ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ნოემბერში? - ექსპერიმენტების საშუალება სანიოლისთვის

AutoSharing Option
მთელი ყურადღება ახლა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრისკენაა მიმართული, რომელსაც 2023 წელს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ამავდროულად, არ გვავიწყდება ისიც, რომ ნოემბერი მოახლოვდა, როცა საკლუბო ფეხბურთი შეისვენებს, ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებენ, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები კი მისთვის მოემზადებიან.

ჯერჯერობით ამხანაგური დაპირისპირებებისათვის ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები უცნობია. მომავალი წლის მარტამდე, როცა ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის მატჩები დაიწყება (ნორვეგიასთან თბილისში), ეს ბოლო შესაძლებლობა იქნება, როცა "ჯვაროსნები" შეხვედრებს ჩაატარებს. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი ისაა, რის გამოც ჩვენთან თამაშის სურვილი გრანდებსაც უნდა გააჩნდეთ და არა მხოლოდ ევროპულ, არამედ
თუნდაც, სამხრეთამერიკულ ნაკრებებს, თუმცა მათი არჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, ალბათ, მომავალ მოწინააღმდეგეებთან (ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, კვიპროსი) სათამაშო სტილით მსგავსება უნდა იყოს.

Sportall.Ge

დიდი მოლოდინით ველით, გიორგი ჩაკვეტაძის კარგი სათამაშო ფორმა ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოთარ კიტეიშვილი ჩვეულ კონდიციებს დაუბრუნდეს. ჩვენი ნაკრების ფრანგ დამრიგებელს იმის საშუალებაც ექნება, ახალი ფეხბურთელებიც გამოსცადოს და გარკვეულ ექსპერიმენტებსაც მიმართოს.

ამასობაში, ცნობილია, თუ ჩვენი ჯგუფის წევრები ვის დაუპირისპირდებიან. თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებით დავიწყოთ, რომელიც ნოემბრის მატჩებს ბულგარეთისა (შინ) და ისრაელის (სტუმრად) ნაკრებებთან ჩაატარებს. ქეცბაიამ განაცხადა, რომ ქართველებთან ამხანაგური სურდა, თუმცა ახლა შეხვედრა უკვე ოფიციალური იქნება.

Sportall.Ge

რაც შეეხებათ ნორვეგიელებს, ერლინ ჰოლანი და მისი თანაგუნდელები 17 ნოემბერს ირლანდიაში ითამაშებენ, სამი დღის შემდეგ კი ფინეთს უმასპინძლებენ.

მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა უკრაინასთან პლეი-ოფში დარჩენილი შოტლანდიის ნაკრების სპარინგ-პარტნიორი თურქები იქნებიან, რომლებიც სანიოლის გუნდის მსგავსად, "ერთა ლიგის" C დივიზიონის ჯგუფის გამარჯვებულები გახდნენ. მათი სხვა მეტოქის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

ესპანეთის ნაკრები მუნდიალისთვის სამზადისში იქნება და მოწინააღმდეგეს უფრო განწყობის შესაქმნელად შეარჩევს. ლუის ენრიკეს გუნდი 17 ნოემბერს იორდანიას შეხვდება. კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე "ფურია როხა" პირველ მატჩს 23 ნოემბერს, კოსტა რიკის წინააღმდეგ ჩაატარებს, რასაც გერმანიისა და იაპონიის ნაკრებებთან დაპირისპირებები მოჰყვება.

საკლუბო ფეხბურთი 13 ნოემბრის შემდეგ შეისვენებს, მსოფლიო ჩემპიონატი კი 20 ნოემბერს, კატარისა და ეკვადორის დაპირისპირებით გაიხსნება. დაველოდოთ, საქართველოს ნაკრების ნახვა თბილისში წელსვე თუ შეგვეძლება. ეს მალე უნდა გაირკვეს.

alt"არ მინდოდა საქართველოს ნაკრები ჩვენ ქვეჯგუფში ყოფილიყო, მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშე" - თემურ ქეცბაიას ინტერვიუ

altსაქართველოს ნაკრების შანსები, უპირატესობები და პრობლემები - მომავლის ვარსკვლავები ერთ ჯგუფში

altვიწყებთ ნორვეგიით - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 12 /
ამდენ ხანს ვერ მოაგვარებს და ვერ მოძებნეს სპარინგ პარტნიორები მოვიდა ნოემბერი
ლევანი
19 ოქტომბერი 2022 09:50
1
ხალხნო არ გაინტერესებთ რას წარმოადგენს ნაკრები და თვითონ სანიოლი ხვიჩას გარეშე …?!?!რატომღაც მეეჭვება რამე შეძლოს…მაგარი იღბალა მწვრთნელია ( და თან მშიშარა)….ქეცბამ 7 ქულა უნდა ავიღოთო ესე იგი ჩვენ 3 ქულაც გაგვიჭირდება !!!
მდაა
18 ოქტომბერი 2022 19:42
26
არიქა, იტალია არ მონაწილეობს მუნდიალზე და რაც უნდა დატვირთული კალენდარი ჰქონდეთ შედგენილი, წესით, ხვიჩას ხათრით ერთი ამხანაგური არ უნდა დაგვამადლონ, მითუმეტეს, თუ იქ ჩავალთ, გზის ხარჯებს დაზოგავენ ეგ წუწურაქები და თუ აქეთ გვესტუმრებიან, ხინკალი და ხაჭაპური ჩვენზე იყოს... ისე, კარგი სანახავი იქნება იტალია - საქართველო ნეაპოლში, ნახევარი სტადიონი რომ ჩვენ გვიგულშემატკივრებს...
ვოოტ
18 ოქტომბერი 2022 14:53
2
მშვენიერი იდეაა, თუ ორგანიზაციულად მოგვარდა, იტალიელებივ უნდა იყვნენ დაინტერესებული - ჩვენ ხომ იმ მაკედონიას გადავურბინეთ, რომელმაც იტალია ჩააჩოჩა მუნდიალიდან...
დდდ
18 ოქტომბერი 2022 21:53
0
ჩემი აზრით, ეროვნული ნაკრები საცდელი პოლიგონი არაა, სადაც ფეხბურთელს იმიტომ ათამაშებდნენ სტატისტიკაში ნაკრებში თამაში ჩაწეროდა. სანიოლმა იმ ფეხბურთელების ერთ გუნდად შეკვრას უნდა მიხედოს, ვისზეც უახლოეს 2 წელიწადში გააკეთებს აქცენტს.
klimenti
18 ოქტომბერი 2022 14:30
1
ყველა შეხვედრა სასარგებლო იქნება...
tngh
18 ოქტომბერი 2022 12:12
2
ირლანდიასთან და ბოსნიასთან ვისურვებდი ამხანაგურებს
giorgi
18 ოქტომბერი 2022 11:56
2
თუ სპარინგის პრობლემაა ვეთამაშოთ ჩვენს მეზობლებს აზერებს და სომხებს, სვანაძის ნაკრებთანაც შეიძლება თამაში. რაც მეტი ამხანაგური თამაში გვექნება უფრო შეთამაშდება ნაკრები, მეტი ახალი ფეხბურთელის გამოცდის საშუალებაა, მწვრთნელებს მეტი დრო ექნებათ ახალი სქემების დასახვეწად და ა.შ.
იქნებ გვეფიქრა მეორე, ბ ნაკრების შექმნაზე. ბევრი პერსპექტიული ფეხბურთელი გამოჩნდა და ბევრი ვერ ხვდება ძირითადი ნაკრების შემადგენლობაში. მათი საქმეში ნახვა, დახვეწა, მუდმივ მზადყოფნაში ყოფნა და შეთამაშება კარგად მოხერხდება მეორე ნაკრების საშუალებით
თენგაბი
18 ოქტომბერი 2022 11:37
5
Aucileblad unda atamashon gagnidze da sazonovi ramdenime wutit mainc,sheidzleba miqeltadzis gamodzaxebac,flamarionma dzalian mouklo bolo tamashs tu ar chavtvlit dilastan...chakvetadzes unda mieces tamashis sashualeba,rom biwma igrdznos isev nakrebis wevroba...
Givi
18 ოქტომბერი 2022 11:24
4
სან მარინოს შესთავაზეთ თბილისში ჩამოსვლა.განწყობის ამაღლება მარტო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს არ ჭირდებათ.2 სუსტი ნაკრები რომ დავამარცხოთ,თან რეკორდული 13 მატჩიანი წაუგებელი სერია დაგროვდება,თან ფიფას რეიტინგში ოდნავ წავიჩოჩებთ წინ.
qomagi
18 ოქტომბერი 2022 11:20
22
ყველამ თუ იცის, ჩვენ რატომ ვაგვიანებთ გამჟღავნებას. სათანადოდ თუ მუშაობენ?
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
18 ოქტომბერი 2022 10:59
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული