილოცავთ გამარჯვებას! მაგრამ ამ თამაშში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნაკრები ხვიჩას გარეშე არის გიბრალტარის ნაკრების მეკარის "მოსახელე"
alex
27 სექტემბერი 2022 00:56
3
მეორე გუნდია სასწრაფოდ შესაქმნელი საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებიდან, რომ ცოტა მაინც გამოჩნდეს კონკურენტუნარიანი მოთამაშეები რომლებიც შეცვლიან ზოგიერთ გადაღლილ მოთამაშეებს ძირითად ნაკრებში ასეთ თამაშებში როგორიც გიბრალტარია!
მწრთვნელი
27 სექტემბერი 2022 00:55
2
ერთი რაღაც მკვეთრად გამოჩნდა: სანიოლს გეგმა ბე არ გააჩნია. რატომ უნდა ითამაშო გიბლარტართან 5 მცველით იმის იმედზე რომ გოლს ხვიჩა გაააკეთებს და მერე წინ წამოსულ გიბლარტალერებს კონტრზე დაგიჭერთ. როცა კარგ ფორმაში მყოფი მიქაუტაძე ზიბზიბაძე გყავს,რატომ არ უნდა ცადო ორი ფორვარდით თამაში? იმედია რომ ევროპის საკვალიპიკაციოზე სანიოლი სხვა სქემებისკენაც გაიხედავს,თორე ეგეთი სცენარებით თამაშს საბერძნეთი გირჩევნოდეთ ვიდრე ღრმა ავტობუსიანი ( გიბლარტაზე ბევრად ხარისხიანი) ყაზახეთი. სხვა მხვრივ ყველას გილოცავთ ჯგუფში პირველ ადგილს !
დავითი
27 სექტემბერი 2022 00:54
2
დასასრული კარგია მაგრამ...
ხვიჩას გარეშე ძალიან უჭირს გუნდს!
დავითაშვილი თავის ეგოისტურ სტიქიაშია...
ვერაფერს სწავლობს...
არ შეიძლება გუნდში ვინმემ მიუთითოს???
ქომაგი!
27 სექტემბერი 2022 00:54
0
აუგის თქმას - სიჩუმეს ვამჯობინებ.
ზურაბი
27 სექტემბერი 2022 00:54
3
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ იქნებ რომელიმე ჟურნალისტმა ამოიღოს ხმა რომ ეს არ არის ფეხბურთი და ასე ვერაფერს მივაღწევთ ვერც ახლა და ვერც მომავალში. ან რა ტაქტიკაა,ან შეთამაშება სად არის, საერთოდ ფეხბურთი სად არის?
???
27 სექტემბერი 2022 00:54
6
მაკედონიამ გამოიძრო ბოლომდე ბულგარეთთან წააგო სახლში 1-0
Zangi
27 სექტემბერი 2022 00:53
1
ასეთი ცუდი თამაში კარგა ხანი არ მინახავს. ვიმედოვნებ მეტი არ მოხდება და მოტივაციის პრობლემა იყო.
ლომი
27 სექტემბერი 2022 00:53
4
ვულოცავ საქართველოს!!!! 11 წაუგებელი მატჩი მადლობა ღმერთს!!!მადლობა ბიჭებს!!! მადლობა მწვრთნელს!!! დამაჯარებელი თუ არა დამაჯერებელი ხომ მოვიგეთ,ნუ გვავიწყდება,ახლო წარსულში ერთ თამაშსაც კი ვერ ვიგებდით.წარმატებები და წინსვლა ჩვენს ნაკრებს!!!
გულშემატკივარი
27 სექტემბერი 2022 00:52
10
მადლობა ფორტუნას რომ გადავრჩით
[[[სანიოლი არ არის მწვრთნელი]]]
27 სექტემბერი 2022 00:55
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული