სანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს

AutoSharing Option
გიბრალტარში რთული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ვილი სანიოლმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"თქვენ მკითხეთ - მეორე ტაიმში ნაჩვენები ცუდი თამაში მხოლოდ მოედნის ხელოვნური საფარის ბრალი იყო, თუ მოთამაშეების მხრიდან მობილიზების ნაკლებობის? მატჩის დაწყებამდეც ვიცოდით, რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე რთული მატჩი გველოდა. ასევე ვიცოდით, რომ განაღდებული გვქონდა ქვეჯგუფში პირველი ადგილი.

პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, გიბრალტარის ნაკრებს შანსი არ ჰქონია, თუმცა, სამწუხაროდ, ცვლილებაზე შესულმა მოთამაშეებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს. აქამდე გამართულ თამაშებში, ჩვენი პლუსი სწორედ ის იყო, რომ მოედანზე თუნდაც
5-10 წუთით შესული ფეხბურთელებიც პროფესიულად უდგებოდნენ საქმეს და ბოლომდე იხარჯებოდნენ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენს თამაშობენ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეთამაშებიან, ყველა მოწინააღმდეგე სათანადოდ უნდა დააფასო.

საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ, თანაც, C ლიგის ოთხივე ჯგუფს შორის საუკეთესო მაჩვენებლით და ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებს ჩვენს მოედანზე ვუმასპინძლებთ.

რაც შეეხება ლორიას მდგომარეობას, გიორგიმ მუხლი დაიშავა, თუმცა, ამ ეტაპზე, დაზიანების სირთულის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს. უახლოეს დღეებში, მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება და მედიკოსების დასკვნა მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცნობილი. დიდი იმედი გვაქვს, რომ სერიოზული არაფერია და გიორგი ნოემბერში ჩვენთან ერთად იქნება.

დიახ, არ მოგესმათ - მატჩის ბოლო წუთებზე ჩემს მოთამაშეებზე მართლა ვთქვი, რომ „ჩაეძინათ“. კონკრეტულ ფეხბურთელებს ვგულისხმობდი, მათ ვინაობას თქვენ არ გაგიმხელთ, მაგრამ დღეს, სანამ მართლაც დაიძინებენ, ჩემგან შეიტყობენ - ვის ვგულისხმობდი".

რატი შელეგია, sportall.ge-სთვის - გიბრალტარიდან

მკითხველის კომენტარები / 18 /
Კვარა რომ არ გვყავდეს,ძალიან სუსტი ნაკრები გვეყოლებოდა,პასის კულტურა არ გვაქვს, ნახევარდაცვა სუსტი, ბურთს ვერ ვიჭერთ,კვეკვესკირს ზუსტი პასი არ გაუკეთებია მთელი თამაში, ბუდუ ცდილობს, მაგრამ კლასი ღალატობს და ასე შემდეგ. Მწვრთნელი უადოდ პროფესიონალია, ასეთი მოთამაშეებით შესანიშნავი შედეგი დააყენა. Კვარა ბრწყინვალე პირო ვნებაა და დიდი ფეხბურთელი დადგება, რომელის გადამწყვეტი დამსახურებაა მოცემული შედეგი.
Დათო
27 სექტემბერი 2022 12:20
2
ეხლა ერთს ვიტყვი დაანებეთ ამ ბიჭებს თავი და შესაბამისი ადამიანი განიხილავს მათ ქმედებებს ცოტა არ იყოს უმადური ხალხის შთაბეჭდილებას ტოვებთ და დაფიქრდით რას წერთ.
ქართველი
27 სექტემბერი 2022 11:54
8
Chaedzinat kakabadzes,kashias,meqvabishvils,kazaishvils,magram is jarima msajma moigona xocholavaze saidanac mere goli gagvitanes...
Givi
27 სექტემბერი 2022 11:39
1
ჯერ არ აქვთ ფსიქოლოგიურად მთლიანად ჩამოყალიბებული ნაკრების მოთამაშეებს, რომ 90 წუთის განმავლობაში ბურთი აკონტროლონ და შეტევები განახორციელონ დახაზული სქემით (მე მგონი ასეთი ჯერ სქემაც არ არსებობს როგორც იტალიას ან გერმანიას აქვს, იმიტომ გამოდის ქაოტური თამაში როცა სტანდარტულ შეტევაშია ნაკრები). მოთამაშეებმა აუღეს ალღო კონტრშეტევით თამაშს ძირითადად ფლანგებიდან, ცენტრი ნაკლებად იტვირთება, ადრე პირიქით იყო ძირითადად ცენტრიდან ხორციელდებოდა კონტრშეტევა რაც გამოჩნდა თბილისის თამაშში მაკედონიასთან, როცა ჩვენ ფსიქოლოგიურად ბურთი დავუთმეთ და არა დაგვათმობინეს (როგორც ზოგიერთი ამბობს და წერს)! ასე უფრო კომფორტულია ნაკრებისთვის თამაში, ეხლე იკუმშება ზამბარასავით და მერე უცბად ელვასავით იშლება! ბვრი მოთამაშეც დაღლილი იყო დიდი სეზონის მერე, რაც დაეტყოთ ბოლოსკენ უფრო გიბრალტართან! საერთოდ ასეთ გუნდებთან ყოველთვის უნდა გყავდეს მზად მეორე ნაკრები, ძირითადად შედგენილი ეროვნული ჩემპიონატს მოთამაშეებიდან და როცა საჭიროა იმ მომენტში მიახმარო გამოცდილი მოთამაშეები! სამუშაო ბევრია და სანიოლმა ეს კარგად იცის და ისიც იცის როდის რა უნდა გააკეთოს!
მწვრთვნელი
27 სექტემბერი 2022 10:44
2
ჩაეძინა კი არა რატო გამოიძახე
[[[სანიოლი არ არის მწვრთნელი]]]
27 სექტემბერი 2022 10:36
31
ჯგუფის მოგება კარგია ნამდვილად, მაგრამ ვთქვად სიმართლეც, მიჯრით გაგვიმართლდა, პენალტებითაც არ დავისაჯედ, არადა იყო... უმართლებთ ძლიერებსო.... ფეხბურთში ეს ფაბულა ყოველთვის და მნიშვნელოვან მომენტებში არ კმარა... ბულგარეთს ეხლა რომ ვეთამაშოდ 5 თამაში ვეღარ მოვუგებთ ერთსაც... ესეც ფაქტად მესახება, ამ თამაშმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა რომ ნაკრებში სათამაშო ინტელექტი დაბალ დონეზეა ფიზიკასთან ერთად.. სულ კვარაცხელია ვერ მოიგებს თამაშებს.. არ ვიცი ვილიმ რა უნდა მოიმოქმედოს რომ მარტში პოტენციურად ჩვენზე ძლიერი ნაკრებები დაამარცხოს. კარგი ყაზახეთი ჩვენი საკბილოა, შემდეგ....
გუსანი
27 სექტემბერი 2022 10:27
19
ერთი გავიწყდებათ, ნაკრებში მოტივაციას, კონკრეტული თამაშის წინ განწყობას ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს... პლუს ხელოვნური მოედანი. პლუს დაცვაში ჩამჯდარი მოწინააღმდეგე... არ ვფიქრობ რომ ეხლა რო ბულგარეთს ვეთამაშოთ ვერ მოვუგებთ. არაა აუცილებელი ვიფიქროთ რო 10-დან 10-ში გავუტანთ 5 ბურთს და გავარღვევთ შუაზე, მარა ვფიქრობ ბოლო 2 თამაში არაფერს ცვლის საბოლოო ჯამში ამ ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვების უკან წასაღებად
რა მაფიაა?
27 სექტემბერი 2022 11:09
2
გეთანხმებიდ
Lasha
27 სექტემბერი 2022 10:39
1
იმედი გამიცრუა ნაკრებმა, სხვა მოლოდინები გვქონდა ამ ორ თამაშზე. 21 საუკუნეში ფეხხბურთელს რომ 90 წუთი სირბილი არ შეუძლია ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობა. ამას ნაკრების მწვრთნელი ვერ უშველის.
semi
27 სექტემბერი 2022 10:25
5
მგონი ყაზაიშვილზე ამბობს
roma bejanidze
27 სექტემბერი 2022 10:25
1
მაინც ერთი კაცის გუნდად ვრჩებით.კვარას გასვლის მერე სულ სხვა გუნდი გავხდით.ძველებური,კვარამდელი.რას აწვალებენ ყაზაიშვილს ამხელა გზაზე,აღარაა მისი ადგილი,მორჩა.ზურიკო მაგარია,მაგრამ პასი თუარ ისწავლა ყაზაიშვილის და პაპუნაშვილის დონეს ვერ გასცდება.კაკაბაძე ვერ ქაჩავს და ძალად ვაცოცხლებთ სანაკრებოდ.მექვაბიშვილზე აქცენტის გაკეთებაც არ მგონია სწორი,აშკარაა არააა სანაკრებო დონე და ვერც გახდება,ამას თანაგუნდელი მოისწრაფიშვილიც სჯობს და ალთუნაშვილიც.კვეკვესკირიც კანკავას გარეშე ფრთამოტეხილივითაა.მოკლედ ასეთი გუნდით,ერთი კაცის იმედზე,შესარჩევზე შანსი არ გვაქვს.ღმერთმა დაიფაროს და თუ კვარა გამოგვაკლდა არ გვაქვს რესურსი თუნდაც საბერძნეთს მოვუგოთ.
Master
27 სექტემბერი 2022 10:07
1
ბოლო ორი მოვიგეთ,გაგვიმართლა ძალიან,ესეთი თამაშით შეიძლება მომდევნოშიც გაგვიმართლოს მერე?როდემდე,ნაკრების ფეხბურთელებმა ჯობია ჯერ ისწავლონ ქვეყნის პატივისცემა თავდადება და პატრიოტიზმი, მერე შეუშვან მოედანზე,უბრალოდ რომ უყურებ 3-4 მოთამაშის მცდელობას დანარჩენი წყალში ყრის.
არის ასრულდა
27 სექტემბერი 2022 09:35
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული