მატჩის დღე - საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობითა და მე-12 წაუგებელი შეხვედრისთვის!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო წლის დასასრულებლად ემზადება და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მაროკოელებს დაუპირისპირდება, სადაც ფართო გულშემატკივრებისთვის ცნობილი რამდენიმე ფეხბურთელი გამოდის - ჰაკიმ ზიეჩი, აჩრაფ ჰაკიმი, ნასირ მაზრაუი, სოფიან ამრაბატი...

Sportall.Ge

ვილი სანიოლის გუნდი შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება. მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის დასახელებაც საკმარისი იქნება. "ჯვაროსნებში" თავის გამოჩენის საშუალება ბევრ ფეხბურთელს უნდა მიეცეს, მათ შორის, დებიუტანტებსაც (საბა საზონოვი, გიორგი გოჩოლეიშვილი).

Sportall.Ge

Sportsmole:

"მაროკოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ქალაქ შარჯაში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირებით მოემზადება. ვილი სანიოლის გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და
მის გაგრძელებას ეცდება.

მაროკოელები მსოფლიო ჩემპიონატზე 20 წლის განმავლობაში ვერ გადიოდნენ, ახლა ზედიზედ მეორედ მონაწილეობენ, რუსეთში განცდილი ფიასკო კი უნდა გამოასწორონ.

მაროკოს ნაკრებსაც ოფიციალურ დაპირისპირებებში 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში, აფრიკის თასის მეოთხედფინალში, მოჰამედ სალაჰის ეგვიპტესთან დამატებით დროში (1:2) წააგო. ისე კი, შემდეგ მხოლოდ აშშ-სთან (0:3) დამარცხდნენ.

"ჯვაროსნების" უახლოესი მეტოქე ფიფას რეიტინგში 22-ე ადგილს იკავებს და ეს აფრიკულ ქვეყნებს შორის მეორე შედეგია."

Sportall.Ge

Sportskeeda:

"საქართველოს ნაკრები 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ არ დამარცხებულა და ამ პერიოდში, 8 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, ბოლო 6 მატჩიდან 5-ში კი 2 ან მეტი გოლი გაიტანა. მათ "ნაპოლის" მოულოდნელი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ, რომელიც ახლა ტრავმირებულია, რაც ქართველებისთვის სერიოზული დარტყმაა.

სავარაუდო ანგარიში - 2:2".

Sportall.Ge

101greatgoals:

"მას შემდეგ, რაც მაროკომ მუნდიალზე თამაში გაინაღდა, უაღრესად არაპოპულარული ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს და ვალის რეგრავუი დანიშნეს. მათ ბელგიის, ხორვატიისა და კანადის სახით სერიოზული მეტოქეები ჰყავთ, თუმცა საქართველის ნაკრები მშვენიერი გენერალური რეპეტიციაა, დიდი შანსია, ეს გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვიხილოთ.

როცა ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია, ვილი სანიოლის ნაკრებს საუკეთესო თვისებების გამოვლენა გაუჭირდება."

დღევანდელი, 17 ნოემბრის დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია ("ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი ("კრემონეზე", კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე ("ჰატაისპორი", ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია ("პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო", თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია ("ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), სანდრო ალთუნაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო", საფრანგეთი), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი ("საბურთალო", თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი ("საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი)

altსანიოლი: უჩვეულო სიტუაციაში ვართ - ახალ ფეხბურთელებს გუნდში სიახლე შემოაქვთ

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა მაროკოსთან - ლიდერების გარეშე

altროგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები კვარაცხელიას გარეშე? - როცა ჩაკვეტაძეც საეჭვოა...

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩაკვე ტრენაჟორებზე ივარჯიშე რომ კუნთური მასა დაიყენო და ადვილად არ დაიტრამვები. (რა კუნთური მასა გქონდა ტრამვამდე იგივე გაქვს ახლაც და როგორ დავიჯერო რომ შენ ფიზიკაზე მუშაობ). ჩაკვე შენ გაქვს დიდი ნიჭი და თავდაუზოგავად შრომის შემთხვევაში იქნები მსოფლიო ვარსკვლავი. მე პირადად მჯერა რომ შენ დიდ ფეხბურთს ითამაშებ.
გია
17 ნოემბერი 2022 18:54
0
ჩაკვე ტრენაჟორებზე ივარჯიშე რომ კუნთური მასა დაიყენო და ადვილად არ დაიტრამვები. (რა კუნთური მასა გქონდა ტრამვამდე იგივე გაქვს ახლაც და როგორ დავიჯერო რომ შენ ფიზიკაზე მუშაობ). ჩაკვე შენ გაქვს დიდი ნიჭი და თავდაუზოგავად შრომის შემთხვევაში იქნები მსოფლიო ვარსკვლავი. მე პირადად მჯერა რომ შენ დიდ ფეხბურთს ითამაშებ.
გია
17 ნოემბერი 2022 18:51
0
Skeleton-ს!
თეატრში თუ წახვალ და მსახიობები გამოვლენ სცენაზე გაჩერდებიან ერთ ადგილზე და ჩუმათ იქნებიან - მეორედ წახვალ ასეთ თეატრში?
ფეხბურთში მსახიობები ფეხბურთელები არიან და ა.შ.....
ხომ გამიგეთ რისი თქმაც მინდა? - ამიტომ "დადის" და "არ დადის" ხალხი ფეხბურთზე ხალხს სანახაობა უნდა!
პლეხანოვზე გაზრდილი
17 ნოემბერი 2022 18:45
0
რატომ არ არის ამ თამაშის მიმართ ინტერესი?მთელი დღეა ველოდები და აქა იქ მხვდება ინფორმაცია თან სულ რამდენიმე კომენტარი აქვს, არანაირი გამოხმაურება, არც ინსტაგრამზე არც სხვა სოც. ქსელებში, როცა წინა თამაშებზე გადავსებული იყო ნაკრების პოსტებით ყველაფერი.
მე კი ვხვდები რატომაც არის ეგრე მარა ცოტათი ტეხავს სხვა ბიჭების წინააშე,იმიტომ რომ იმათმა უნდა იშრომონ და იმათმაც უნდა იგრძნონ მათი შრომის დაფასება.
კვარაცხელია თუ არაა არც ნაკრები აინტერესებთ და არც ნაპოლი. ეგაა სიმართლე.
საქართველოს ჩემპიონატშიც სტადიონები ივსებოდა როცა აქ თამაშობდა, სადაც ავღნიშნე ყველგან მითხრეს, რასამბობ კაცო ჩვენ აქამდეც დავდიოდითო.
:)
აბა ახლა უყურეთ ეროვნულ ლიგას და ნახავთ თუ დადიან.
სრული იგნორია მაყურებლის მხრიდან, მხოლოდ მაშინ ავჟიტირდებით როცა ვინმეს სხვა ქვეყანაში დააფასებენ.
ეგ არაა გულშეატკივრობა და ნუღა ითხოვთ ფეხბურთის განვითარებას როცა გულშემატკივრობაშიც ამ დონეზე ვართ, როგორც ყველა სხვა სფეროში :)
Skeleton
17 ნოემბერი 2022 18:18
2
კარგია, რომ ამხანაგურ მატჩში მწვრთნელი რისკზე არ მიდის... ბევრი ფეხბურთელია გასასინჯი. მთავარი ოფიციალური თამაშებია. წარმატებები საქართველის ნაკრებს!!!
tngh
17 ნოემბერი 2022 15:39
1
კარგია, რომ ამხანაგურ მატჩში მწვრთნელი რისკზე არ მიდის... ბევრი ფეხბურთელია გასასინჯი. მთავარი ოფიციალური თამაშებია. წარმატებები საქართველის ნაკრებს!!!
tngh
17 ნოემბერი 2022 15:38
1
მამარდაშვილი
კაშია
საზონოვი
ლოჩოშვილი
გოჩოლეიშვილი
წიტაიშვილი
კიტეიშვილი
კვეკვესკირი
ლობჟანიძე
დავითაშვილი
და ჯანდაბას ქვილითაია მივცეთ კიდე 1 შანსი.ასეთი ძირითადი მინდა დღეს
ლუკინო
17 ნოემბერი 2022 15:07
1
დავარჭობთ
las
17 ნოემბერი 2022 15:01
1
qvilitaias raunda nakrebshi
ika
17 ნოემბერი 2022 12:36
6
ჩვენში უზომოდ მაოცებენ ის ადამიანები, ვინც თავს ფეხბურთის გულშემატკივრად თვლის და დღემდე ვერ გაურჩევია ნინელი ჭანკვეტაძე და გიორგი ჩაკვეტაძე.
ირაკლი
17 ნოემბერი 2022 12:31
0
ტყუპები არიან მაგნები)))
ჰაჰა
17 ნოემბერი 2022 18:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული