ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

მოულოდნელი პრობლემა საქართველოს ნაკრებში - ვის გამოიძახებს სანიოლი?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნოემბრის ამხანაგური მატჩებისთვის მეტოქეები ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი უკვე ბევრს იფიქრებს იმაზე, რა შემადგენლობას უნდა დაეყრდნოს და ვის შეიძლება მიეცეს თავის გამოჩენის შანსი.

თუკი სექტემბერში ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებზე მივუთითებდით, აქ სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალა. გიორგი ჩაკვეტაძე უკეთ ათამაშდა, ოთარ კიტეიშვილი კი ტრავმის შემდეგ მშვენივრად დაბრუნდა. თითქოს არსაიდანო, "ჯვაროსნების" ფორვარდების ირგვლივ ვითარება გაუარესდა და პრობლემები ამ მხრივ გაჩნდა.

Sportall.Ge

რამ გამოიწვია ეს? - პირველ რიგში, ბუდუ ზივზივაძის დასჯამ და ძირითადი გუნდიდან ჩამოშორებამ. სამწუხაროდ, უნგრული კლუბი მიღებულ
გადაწყვეტილებას პრინციპულად არ ცვლის, ეს კი მანამდე კარგ ფორმაში მყოფ ჩვენებურს ცუდ სამსახურს უწევს. გვახსოვს ჩრდილომაკედონიელებთან საშინაო შეხვედრა, სადაც ბუდუ უბრალოდ, "დაფრინავდა". შემდეგ სანაკრებო მატჩებში ამ მდგომარეობას ვინ წარმოიდგენდა?

იმისთვის, რომ 28 წლის ზივზივაძეს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, ახლა მისი საქართველოს ნაკრების ამხანაგურ მატჩებში თამაში იქნებ მართლაც ერთადერთი გზა იყოს...

Sportall.Ge

30 აგვისტოს გიორგი მიქაუტაძემ "მეცის" რიგებში დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ "მშრალი" სერია აქვს, მისი გუნდი კი საფრანგეთის ლიგა 2-ში, სადაც ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" ლიდერობს, მე-12 ადგილს იკავებს. 21 წლის თავდამსხმელი ბოლო სანაკრებო მატჩებში მშვენივრად გამოიყურებოდა, სათამაშო დრო კლუბშიც ეძლევა, თუმცა სამწუხაროა, რომ გატანა უჭირს. არადა, მიმდინარე სეზონში 4 გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი აქვს. ასეთი სტარტის შემდეგ მსგავსი გაგრძელება მოულოდნელი იყო...

Sportall.Ge

და ვის გამოძახებაზე შეიძლება იფიქროს ვილი სანიოლმა წინა ხაზში? პირველ რიგში, ეროვნულ ლიგას გადავხედოთ. თბილისის "დინამო" ბოლო დროს მშვენივრად გამოიყურება, მის 29 წლის ფორვარდ დავით სხირტლაძეს კი 6 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. სხირტლაძე ყველაზე შედეგიანი დანიურ "სილკებორგში" იყო და მაშინ ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავდა. არსებულ ვითარებაში, მისი შესაძლებლობები იქნებ ვილი სანიოლმაც გამოსცადოს.

Sportall.Ge

რაც შეეხებათ ლეგიონერებს, მთავარმა მწვრთნელმა ივნისის შეხვედრებისთვის ნაკრებში ბექა მიქელთაძე მიიწვია, თუმცა მაშინდელი კონკურენციის პირობებში, მას ერთი წუთიც არ მისცემია. 24 წლის შემტევს ავსტრალიის ახლად დაწყებულ ჩემპიონატში 2 შედეგიანი დარტყმა და 1 "ასისტი" დაუგროვდა.

ფრანგ დამრიგებელს თუკი სურს, უახლოესი რეზერვი შეამოწმოს და ამავდროულად, კონკურენცია კიდევ უფრო გაზარდოს, მაშინ სანაკრებო სიაში ახალ სახეებს ვიხილავთ.

გეტყვით, რომ ნაკრებებს ამხანაგური მატჩების ჩატარება 13 ნოემბრის შემდეგ შეეძლებათ, სანამ კატარში მსოფლიო ჩემპიონატი (20 ნოემბერს) დაიწყება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, მეტოქეების შესახებ თვის ბოლოს შევიტყობთ და დიდია შანსი, ეს ორშაბათს, 31 ოქტომბერს მოხდეს. რაც შეეხება ოფიციალურ მატჩს - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2023 წლის მარტში, ნორვეგიის ნაკრებთან საშინაო დაპირისპირებით გაიხსნება.

altკობიაშვილი ამხანაგურ მატჩებზე საუბრობს - დუბაი თუ ბათუმი?

altინგლისი, საფრანგეთი, ბრაზილია - ვის შეიძლება დაუპირისპირდეს საქართველოს ნაკრები?

altვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ნოემბერში? - ექსპერიმენტების საშუალება სანიოლისთვის

ასევე დაგაინტერესებთ