საშინელი პირველი ტაიმი - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან მარცხდება

AutoSharing Option
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ მაროკოსთან 0:2 მარცხდება.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას
და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30)

მაროკო: ბუნუ, საისი, აგერდი, ჰაკიმი, ატიატ-ალა, ზიეში, ამალა, ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი, კიტეიშვილი, ვოლკოვი

მკითხველის კომენტარები / 51 /
გადარიეს კაცი
გიგა
19 ნოემბერი 2022 04:40
0
თუ იცით ვინმემ, აზაროვმა რა დააშავა, არც სერბეთში ათამაშებენ, არც ნაკრების მესამე შემადგენლობაში. ჯარში ხომ არ წაიყვანეს?
საინტერესოა
17 ნოემბერი 2022 22:32
0
გოჩოლეიშვილის-დიდი-იმედი-მაქვს-ისევე-როგორც-საზონოვის-დიდი-იმედი-მაქვს-სხვა-რა-დროს-კვირკველიაა(პენალტების-ამკიდებელი-ცჰაჯმული-ბავშვივით-რომ-დარბის-როგორც-კველა-დანარჩენი-მისი-ტანაგუნდელი)-ტრენერებიანად-ფალოსები-არიან-მყარი-ფალოსები(არა-გიორბელიძე-რატომ-არ-მოიწვია?!)-დაიხსომეტ-ხალხო-ნორვეგია-ფალოსზე-დაატრიალებს-ამ-ძალად-ფეხბურთელებს-მაგარი-სირები-არიან-ხო-ასეა-და-თუ-ასეა-არ-უნდა-გეწყინოს-ნაკრებო-სიმარტლე-ერტია-"ლეების"-ჯოგი-ხარტ-სანიოლიან-ხიზანიანად-ეს-თქვენი-ტიტული-ნორვეგიასტან-უფრო-გამ0ჩნდება-ფალოსები-არიან-ჩვენი-"გორე-ადვოკატი"-კომენტატორები-ესაო-ისაო-შე-კაი-კაცო-რო-ბოდავთ-ხოლმე-თუ-ისინი-ძალიან-მომზადებულები-არიან-ჩვენებს-კი-ბევრი-აკლიათ(რაც-მარტალია-მაგრა-აკლიატ)დაეგდეტ-სახლში-და-ნუ-ითამაშებთ-ერი-და-ბერი-აბუჩად-აგვიგდეთ-ერთი-თქვენი-კომენტატორებიან-ტრენერებიანად-"სბორნაია-გრუზიი-იდი-ნა-Xუი"
agmsarebeli
17 ნოემბერი 2022 22:20
4
კვეკვესკირი,ვოლკოვი ,კვირკველია, ქვილითაია გასაშვები არიან ნაკრებიდან . რა უნდა საერთოდ გუნდს , ვინმემ გაიგეთ ? უკან პასი იცოდნენ ადრე , იმასაც ვერ აკეთებენ . შეტევაში არაფერი ხელის მოსაჭიდი. , სირბილი არ შეუძლიათ , სისწრაფე არა , ფიზიკა არა . რაღა დარჩა ? ერთი უეჭველი პანალტი არ დადეს ჩვენს კარში . მამარდაშვილი კი იყო წინ გამოსული , მაგრამ მე კაშიას ვაბრალებ ამ ბურთს და სხვისი არ ვიცი . ამხელა სტაჟის ფეხბურთელი რომ ესეთ უაზრო რაღაცას აკეთებ , რაღა უნდა ვთქვა ? ადრეც ვწერდი და ახლაც ვიტყვი , ამ დონის გუნდში მისწრებაა ისეთი შემტევი, სწრაფი ფეხბურთელი , როგორიც კირკიტაძეა . სულ რომ არაფერი , გრძელ , გადაგდებულ პასზე მცველის გასწრების დიდი შანსი აქვს და უყურადღებოდ ვერ დატოვებენ . ნაგინები აქვს ხიზანიშვილზე თუ რა ხდება არ ვიცი . ასევე არ ვიცი სადაა ბუდუ ? მოკლედ , არანაირი გეგმა , მონახაზი , ტაქტიკა აქ არ ჩანს . დამაწყდა ნერვები .
zaza
17 ნოემბერი 2022 22:20
1
გიორგი კაჭკაჭიშვილი

კლასი როგმ აკლია გეთანხმები გიორგი , მაგრამ დღეს მოედანზე მყოფი თავდამსხმელებიდან რომელს აქვს კლასი ? კირკიტაძეს სისწრაფე მაინც აქვს . ამათ ,რომელიმეს აქვს სისწრაფე ? ესეც არა აქვთ და მათთან შედარებით იმითაა სასარგებლო , რომ გაქცევა შეუძლია და მეტოქის მცველები უყურადღებოდ არ ( ვერ) დატოვებენ ფეხბურთელს , რომელიც ასე სწრაფად მიიწევს საჯარიმოსკენ და ,,პრასტრელს " აკეთებს . ხშირად უმისამართოს , მაგრამ მაინც სახიფათოს . ამით გამოვარჩიე , თორემ მბაპე რომ არ არის , მეც ვიცი .
zaza
18 ნოემბერი 2022 02:14
0
გეთანხმები კაშიას შეცდომას მოჰყვა მეორე გოლი. გიორგი რას წარმოიდგენდა რომ კაშია ასე უაზრო პასს გააკეთებდა და წინ იყო. გურამს ჩაუჭრეს და ეგრევე კარში დარტყმა მოყვა. რაც შეეხება კირკიტაძე კი დარბის მაგრამ კლასი აკლია როგორც ლობჟანიძეს. ზივზივაძეს მხარზე ოპერაცია გაუკეთეს დაიმტვრა.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
17 ნოემბერი 2022 22:40
0
წავაგეთ ამხანაგური იყო. როგორც ჩანს ორი- სამ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი გვეყოლება: ჩაკვე,კვარა.. მაროკოც სადღაც 22 -ე ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში, ტრანსფერმარკეტზეც სამასი მილიონად არის შეფასებული ასე რომ აფრიკელობამ არავინ მოატყუოს
რეზო
17 ნოემბერი 2022 22:15
1
მერაბ მამარდაშვილი თუ გაგიგია, შე უვიცო შენა
საკოს
17 ნოემბერი 2022 22:10
2
ყველანი ვბალეშიკობთ მსოფლიოზე მაროკოს, რომ მინიმუმ ნახევარი ფინალი დადოს, რათა ეს წაგება, როგორმე გაპრავდეს.დდდდდდ
ეეე
17 ნოემბერი 2022 22:06
2
კარგი აზრია, მარა მესამე ადგილები ვეღარ გადიან ჯგუფიდან.
ეჰ
17 ნოემბერი 2022 22:10
0
ვინ ოხერია აბურჯანია:)
Irakli
17 ნოემბერი 2022 22:04
1
პროფესიონალი ფეხბურთელი, ფორვარდი, კარიდან 1 მეტრში რო ბურთს ფეხს ააცილებს არ უნდა გააკარო ნაკრებს არასდროს, ვოლკოვზე მაქვს საუბარი... კვეკვე-აბურჯანია ნახევარდაცვა კიდე ძალიან სუსტია, რა პასებს აკეთებენ ან კაშიამ სად გააკეთა გადაცემა მეორე გოლის მომენტში, დაცვაც უსუსტესია სამწუხაროდ... მამარდას ვერაფერს დავაბრალებთ, მკვდარი ბურთები აიღო, კაშიამ ისეთი შეცდომა დაუშვა და ზიეჩსაც ისეთი დარტყმა გამოუვიდა რო რავი
nedved
17 ნოემბერი 2022 22:02
1
გეთანხმები კაშიას კისერზეა მე-2 გოლი. ეს კვირკველია კი ძლიერია ფიზიკურად მაგრამ ძალიან მოუქნელია.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
17 ნოემბერი 2022 22:44
0
Sanam chempionatis done ar aicevs gundebs biznesmenebi ar iyidian manamde sul viqnebit marto qinqladzeebi da kvaracxeliebi verafers ver izaven. Ragacas gavifafxurebt da imcamsve gadavardebit xolme cnebebshi manam sanam isev civi shxapit ar gamogvagvidzebs vinme da ese grdzelde ukve 30 celia mafia martavs fexvurts chven kide dagvigia piri da vusment am udono komentatorebs
Lasha
17 ნოემბერი 2022 22:00
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული