ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ტრავმის გამო ხვიჩა ნაკრებს ვერ დაეხმარება - მორიგი შანსი ალთუნაშვილს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეიდან წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა. მაროკოსთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო "ნაპოლის" ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებს ბათუმის "დინამოს" წევრი სანდრო ალთუნაშვილი შეურთდა.

დღეს საქართველოს ნაკრები ილია კოკაიას სახელობის სპორტულ ცენტრში პირველ ვარჯიშს გამართავს. საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში 15 ნოემბერს გაემგზავრება და მაროკოსთან მატჩისთვის მოემზადება.

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში 17 ნოემბერს, თბილისის
დროით 20 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge