საზონოვის მამა: საბას საქართველოს ნაკრებში გამოძახება ჩვენთვის პოზიტიური სტრესია

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 20 წლის მცველის, საბა საზონოვის მამამ, ანდრეი საზონოვმა, თავისი შვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახებაზე გააკეთა კომენტარი.

"გავიხარე თუ არ შვილის გამო? როგორც კი გავიგე, მაშინვე მივულოცე. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო სიახლეა, დადებითი ემოციები განვიცადე. რუსეთის ეროვნული გუნდი? არჩევანი უკვე გაკეთებულია. შესაძლებლობებს შორის ნებისმიერი არჩევანი, თუნდაც პოზიტიური, ყოველთვის სტრესია. სტრესი, რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა. ეს იმის გათვალისწინებით გვქონდა, რომ შეეცადნენ საბასთვის ცილი დაეწამებინათ და უარყოფითად წარმოეჩინათ.

მას ხომ ცუდი არაფერი გაუკეთებია. საბამ მხოლოდ არჩევანი გააკეთა, მორჩა. ყველაფერი წარსულშია, ყველა ფიქრი
უკვე მხოლოდ საქართველოს ნაკრებს უკავშირდება", - განუცხადა ანდრეი საზონოვმა "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჯერ ერთი, ადრე სად გვყავდა ნაკრები და მწვრთნელი, ან რა პერსპექტივა ქონდა ნაკრებს? არანაირი. ეხლა, უკვე როცა დამსახურებით იძახებენ ბიჭებს, ყველას მოუნდება ნაკრები. ვილიმ ბევრი რამე თავის ადგილზე დააყენა და სჩანს, რომ ბევრი ვინმეც მოსვა ერთ ადგილზე, რადგან წინ იხედება და კარიერას იკეთებს.საზონოვი კი მის ქვეყანაში თამაშობდა და რუსეთის ნაკრებს რომ ჩვენთან შედარებიტ მეტი პერსპექტივა ქონდა, ფაქტია. ეხლა კი რატომაც არა, მიეცა შანსი და გამოიყენებს კიდეც. რა, ჩვენ არ გვჭირდება ძლიერი დაცვა? იდეალურადა გვაქ საქმე მის პოზიციაზე? რა თქმა უნდა არა. ძლიერ გუნდებთან ამ დაცვით, რაც ეხლა გვყავს გაგვიჭირდება. ეს იცის ვილიმ და ამიტომაც გამოიძახა.მე მგონი, თავიდანვე სასტარტოში დააყენებს. და ნუ იბოღმებით რაა.
bijos
21:49 11-11-2022
4
როგორ გიყვართ ქართველებს უაზრობების რომანტიზირება. რუსეთის ნაკრებს როგორ აირჩევდა , ირანთან და ჩინეთთან თუ ითამაშებს. რატომ უნდა აერჩია რუსეთის ნაკრები რა ხეირი?? სააქართველო თუ ასე უყვარდა წინა წლებში რატომ არ აირჩია? სანამ რუსების ნაკრებს ჩვენ ნაკრებზე მეტი შანსები ქონდა?? ოოხხ რა იოლია ქართველების გასულელება. კი კი ჟირინოვსკისაც უყვარდა,კიკი შაჰაბასსაც ბებო ყავდა ქართველი, კიკი ორჯონიკიძე ნამდვილი ქართველია
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული