ინგლისი, საფრანგეთი, ბრაზილია - ვის შეიძლება დაუპირისპირდეს საქართველოს ნაკრები?

AutoSharing Option
ნოემბრის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯერ არ გამჟღავნებულა. ქართველი გულშემატკივრების დამოკიდებულება როგორც ჩვენს გვერდზე, ასევე ზოგადად, ისეთია, რომ ისინი მოლოდინში არიან, მსოფლიო ჩემპიონატის მზადებაში მყოფი რომელიმე გრანდს დავუპირისპირდეთ. თემის ინტერესიდან გამომდინარე, Sportall.ge-მ საჭიროდ ჩათვალა, მასზე დეტალურად დაგვეწერა.

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ გულშემატკივრებში საკმაოდ დიდი სურვილის მიუხედავად, იტალიის ნაკრებთან დაპირისპირება გამორიცხულია. "სკუადრა აძურამ" ნოემბერი უკვე დაგეგმა. ისინი ალბანეთისა და ავსტრიის ნაკრებებს შეხვდებიან.

Sportall.Ge

თუკი ჩვენი მხრიდან სახელოვან მეტოქესთან შეხვედრის მცდელობა აქტიურად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე 3 ასეთი ნაკრებია, რომლებსაც მოახლოებული სპარინგებისთვის
მეტოქები ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებიათ. აქედან ორი ევროპული გრანდია - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი და ინგლისის ნაკრები, რომელიც "ერთა ლიგის" მომდევნო გათამაშებაში საქართველოს ნაკრების დივიზიონში (ბ) გამოვა. ასევე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები. ჯერჯერობით მეტოქე არც ნიდერლანდელებს შეურჩევიათ, თუმცა დიდი ხანი არაა, რაც მათთან ვითამაშეთ (0:3 დავმარცხდით) და ეს გამორიცხული გვგონია.

დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს, რათა ვილი სანიოლის გუნდს ისეთი მოწინააღმდეგეები შეურჩიოს, შესარჩევ ეტაპზე (მომავალი წლის მარტში დაიწყება) ჩვენს მეტოქეებთან მეტ-ნაკლებად ახლოს რომ იდგნენ - ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, კვიპროსი. რამდენად იქნება ეს გრანდი, ამას ერთად ვნახავთ.

Sportall.Ge

ბოლო დროს "ჯვაროსნების" პროგრესი აშკარაა, გუნდს უკეთესი შედეგები აქვს, ფეხბურთელები კი ბევრად ძლიერ კლუბებში გამოდიან, მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასა ("ნაპოლი") და გიორგი მამარდაშვილის ("ვალენსია") დასახელება რად ღირს. შესაბამისად, ჩვენთან შეხვედრა ბევრი ნაკრებისთვის სასურველი და სასარგებლო უნდა იყოს.

საკმაოდ ძლიერი ევროპული ნაკრებები, რომელთა სპარინგპარტნიორების ვინაობა ამ დრომდე არ ვიცით: უკრაინა, დანია, სერბეთი, ჩრდ. ირლანდია.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საკლუბო ფეხბურთი 13 ნოემბრის შემდეგ შეისვენებს, კატარის მსოფლიო ჩემპიონატი კი 20-ში დაიწყება. შუალედურ პერიოდში ეროვნულ ნაკრებებს ამხანაგური შეხვედრების ჩატარების უფლება ექნებათ და ეს მომავალი წლის მარტამდე ჩვენთვის უკანასკნელი მატჩები იქნება.

altვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ნოემბერში? - ექსპერიმენტების საშუალება სანიოლისთვის

მკითხველის კომენტარები / 22 /
ბრაზილია იქნება ყველაზე კარგი ამ ვარიანტებიდან, ასევე ისტორიულიც და საინტერესოც.
qomagi
20 ოქტომბერი 2022 18:18
0
ნებისმიერ გუნდთან სასარგებლო იქნებოდა სპარინგი, კიდევ ერთხელ შეთამაშების კუთხით, დახვეწის კუთხით, მობილიზების კუთხით. ამასთანავე, უმჯობესია, რაც უფრო ძლიერი იქნება მოწინააღმდეგე, იმიტომ რომ მასთან უფრო გამოჩნდება შენი სისუსტე, შენი ხარვეზები და ამიტომ მისგან უფრო მეტს ვისწავლით. ძველი ანდაზა ამბობს - ჭადრაკის თამაში თუ გინდა ისწავლო, ეთამაშე შენზე მცოდნეს და ჭკვიანს.
თენგაბი
20 ოქტომბერი 2022 10:40
0
ვაა, ჩვენები ჩვენებთან ვათანაშოთ რაა
სლავიკა
19 ოქტომბერი 2022 22:30
2
ინგლისი არაა ტოპ გუნდი!
ლაშა
19 ოქტომბერი 2022 19:49
18
ირლანდიაააა ოდესმე ხომ უნდა მოვუგოთ ამაზე კარგი დრო არ ყოფილა ჯერ
ირლანდია
19 ოქტომბერი 2022 19:39
1
კარგი იქნება მეორე ეშელონის გუნდებთან დაპირისპირება,რა შეგვიძლია უფრო კარგად გამოჩნდება, თორე ინგლისი ,ბრაზილია ,საფრანგეთი და ასეთი კალიბრის გუნდებთან ძნელია რეალურად ჩვენ გუნდს რა შეუძლია დაინახო.ისინი ტოპ გუნდები არიან.ბ დივიზიონის გუნდები სჯობს ამ ეტაპზე.
რეზო
19 ოქტომბერი 2022 18:47
1
ინგლისი კარგი იქნებოდა !!!!
საქართელო
19 ოქტომბერი 2022 16:33
1
სერბეთი დანია ირლანდია შვეიცარია, ესეთი ნაკრებები კარგი იქნებოდა, ან აზერები და სომხები, რო საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტაროთ:)
გოგა
19 ოქტომბერი 2022 16:04
3
თუ ნატვრაა ბარენ ბრაზილია იყოს!
ქართველი
19 ოქტომბერი 2022 17:16
2
უკრაინის ნაკრებსაც არავინ ჰყავთ შერჩეული და კარგი იქნებოდა მათთან შეხვედრა. არ გამოხატეთ ეხლა რუსეთუმეები
დავით 67
19 ოქტომბერი 2022 15:41
8
არ გამოხტეთო და აგერ გამოხტნენ.5 დისლაიკი რატომ უნდა ქონდეს ამ კომენტარს.ალტინფოს სასტავი ზის სპორტალზე?
Master
19 ოქტომბერი 2022 16:52
8
ყველა თამაში სასრგებლო იქნება...
tngh
19 ოქტომბერი 2022 15:19
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული