საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას მაროკოს წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში 17 ნოემბერს შედგება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნულ ნაკრებში მაროკოსთან მატჩისთვის 22 ფეხბურთელია გამოძახებული.

შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - 21 წლამდელთა ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგური მატჩისთვის მოემზადებიან. 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი თბილისში შეიკრიბება. 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრება.

გიორგი მიქაუტაძე და
დავით ხოჭოლავა საკლუბო მატჩების გამო წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია ("ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი ("კრემონეზე", კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე ("ჰათაისპორი", ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია ("პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო", თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია ("ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი ("საბურთალო", თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი ("საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი)

საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე, ქალაქ შარჯაში გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

14 ნოემბერს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მოახლოებულ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. სასტუმრო "შერატონში" პრესკონფერენცია 15:00 საათზე დაიწყება.

Nakrebi
მკითხველის კომენტარები / 44 /
ბიჭებო გამარჯვება და წაუგებელი სერიის გაგრძელება უნდა შეძლოდ გმერთი თქვენსკენ და ჩვენც თქვენს გვერდით ვართ გულშემატკივრები.
Gio9
14 ნოემბერი 2022 01:21
0
ბიჭებო აბა თქვენ იცით წაიგებელი სერია უნდა გავაგრძელოდ ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ვოლკი ადგილზეა)
gio9
14 ნოემბერი 2022 01:11
0
ჩემი აზრით ჯობია დაისვენოს,მაროკო ხისტი გუნდია და არ ღირს გარის კვა.ისე კარგია გუნდთან ერთად რომ იქნება.წარმატებები ნაკრებს.
კახა ქ.
11 ნოემბერი 2022 01:39
2
გიორბელიძეს ტრამვა აქვს თუ რატომ ამოუთვალწუნა ... ფლანგზე მაგაზე საიმედო ბოლო წლებში მე არ მინახავს არვინ .. ნაკრების თამაშებს ვგულისხმობ შეტევასაც მაგრად ეხმარება და დაცვაშიც ძაღლივით დასდევს მოწინააღმდეგეს ... თუ ტრავმა აქვს გასაგებია ...
bejo
11 ნოემბერი 2022 01:20
3
კვარაცხელია ან იქნება ან არა ჯერ კიდევ საკითხავია.ფაქტია ძლიერი მეტოქე გვყავს და ვფიქრობ ამ მატჩზე გამოჩნდება რეალური სახე ჩვენი ნაკრების.გამარჯვება ნამდვილად თავდაჯერებულობას გაზრდის ასეთ გუნდთან.
qomagi
11 ნოემბერი 2022 00:34
0
ხოდა იმიტომ გამოჩნდება,რომ ეს ერთგვარი რეპეტიცია იქნება შესარჩევი ციკლის დაწყებდე.იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და 2024 ში ევროპის ჩემპიონატზე ვიქნებით.აი ჯერ ხო 2 წელია მაქამდე,მაგრამ წარმოდგენაც კი მახარებს,როცა ჩვენი ნაკრები წარმომიდგენია დიდ ფორუმზე..
qomagi
11 ნოემბერი 2022 10:56
0
ამხანაგური შეხვედრაა და ამ მატჩში ვერანაირად ვერ გამოჩნდება. ჩვენი რეალური სახე, აი ნორვეგიასთან და ზოგადად შესარჩევში კი ნამდვილად გამოჩნდება ეგ ყველაფერი
საქართველო
11 ნოემბერი 2022 08:17
1
იქნებ, მაროკოსთან მაინც ვნახოთ კვარა, უკვე სერიოზული ლომკები გვაქვს....
დდდ
10 ნოემბერი 2022 23:43
0
საზონოვის თამაშები რაც ვნახე მომეწონა საიმედო მცველია და კიდევ მოუმატებს... ასევე ტაბიძის თამაში მაინტერესებს. ლოჩოშვილი ისე თამაშობს სულ მეშინია რამე არ წაუინდაუროს... ხოჭო უფრო სტაბილურია.. ბერიძის და ვოლკოვის გამოხებაც გამიხარდა... არაბიძე სკამზე ცუდი არიქნებოდა მაგნაირი ჯარიმის დამრტყმელი არ გვყავს და ერთი კაცი საჭიროა.. ქვილითაიაზე საუბარიც არ მინდა რისთვის მოდის მიდის თვითონაც ვერ გაუგია
რონი
10 ნოემბერი 2022 22:58
4
ლოჩოშვილს როგორ ადარებ ვიღაც რუსს..
roni-s
10 ნოემბერი 2022 23:50
14
Somxebis chemdami pativiscemis miuxedavad ara mgonia 0-9 an 1-9 wavagot rodesme,torem wagebac moxdeba ratqmaunda sul aravin moigebs...
G.LA_s
10 ნოემბერი 2022 22:08
0
მოიცა, არც გრიგალავა არ არის???
აჩი
10 ნოემბერი 2022 21:23
7
გრიგალავას არ სცალია. თამადაა იმ დღეს.
ვანჩოპე
11 ნოემბერი 2022 11:44
0
მივესალმები შენგელიასა და ქვილითაიას დაბრუნებას ნაკრებში,მარჯვენა ფლანგს შენგელიაზე უკეთ ვერავინ თამაშობს ნაკრებში ხოლო მიუხედავად ვაიკრიტიკოსებისა ქვილითაია ამ ფორმაციის ნაკრებში N1 თავდამსხმელია,ამას ყველა ვნახავთ...
გომორძგუა მარგალეფც
10 ნოემბერი 2022 20:41
17

სიახლეები პოპულარული