შესაძლო დაპირისპირება ქეცბაიასთან და ინგლისის ნაკრებთან - საქართველოს ნაკრების გეგმები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების განვლილი მატჩები დეტალურად განვიხილეთ. მსოფლიოს ჩემპიონატის უჩვეულო დროს გამართვის გამო, საფეხბურთო კალენდარში ბევრი ცვლილებაა. ვიცით, რომ ვილი სანიოლის ნაკრები ოფიციალურ მატჩს მომდევნო წელს ჩაატარებს, მანამდე და მის შემდეგ კი ბევრი საინტერესო გველის. ქრონოლოგიურად მივყვეთ.

წილისყრა

2024 წელს გერმანიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 9 ოქტომბერს (ჩვენი დროით 14:00 სთზე), ქალაქ ფრანკფურტში ჩატარდება. არსებობდა იმედი, რომ "ერთა ლიგაზე" ჯგუფში გამარჯვების გამო, სანიოლის ნაკრები მე-3 კალათაში იქნებოდა, თუმცა მეოთხეში ვართ მოთავსებულნი.

Sportall.Ge

შესარჩევ ეტაპზე 10 ჯგუფი (7 ხუთგუნდიანი და
3 ექვსგუნდიანი) იქნება, საიდანაც 2 საუკეთესო ევროპირველობაზე გავა. მათ მასპინძელი გერმანია და "ერთა ლიგის" 3 დივიზიონის გამარჯვებული დაემატება. შესარჩევ ეტაპზე მონაწილე 53 ნაკრებს შორის რუსები არ არიან, ბელარუსები და უკრაინელები კი ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.

მოგეხსენებათ, ის ნაკრებები, რომლებიც ტურნირზე შესარჩევი ეტაპიდან გავლენ და ამავდროულად, "ერთა ლიგიდან" პლეი-ოფში არიან (როგორც საქართველო), ამ უკანასკნელში სხვა ჩაანაცვლებს.

შესარჩევი ეტაპის პირველ კალათაში ყველაზე სასურველი მეტოქეები მაინც უნგრეთისა და პოლონეთის ნაკრებები არიან, მეორეში ყველაზე არასასურველი - საფრანგეთი და ინგლისი.

საინტერესოა, მესამე კალათიდან ვის დავუპირისპირდებით - უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი. შესაძლოა, მეხუთე კალათიდან მეტოქედ თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები გვერგოს.

Sportall.Ge

ამხანაგური მატჩები

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას ნაკრებები 4 ნოემბრის შემდეგ შეუდგებიან, როცა საკლუბო ფეხბურთი შეისვენებს. ამ დროს ამხანაგური შეხვედრების ჩატარება იმ ნაკრებებსაც შეეძლებათ, რომლებიც მუნდიალზე არ მონაწილეობენ, მათ შორის საქართველოს. სავარაუდოა, რომ ჩვენი სპარინგ-მეტოქეების ვინაობა წილისყრის შემდეგ გაირკვევეა, რადგან ერთის მხვრივ, მათი არჩევა მომავალი მოწინააღმდეგის შესაბამისად მოხდეს, ამავდროულად კი ფედერაციის წარმომადგენლების უშუალო შეხვედრების დროს, ასეთი გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივი იქნება. თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული უნდა იყოს.

თუმცა, შესაძლოა, უახლოესი ამხანაგური დაპირისპირებები არაევროპულ ნაკრებებთანაც დაიგეგმოს, რომლებიც თავის მხვრივ, მუნდიალის სამზადისში იქნებიან. თუნდაც ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო, მეტოქეების შერჩევა არ უნდა გაგვიჭირდეს 

შესარჩევი ეტაპი

ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის პირველი ტური 2023 წლის 23-25 მარტს გაიმართება. მარტში, ივნისში, სექტემბერში, ოქტომბერს და ნოემბერში 2-2 ტური შედეგება (6-გუნდიან ჯგუფებში), ხუთგუნდიან ჯგუფში მყოფებს კი ამხანაგური შეხვედრების ფანჯარაც გამოეყოფათ.

პლეი-ოფი

თუკი იმ მოცემულობას დავუშვებთ, რომ "ერთა ლიგის" C დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული ნაკრებებიდან, შესარჩევი ეტაპიდან, ევროპის ჩემპიონატზე ვერცერთი ვერ მოხვდება, მაშინ 2024 წლის 21 მარტს ასეთ ნახევარფინალურ წყვილებს ვიხილავთ: საქართველო - ყაზახეთი, საბერძნეთი - თურქეთი. მათ შორის გამარჯვებულებს შორის ფინალის მასპინძელს წილისყრა გადაწყვეტს, გადამწყვეტი შეხვედრა კი
26 მარტს შედგება. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ის სტარტს 2024 წლის 14 ივნისს აიღებს.

Sportall.Ge

მომდევნო "ერთა ლიგა"

საქართველოს ნაკრებმა მოახერხა და "ერთა ლიგაზე" უკვე 2 დივიზიონით დაწინაურდა, შესაბამისად, მომდევნო გათამაშებაში მეტოქეები გაცილებით მაღალი კლასის გვეყოლება. ჯერჯერობით უცნობია, მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატთან ტურნირი როგორ მიებმება. საქართველოს ნაკრების უპირველესი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს, თუმცა გამართლების შემთხვევაში, ჯგუფში გამარჯვება და A ლიგაში დაწინაურება შეუძლებელი არ იქნება.

გამართლებაში უპირველესად, იმას ვგულისხმობთ, ჩვენს ოთხეულში ინგლისის ნაკრები არ ვიხილოთ. დივიზიონში უელსის ნაკრებისა და ერლინ ჰოლანის ნორვეგიის გამოყოფაც შეიძლება. "ერთა ლიგის" მომდევნო ტურნირი 2024 წლის სექტემბერში დაიწყება.

alt"ფეოლას" "გაგიჭირდებოდათ" არ შედგა - რა აკლია და სჭირდება საქართველოს ნაკრებს?

altსაქართველოს ნაკრების მეკარის რთული და სევდიანი ისტორია - საამაყო მომენტში ყველაზე დიდი გულშემატკივრის გარეშე...

მკითხველის კომენტარები / 9 /
გაკვირდებით და სულ ცდილობთ, რაღაც განსხვავებული თქვათ, თუმცა არ გამოგდით. ჯგუფიდან პლეი-ოფში გასული წერია და სხვა როგორ უნდა აეხსნათ, აბა. პირდაპირ პლეი ოფი რომ ახსენონ და ერთა ლიგა არა ეგ გგონია სწორი?
დათა თუათაშხიას
29 სექტემბერი 2022 19:33
3
ერთა ლიგის პლეი-ოფში არაა საქართველო, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში ვართ გასულები, სხვა და სხვა ტურნირებია. ერთა ლიგის პლეი-ოფი მხოლოდ A ლიგაში ტარდება გამარჯვებულის გამოსავლენად.
დათა თუთაშხია
29 სექტემბერი 2022 19:05
5
ხორვატია;ჩეხეთი;შვედეთი;საქართველო;მოლდოვა.
!!!
29 სექტემბერი 2022 16:35
1
რას ბაქი- ბუქობთ, რა ა ჯქუფი ან ევროპაზე ან მსოფლიოზე ჯგუფიდან გასვლა, იყავით რელისტები ასეთი დონის ნახევარმცველებით და მცველებით რისი იმედი გაქვთ, მარტო კვარა კი რომელთან ერთად და მის გარეშე ორი კარდინალურად განსხვავებული გუნდია ამას ვერ შეძლებს, რაზე ოცნებობთ საერთოდ....
შულაია
29 სექტემბერი 2022 14:59
4
ყოველთვის ყველას სურვილია, გრანდს აცდეს, ზოგიერთი გამოხმაურება ვერ გავიგე. რა გამოცდილების მიღება, რა არასრულფასოვნების კომპლექსებია, გაგვიმართლოს, შეგვხვდეს ვთქვათ ავსტრია პირველიდან და გავიდეთ ა ლიგაში
თეიმურაზ პ
29 სექტემბერი 2022 14:56
1
მსოფლიოზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ბ ლიგის პლეი-ოფში გახვალ თუ არა, თანაც ეგ მეორე მხარეა, ჯგუფის მოგება და დაწინაურება კიდე სხვა. ცუდი აქ მხოლოდ ის იქნება, ევროზე გასასვლელად ა ლიგიდან რომ ვიბრძოლებთ შემდეგ, მაგრამ ამ ლოგიკით სულ დაბალ ლიგაში ჯობია. შესარჩევიდან უნდა დავიდეთ,ხოლმე. ინგლისმა რაღაც ტურნირი ხო უნდა მოიგოს და ნორვეგია ძაან ძლიერია, იმ გიჟის ხარჯზე
G.LA-ს
29 სექტემბერი 2022 13:46
1
ქეცბას, ამხანაგურის ჩატარება სთხოვეთ
₾ადო
29 სექტემბერი 2022 13:38
1
მე კი ვფიქრობ ერთა ლიგაზე ჯგუფში ინგლისი ყველაზე მეტად გვაწყობს. არ მგონია მომავალ წელს ასევე A ჯგუფში გადავიდეთ და ჯერ არც ვართ მზად ფავორიტებში გავერიოთ და იქიდან იმ წელსვე დავქვეითდეთ. სჯობს B ლიგაში მოვმაგრდეთ და ცაში ნუ ავფრინდებით ოცნებებით. ინგლისი ჯგუფში ის გამოცდილება იქნება რაც A ჯგუფში შეიძლება მივიღოთ და სხვა რომელიმე გუნდთან წარმატების იმედიც გვქონდეს B ლიგაში დასარჩენად. თან ინგლისი თუ პირველზე გავა ჯგუფში ჩვენც გვექნება შანსი რეიტინგის მიხედვით ისინი პლეო ოფში ჩავანაცვლოთ. ინგლისი ყოველთვის გადის ძირითადი გათამაშებიდან, როგორც გვახსოვს. B ჯგუფში კიდევ იქნებიან ნაკრებები პლეი ოფში ვინც პირდაპირ გავლენ ძირითადი შესარჩევი ჯგუფიდან. მე ჯგუფში ინგლისს ვინატრებ ერთა ლიგაზე და რომელიმე ისეთი გუნდი აუვცილებლად იქნება, რომ ვაჯობოთ ჩვენ ჯგუფში.
G.LA
29 სექტემბერი 2022 13:15
1
გეთანხმები სრულიად. უმჯობესია B დივიზიონში ინგლისის ჯგუფში მოვხვდეთ და მეორე ადგილითვის რეალურად ვიბრძოლოთ. ასე მეტ გამოცდილებასაც მივიღებთ და მოვმძლავრდებით კიდევაც სათანადოდ. აი მომდევნო ციკლიდან კი შეიძლება A დივიზიონში გადასვლაზე ფიქრი და მუნდიალზე გასასვლელად რეალურად ბრძოლასაც შევძლებთ რადგანაც დარწმუნებული ვარ ინგლისი ჩვეულებრივი შესარჩევითაც გავა მუნდიალზე!
ბათუმელი ექსპერტი
29 სექტემბერი 2022 13:40
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული