უმნიშვნელოვანეს წილისყრამდე საათები რჩება - დღეს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა

AutoSharing Option
დღეს თბილისის დროით 14:00 საათზე გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დაიწყება, სადაც სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა.

ჩვენი გუნდი მე-4 კალათაშია, გთავაზობთ სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალსა და კალათებს:

ერთა ლიგის კალათა: ხორვატია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი I კალათა: ბელგია, დანია, პოლონეთი, პორტუგალია, შვეიცარია, უნგრეთი

II კალათა: საფრანგეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი, შოტლანდია, ფინეთი.

III კალათა: უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი.

IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერები,
ჩრდ. მაკედონია.

V კალათა: სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია, კვიპროსი, ბელარუსი, ლიეტუვა, გიბრალტარი, ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა, მალტა.

VI კალათა: ანდორა, ლიხტენშტაინი, სან მარინო.

აქვე გეტყვით, რომ 53 ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდება. 7 ჯგუფში 5 გუნდს ვიხილავთ, 3 ჯგუფში კი - ექვსს. ჯგუფში ორი საუკეთესო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს, მათ სამი გუნდი ერთა ლიგიდან და პლუს, მასპინძელი გერმანია დაემატება.

უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 23 მარტს დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 47 /
2024-ის ფინალურ სტადიაზე ერთა ლიგიდან უნდა გავიდეთ.
ამიტომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გამოვიყენოთ როგორც იმის საშუალება, რომ ძლიერ გუნდებთან მივიღოთ პრაქტიკა. მაგალითად: ესპანეთი, ინგლისი, შვედეთი, ჩრდ. ირლანდია.
ქ. გ.
09 ოქტომბერი 2022 13:41
1
ბელგია,ინგლისი,ნორვეგია, საქართველო,ესტონეთი და სან მარინო..
შავი კაცი
09 ოქტომბერი 2022 13:25
1
შვეიცარია
ავსტრია
მონტენეგრო
საქართველო
ბელორუსი

ეს ჯგუფია ჩვენი, დარეკილია "ზემოდან" ფრანკფურტში
gio
09 ოქტომბერი 2022 13:10
1
ესპანეთი
პორტუგალია
საფრანგეთი
ნორვეგია
საქართველო
სლოვაკეთი
***************
იყოს ეს ჯგუფი. არ დაიღალეტ ფარჩაკებთან თამაშით. :)
ისე ამ ჯგუფიდან ინგლისი და გერმანიაც კი სეიძლება ჩარჩენ :)
las
09 ოქტომბერი 2022 11:59
10
სუსტ გუნდებზე ნუღარ ოცნებობთ წავიდა ეგ დრო, პირიქით რაც უფრო ელიტარული და გლამურული გუნდები იქნებიან მით უკეთესი მანდ იქნება ინტრიგა მოტივაცია ასპარეზი და ვარსკვლავებთან თამაში. აღარ მინდა საერთოდ არ მაინტერესებს უაზრო კრიჟანგ გუნდებთან თამაში მაგისთვის ერთა ლიგა არსებობს და "ისიამოვნეთ" ვისაც გინდათ ყურებით. ამისთანა მოთამაშე რომ გყავს, ხვიჩა გემეტებათ ეხლა თქვენ სადღაც ფინეთთან რომ ითამაშოს ან ალბანეთთან ან კვიპროსთან, თვითონ ხვიჩასაც არ ექნება ისეთი მოტივაცია ეგეთ გუნდებთან. არა, ყველაზე საუკეთესო ბრჭყვიალა გუნდები გამოუშვით აქეთ ან ყველაზე დიდი ინტრიგა სადაცაა და ვისთანაც არ გვითამაშია კიდე იმათთან. თქვენ ფეხბურთის ყურება გინდათ თუ უაზრობის ან თევზაობის, რამე საინტერესო ხომ უნდა მოხდეს მინდორზე. სად ეხლა ფინეთს რომ ეთამაშები და სად დავუშვათ პორტუგალიას
kalibri
09 ოქტომბერი 2022 11:52
1
ბაში აჩუკი. სულ ფეხებზე მკიდია როგორ და რანაირადაა საქმე. და კიდე გარწმუნებ არც ეგრე ფარჩაკულადაა საქმე... ეგრე თუ გააგრძელე წინ ვერ წახვალ, ეხლა ხო იძულებული ხარ და გაუსწორე რეალობას თვალი
Mgeli
09 ოქტომბერი 2022 20:24
0
ოოო არაა მასე მარტივად საქმე,ერთი ხვიჩა და მამარდა გვაყავს, დანარჩენი ისევ ის დონეა რაც შარშან ვიყავით ! საფრანგეთს და ინგლისს 22 ფეხბურთელი ყავს ხვიჩას და მამარდას კლასის!
ბაში აჩუკი
09 ოქტომბერი 2022 13:17
0
პოლონეთი-ფინეთი- სომხეთი- გუბერნია და მალტა იქნება კაი ჯგუფი .
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
09 ოქტომბერი 2022 11:49
8
მეგობრებო, გთხოვთ გამარკვიოთ - ეს ერთა ლიგის კალათა რას ნიშნავს? ხორვატია, ნიდერლანდები, იტალია ესპანრთი უკვე გასულები არიან ევროპაზე? მაშინ ჩვენ რაღატომ ვაგრძელებთ ბრძოლას? ეტყობა რაღაც გამომრჩა.
თენგაბი
09 ოქტომბერი 2022 11:13
3
გერმანია სახლშია! თქვენი გამკვირვებია რატო გინდათ ყველა ძლიერის აცილება!? თუ გვინდა კარგი გუნდი გვყავდეს ძლიერებთან და მხოლოდ ძლიერებთან გავიზრდებით! მცველები გვჭირდება სწრაფი მცველები რა ქნა კვირკველიამ როგორ მოუკლო ქართული სენი ყველას პროფესორი ჰგონია თავი. კაშია ძლიერებთან იკარგება ისევე როგორც ლორია დროა ნომერი პირველი მამარდაშვილი და მორჩით ეს ჟურნალისტები ქება დიდებას პირიქით სადაც შეაქებთ იქ შეცდომებიც მიუთითეთ. არცთუ მცირეათქვენი წვლილი თავში რომ უვარდებათ
კახა
09 ოქტომბერი 2022 10:53
1
ბოლოდროინდელი წარმატების ფონზე გულშემატკივარს გაუჩნდა ოპტიმიზმი.
სანამ ტურნირი დაიწყება ნამდვილად გვმართებს გაზლიერება, აუცილებელია მინიმუმ 2-3 მოთამაშის მაღალ ლიგებსი დაწინაურება. ვნახოთ იქნებ გამოჩნდენ
las
09 ოქტომბერი 2022 10:25
1
გერმანია სად არის?
Jnj
08 ოქტომბერი 2022 12:07
8
მასპინძელია გერმანია და შესარჩევს არ თამაშობს
Irakli
09 ოქტომბერი 2022 10:10
0
გერმანია მასპინძელია
გულშემატკივარი
09 ოქტომბერი 2022 09:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული